როგორ გავაკეთოთ სამზარეულოს პრაქტიკული კუნძული იაფად და მარტივად - ერთი დიასახლისის გამოცდილება

სულ ცოტა ხნის წინ ერთ-ერთმა ბრიტანელმა ქალბატონმა გამომწერებს გაუზიარა საკუთარი ხელით შექმნილი სამზარეულოს კუნძული, რომლის გაკეთებაც სულ რაღაც 20 ფუნტი სტერლინგი დაუჯდა.

ემილი თავდაპირველად გამზადებული ავეჯის შეძენას აპირებდა, მაგრამ როდესაც ფასები ნახა, გადაწყვიტა, საკუთარი ხელით დამზადება ეცადა.
მთავარ საყრდენად ორი თეთრი სტელაჟი აიღო, თითოეული 8 განყოფილებისგან შედგებოდა. მსგავსი სტელაჟის შეძენა ადვილად არის შესაძლებელი ავეჯის მაღაზიებში საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასად.


ორ სტელაჟს შორის მოათავსა თხელი დაფა და ისე მიამაგრა ერთმანეთს. სამუშაო ზედაპირად გამოიყენა დაფა, რომელიც წებოთი მიაწება. კუნძულს დაუმაგრა 20 სმ-იანი ფეხები.
შედეგად მიიღო სამზარეულოს შესანიშნავი კუნძული. სწორედ ასეთის შეძენას აპირებდა მაღაზიაში.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები