რუსუდან ხორბალაძე კალიგრაფიით ბავშვობაში დაინტერესდა, წლების შემდეგ კი პროფესიად აქცია. თვლის, რომ კალიგრაფია მხოლოდ ლამაზად გამოყვანილი ასოები არ არის, მისი მთავარი არსი ხელოვნებაშია. ძალიან უყვარს ქართული ანბანი, მისი სამივე სახეობა, მაგრამ უპირატესობას უფრო ნუსხურს და ასომთავრულს ანიჭებს.
- კალიგრაფიით ბავშვობიდან ვარ დაინტერესებული. ბიძა და ბებია ძალიან ლამაზად წერენ და ვცდილობდი ყოველთვის მათნაირად დამეწერა. რაც შეეხება კალიგრაფიას, როგორც საქმიანობას, ერთი წელია შევისწავლე ძველი ქართული დამწერლობა და დღეს უკვე ჩემი ბავშვობის ჰობი გადაიქცა პროფესიად და ახლა მხოლოდ კალიგრაფიით ვარ დასაქმებული.
- კალიგრაფია
მხოლოდ ასოების ლამაზი მოყვანილობა არ არის. თქვენ რას იტყვით, როგორ შეაფასებთ?
- დიახ, გეთანხმებით. ძალიან ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ კალიგრაფია არის მხოლოდ ლამაზად წერა. სიმართლე რომ გითხრათ, წლების წინ მეც ასე მეგონა, მაგრამ ახლა ნამდვილად აღარ ვფიქრობ ასე. კალიგრაფია არის ხელოვნების დარგი, შეიძლება კალიგრაფმა ისე დაწეროს რაიმე ტექსტი, რომ სხვა ადამიანებისთვის გაურკვეველი იყოს, მაგრამ თვალისთვის მიმზიდველი. შესაბამისად, კალიგრაფზეა დამოკიდებული და ასევე ტექსტზე. თუ ნამუშევარი წაკითხვადი არ არის, ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაიმე შეცდომაა, რადგან კალიგრაფია არის თავისუფალი ხელოვნება, საზღვრების გარეშე.
- ძირითადად რა თემატიკაზე ქმნით ნამუშევრებს?
- ძალიან მიყვარს ნუსხური და ასომთავრული დამწერლობა და ძირითადად ამ ორ დამწერლობას ვწერ. თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ხალხს ძალიან უყვარს კალიგრამები და ძირითადად კალიგრამებს მიკვეთავენ, ბოლო პერიოდში, უმეტესწილად კალიგრამებზე ვარ გადართული (კალიგრამი - ტექსტი, რომლის გრაფიკული წყობა ფურცელზე ქმნის ნახატის ფორმას - რედ.).
- რომელიმე თქვენს ნამუშევარს გამოარჩევთ?
- სიმართლე გითხრათ, როდესაც რაიმეს ვქმნი, ძალიან მიყვარდება თითოეული და ასე გამორჩეულად ვერ გამოვარჩევ ვერცერთ ნამუშევარს.
- ბევრი ქართველი ამაყობს ტრადიციებით, ქართული კერძებით, ღვინით, ფოლკლორით და ა.შ. თუმცა ხშირად ავიწყდებათ ქართული დამწერლობა. როგორ ფიქრობთ, რა არის საჭირო ამ დარგის პოპულარიზაცისთვის?
- გეთანხმებით, ძალიან ბევრი რამ გვაქვს საამაყო ქართველებს, თუმცა კალიგრაფია და ქართული დამწერლობა რომ არ ყოფილიყო, ამ ტრადიციებსა და კულტურულ ღირსშესანიშნაობებს ვერ მოვიტანდით დღემდე. მე დავდივარ სკოლებში და ვატარებ მასტერკლასებს, თუმცა ძირითადად კერძო სკოლებთან მაქვს შეხება. კარგია, თუ იქნება სახელმწიფოს ჩართულობა გარკვეულ პროექტებში, რაც მოიცავს თუნდაც ამ მასტერკლასებს კალიგრაფების მიერ როგორც თბილისის სკოლებში, ასევე რეგიონებში.
- სამომავლო გეგმები გაგვანდეთ...
- სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, ნოემბრიდან ვაპირებ სახელოსნო-სტუდიის გახსნას, სადაც ადამიანებს შეეძლებათ როგორც ჩემი ნამუშევრების დათვალიერება-შეძენა, ასევე საკუთარი ძალები მოსინჯონ ქართულ კალიგრაფიის დამწერლობაში, მელნითა და კალმით. ეს, რა თქმა უნდა, იქნება ყველასთვის ხელმისაწვდომი, რადგან ვფიქრობ, რომ როდესაც კალამს აიღებენ ხელში და მელნით დაწერენ რაიმეს, ძალიან გააბედნიერებთ. ეს არის ძალიან საინტერესო და სასიამოვნო პროცესი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქართული დამწერლობისთვის. რაც უფრო მეტი ადამიანი დაინტერესდება, მით უფრო კარგი იქნება ამ დარგის პოპულარიზაციისთვის.
მერი ბლიაძე