წინაპრებისგან ალბათ თითოეულ ჩვენგანს ერთხელ მაინც სმენია, ამა თუ იმ კაცმა წინასწარ შეიძინა სასაფლაოზე დასაკრძალი ადგილი ან ანდერძად დაიბარა, სად და ვის გვერდით სურდა სამუდამო განსასვენებელიო, მაგრამ ადამიანს რომ საკუთარი კუბო გამოეთალა, ასეთი რამ აქამდე არ გამიგონია და ალბათ, ამ შემთხვევაში გამონაკლისი არც მე ვიქნები...
ვატო ურუშაძე (თეოლოგი):
- ილიკო შავერდაშვილი თიანეთის სოფელ კვერნაულაში ცხოვრობდა. წარმოშობით ჩარგლიდან იყო, ახლოს იცნობდა ვაჟა-ფშაველას და მასთან მეგობრობაც აკავშირებდა. მოგვიანებით, სიბერეში ილიკო ხშირად, დიდი ემოციით კითხულობდა ვაჟას ლექსებსა და პოემებს.
ძალიან მრავალმხრივი ცოდნა ჰქონდა,
განსაკუთრებით კი ორ ხელობაში - რკინის ჭედვასა და მებაღეობაში იყო დახელოვნებული. ხანში შესული, ტანდაბალი მოხუცი, ასაკის მიუხედავად ენერგიულად იდგა გრდემლთან, მუგუზალს საბერვლით აღვივებდა და თავდაუზოგავად შრომობდა, რკინისგან სხვადასხვა ნივთს ამზადებდა,
იქნებოდა ეს გუთნის ნაწილები, ცული თუ სხვა საყოფაცხოვრებო იარაღი. გარდა ამისა, თუკი სოფელში ვინმეს ურმის ბორბალზე რკინის გადაკვრა დასჭირდებოდა, მაშინვე ილიკოსთან მიდიოდა. ამ ყველაფრის გამო, მადლიერი ხალხი ოქროსხელებიანს ეძახდა, თავად კი ხშირად უთქვამს, მარჯვენა უნდა შემახმეს, თუ სოფელს არ გამოვადექიო.
ის ასევე დიდი ოსტატობით ასრულებდა მეორე პროფესიას - მებაღეობას. ილიკოს სახლი სოფლისგან მოშორებით, ტყის პირას, ულამაზეს ადგილას იყო. ეზოში საკუთარი ბუნებრივი წყარო ჰქონდა, რაც ტერიტორიის სილამაზეს ერთიორად ამძაფრებდა. ეზოში შესვლისთანავე თვალში მოგხვდებოდათ ხეხილის მრავალფეროვნება. ილიკოს თავისი ბაღის გარდა, ტყეშიც ჰქონდა ნამყენები, სადაც სამყნობად იყენებდა ბალამწარას, მაჟალოსა თუ პანტის ხეებს.
მისთვის მებაღეობა პაპას უსწავლებია, რომელიც ძალიან მშრომელი კაცი იყო. მას სიბერეში მხედველობა დაუკარგავს. მიუხედავად ამისა, თავის შვილიშვილს ზედმიწევნით კარგად უხსნიდა, თუ რა როგორ გაეკეთებინა და შემდეგ "ნამუშევარს" ხელით უმოწმებდა, რამდენად ხარისხიანად იყო შესრულებული. განაგრძეთ კითხვა