თუ ბაღის ან აივნის გალამაზება დეკორის უჩვეულო ელემენტებით გსურთ, მიჰყევით ინსტრუქციას და შედეგი მოლოდინს გადააჭარბებს.

აიღეთ ნებისმიერი ქსოვილი; მოამზადეთ ცემენტისა და ქვიშის თხელი ნარევი.
![]()
ნარევში ჩაალბეთ ქსოვილი. იგი მთლიანად უნდა გაიჟღინთოს.
![]()
კარგად დალბობილი ქსოვილი ჩამოაფარეთ ქვაბს, ვედროს, ნებისმიერ მოცულობას, რომლის ფორმაც გინდათ რომ მიიღოს მომავალმა საყვავილემ, რომელსაც წინასწარ შემოახვევთ პოლიეთილენს. ძირი სადულდაგულოდ გაუსწორეთ, ნაკეცები სურვილისამებრ გაუსწორეთ.
![]()
საყვავილის სიმაღლე ფორმის სიმაღლეზე იქნება დამოკიდებული.
როცა ცემენტი საბოლოოდ გარშება, ნამუშევარი მოხსენით.
![]()
საყვავილის გარეგნული იერი ქსოვილის ფაქტურაზეა დამოკიდებული. მაგალითად, ასე გამოიყურება პირსახოცი.

მზა საყვავილეები

![]()





კომენტარები