ძველი, თუთქოსდა გამოუსადეგარი ნივთებისგან რომ ბევრი საინტერესო რამის შექმნა შეიძლება, უკვე ბევრმა იცის. ძველი გაზეთებისგან კალათებისა და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთის დაწვნაც რამდენიმე ქართველი ხელოვანისგან ისწავლა "შინის" მკითხველმა (იხილეთ სტატია). ამჯერად ძველი გაზეთებისგან კიდევ უფრო მრავალფეროვანი ნივთების, ასევე ავეჯის შემქმნელი პოლონელი დიზაინერი გვიზიარებს გამოცდილებას, რომელმაც საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით, ტექნოპარკის ფაბლაბში 27 სექტემბრიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით გამართა ვორქშოპი. პოლონელი დიზაინერი კატარჟინა ჰერმან-იანიეკი საგანგებოდ მოიწვიეს და 5 დღის განმავლობაში ვორქშოპის მონაწილეებს ასწავლიდა ძველი გაზეთების გამოყენებით სხვადასხვა საყოფაცხოვრებო და სახელოვნებო ავეჯისა და
კატარჟინა ჰერმან-იენიკმა "შინ"-თან საუბარში აღნიშნა, რომ პროექტი წარმატებით განხორციელდა და აღფრთოვანებულია ქართველი მონაწილეების მონდომებით, ნიჭით და შრომისუნარიანობით:
- თავიდან დავიწყე ავეჯის გაკეთებით. ვმუშაობდი სხვადასხვა სახის დიზაინზე. დაახლოეით ექვსი წლის წინ მიმიწვიეს კრაკოვში ეთნოფესტივალზე, სადაც შთაგონება უნდა მიმეღო, მემუშავა იმ მიდამოების ფოლკლორზე და შესაბამისი დიზაინი შემექმნა. გამოუსადეგარი ნივთებისგან ახალი ნივთების შექმნა სწორედ ამ ეთნოდიზაინის ფესტივალის შემდეგ დავიწყე. დაიწყო კვლევა, როგორ შეიძლებოდა გამოგვეყენებინა მეორადი ქაღალდი, რათა ახალი ნივთები გაცოცხლებულიყო დიზაინში. მსგავსი ტექნიკა საფუძველს იღებს ბუენოს-iირესში, თუმცა ჯერჯერობით ბოლომდე გამოკვლეული არ არის.
- საქართველოს შესახებ თუ გსმენიათ აქამდე?
- რა თქმა უნდა, მსმენია. ყოველთვის მოხიბლული ვიყავი კავკასიის ულამაზესი მთებით, მშვენიერი ბუნებით. იმედს ვიტოვებ, რომ კიდევ ვესტუმრები თქვენს ქვეყანას.
- თუ მოგეცათ შესაძლებლობა, ქართველი ხელოვანების ნამუშევრებს გაცნობოდით?
შეზღუდული დროის გამო, სამწუხაროდ იმის შესაძლებლობა არ მომეცა, რომ თანამედროვე ხელოვანებს გავცნობოდი, თუმცა ვეწვიე თბილისის ისტორიის მუზეუმს, ასევე აბრეშუმის მუზეუმს, რომელიც ძალიან მომეწონა.
- ვორქშოფის ქათველმა მონაწილილეებმა თქვენი მოლოდი გაამართლეს?
- ძალიან ამაყი ვარ, ასეთი ნიჭიერი და არაჩვეულებრივი ადამიანები რომ გავიცანი. არიან დაინტერესებული, მაქსიმალურად ბევრი რამ შეისწავლონ, აქტიურად არინ ჩართული სწავლებაში და აღსანიშნავია ის, რომ ძალიან კარგად გამოსდით ხელსაქმე.
მერი ბლიაძე