მუყაოსგან შექმნილი დეკორაციები და ორიგინალური ნაძვის ხე - მასტერკლასი

თიკო მსხვილიძე ახალგაზრდა, თვითნასწავლი ხელოვანია. გასულ წელს დაამთავრა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი. სტუდენტობის დროს ხელსაქმისთვის ნაკლები დრო რჩებოდა და ამას ძალიან განიცდიდა. დღეს უკვე აქტიურად ქმნის საოცარ დეკორაციებს, ზარდახშებს, საყვავილეებს, ახალი წლის მოახლოებასთან დაკავშირებით უკვე დაიწყო საახალწლო დეკორაციების შექმნაც. "შინის" მკითხველს მარტივი საახალწლო ნივთების შექმნას ასწავლის.

- სკოლაში ვსწავლობდი ქარგვას, რაც ძალიან მომწონდა და თავისუფალ დროს ყოველთვის ვიყავი ამ საქმით დაკავებული. უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ თითქმის აღარ მქონდა დრო, რომ ეს სილამაზეები გამეკეთებინა. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ისევ დავიწყე ქაღალდiის ნივთებისგან დეკორაციის დამზადება.

ვაკეთებ ზარდახშების, სურათების ჩარჩოებს, ყვავილებს და ა.შ. მივხვდი, რომ ძალიან მომწონდა და მამშვიდებდა ეს საქმე, სიამოვნებას მანიჭებდა, თავისუფლად და კომფორტულად ვგრძნობ თავს, როდესაც რაიმე ნივთს სიცოცხლეს ვჩუქნი. ამ დროს დაკარგული მაქვს დროის შეგრძნება. მუშაობის დროს თავზე დამთენებია კიდეც. როცა სამუშაო მასალას ვკიდებ ხელს, ვეღარ ვჩერდები, ერთი სული მაქვს, როდის ვნახავ, თუ როგორი სახე ექნება ნამუშევარს. საახალწლო განწყობა უკვე შევიქმენი და დავიწყე საახალწლო დეკორაციების გაკეთება.


- რა მასალას იყენებთ სამუშაოდ?
- ძირითადად მუყაოს ყუთებს,ფერად ქაღალდებს, მაქმანებს, საქსოვ ძაფებს. თითქოს უფრო მსუბუქი, ფერადი და ჰაეროვანი გამოდის.


- რამდენად რთული და შრომატევადია ქაღალდზე მუშაობა?
- რთული არ არის, თუმცა სიფრთხილე და დაკვირვება სჭირდება. არც შრომატევადია. მე პირადად დიდ სიამოვნებას მანიჭებს ამის კეთება. თითოეული დეტალი ძალიან მარტივია, მთავარია სწორად აღიქვა და ნებისყოფა, სურვილი გქონდეს რაღაცის შექმნის.


- იდეები თქვენ თვითონ გეკუთვნით თუ ინტერნეტიდან იღებთ?
- ძირითადად ჩემი ფანტაზიით ვქმნი. თავდაპირველად ინტერნეტით ვეძებდი საინტერესო ნივთების შექმნის იდეებს და დაახლოებით მის მსგავსს ვაკეთებდი, მაგრამ ახლა რასაც ვაკეთებ, მხოლოდ ჩემი იდეებია. როცა საათობით ვუზივარ ხელსაქმეს, ხშირად მეუბნებიან ნეტავ შენ, სხვა საქმე არ გაქვსო? ამ დროს ძალიან ვბრაზდები, მაგრამვცდილობ რეაქცია არ მქონდეს. ჩემი ცაციობის გამო სკეპტიკურად უყურებენ ამ ამბავს.


- რამდენად მყარი და გამძლეა მუყაოსგან შექმნილი დეკორაცია?
- ძალიან გამძლეა, საკმაოდ მყარია და არ იდრიკება, წებოს საშუალებით კარგად მაგრდება.

 

ქალბატონი თიკო ორიგინალური ნაძვის ხის დამზადებას გვასწავლის. ნახეთ ფოტო-გაკვეთილი.

პირველ რიგში, მწვანე მუყაოსგან კონუსი უნდა გაკეთდეს ასე:

 

შემდეგ ფერადი დაჟატული ქაღალდისგან უნდა გამოიჭრას ლენტები, სათითაო ყოველი ლენტი უნდა დაიხვიოთ თითზე, ეს ხვეულები შეწებდეს ერთმანეთთან ყვავილებივით და გულში გაუკეთდეს ბისერები.

შემდეგ ნაძვის ხეს ზემოდან დააწებეთ ბისერები, გაუკეთეთ ბაფთა. წითელი ყვავილებისგან შექმნილ სადგამს გადაუსვით წებო და ზემოდან დაადგით გამზადებული კონუსი.


მერი ბლიაძე

კომენტარები

warmatebebi tinikos 2016-12-01 23:32
Warmatebebi thnikos, unichieresi axlgazrda
natia 2016-11-30 21:22
dzalian magariaaa yochaag

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები