რა უნდა იცოდეთ სანტექნიკის შესახებ, რომ პრობლემები თავიდან აიცილოთ

არსებობს შემთხვევები, როდესაც სახლში წყალდიდობა ხდება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სახლში არავინ არის. იმისათვის, რომ მსგავსი სიტუაციები თავიდან აირიდოთ, უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი ფაქტორები.

1. შეცვალეთ  მოქნილი მილები


მილებს თავისი ვარგისიანობის ვადა აქვს იმაზე სამჯერ ნაკლები, ვიდრე მითითებულია პროდუქციაზე. იყავით ფრთხილად და ხშირად შეამოწმეთ მილები, განსაკუთრებით მოქნილი მილი. საერთოდ, პროფესიონალები გვირჩევენ მოქნილი მილები 5 წელიწადში ერთხელ გამოვცვალოთ.

2. ბურთულიანი ონკანი



ბურთულიანი ონკანის თავისებურება გახლავთ ის, რომ მისი დარეგულირება ვერ ხერხდება, ის ან ბოლომდე დახურული უნდა იყოს ან ბოლმდე ღია. არის შემთხვევები, როდესაც
ონკანი არ არის ბოლომდე დაკეტილი ან ღია. ამ დროს ონკანი ფუჭდება, ამიტომ ამ მომენტს მიაქციეთ ხოლმე ყურადღება.

3. გადაკეტეთ ცენტრალური ონკანი



როდესაც ქალაქიდან გადიხართ და სახლს დიდი ხნით მარტო ტოვებთ, გირჩევთ ცენტრალური ონკანი გადაკეტოთ და სახლის გასაღები ნათესავს დაუტოვოთ, რათა პერიოდულად შეძლოს შესვლა სახლში და ყველაფრის შემოწმება.

4. ხელთ იქონიეთ ხელოსნის ნომერი
ეცადეთ სანტექნიკოსის ნომერი გამოსაჩენ ადგილას გქონდეთ, რათა ავარიის შემთხვევაში მაქსიმალურად სწრაფად აღმოფხვრათ პრობლემა.

5. არ ჩაყაროთ უნიტაზში ჰიგიენური საშუალებები


მაქსიმალურად მოერიდეთ უნიტაზში ტუალეტის ქაღალდის გარდა სხვა ჰიგიენური საშუალებების ჩაყრას.

6. ნუ გააკეთებთ ეკონომიას სანტექნიკაზე



დღესდღეობით ბაზარზე სანტექნიკის დიდი არჩევანია. არ გირჩევთ იაფიანი პროდუქციის შეძენას.

7. გამოავლინეთ გაჟონვის მიზეზები



თუ აბაზანაში ან სამზარეულოში ოდავ მაინც შენიშნეთ რამე საეჭვო, აიცილებლად გამოავლინეთ მიზეზი და სასწრაფოდ აღმოფხვერით იგი.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები