შუაგულ თბილისში გაშენებული ოაზისი და მზის სახლი, რომელიც ყველას ათბობს - ეს უნდა ნახოთ!

მზის ენერ­გია დღეს ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი, პერ­ს­პექ­ტი­უ­ლი და რაც მთა­ვა­რია, ყვე­ლა­ზე სუფ­თა და უსაფ­რ­თხოა. ბა­ტონ კოტე კო­ბა­ხი­ძეს - დოქ­ტორს სა­ინ­ჟინ­რო ფი­ზი­კის დარ­გ­ში, ამ სფე­რო­ში მუ­შა­ო­ბის 30-წლი­ა­ნი მეც­ნი­ე­რუ­ლი და პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს... მან ქა­ლაქ­ში, თა­ვის სახ­ლ­შიც პა­ტა­რა ოაზი­სი მო­აწყო - „მზის სახ­ლი“ და სა­ო­ცა­რი ბა­ღი გა­ა­შე­ნა, რო­მე­ლიც მი­სი და მი­სი ოჯა­ხის წევ­რე­ბის ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი შრო­მის შე­დე­გი და ნავ­სა­ყუ­დე­ლია...

იმა­ზე, თუ რა უპი­რა­ტე­სო­ბა აქვს, რამ­დე­ნად რე­ა­ლუ­რია სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მზის ენერ­გი­ის გა­მო­ყე­ნე­ბა და რა უშ­ლის ხელს ამ სფე­როს გან­ვი­თა­რე­ბას, ასე­ვე სა­კუ­თარ „ოაზის­ზე“ სა­სა­უბ­როდ ბა­ტონ კო­ტეს ვეს­ტუმ­რეთ.



- აფხა­ზე­თი­დან ვარ. ვმუ­შა­ობ­დი სო­ხუ­მის ფი­ზი­კა-ტექ­ნი­კის ინ­ს­ტი­ტუტ­ში. ეს იყო გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლი ობი­ექ­ტი, რო­მე­ლიც 1945 წელს გერ­მა­ნელ­მა მეც­ნი­ე­რებ­მა და­ა­ფუძ­ნეს. მსოფ­ლიო დო­ნის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი: ნო­ბე­ლის პრე­მი­ის ლა­უ­რე­ა­ტი - გუს­ტავ ლუდ­ვიგ ჰერ­ცი, პრო­ფე­სო­რე­ბი - მან­ფ­რედ ფონ არ­დე­ნე, პე­ტერ ტი­სე­ნი, მაქს შტე­ენ­ბე­კი და სხვა. სა­ქარ­თ­ვე­ლოს პო­ლი­ტექ­ნი­კუ­რი ინ­ს­ტი­ტუ­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ ამ ინ­ს­ტი­ტუტ­ში გა­მა­ნა­წი­ლეს. 16 წე­ლი ვი­მუ­შა­ვე იქ ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი ენერ­გე­ტი­კის თე­მა­ტი­კა­ზე. ეს იყო ძი­რი­თა­დად კოს­მო­სის ამო­ცა­ნე­ბი. 1989 წლი­დან მოგ­ვე­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა, გვე­მუ­შა­ვა მზის გარ­დამ­ქ­მ­ნე­ლებ­ზე, მზის ელე­მენ­ტებ­ზე. იქი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი ვმუ­შა­ობ ამ თე­მა­ზე. ვიკვლევდით და ვა­მუ­შა­ვებ­დით ტექ­ნო­ლო­გი­ებს. რო­ცა თბი­ლის­ში გად­მო­ვე­დი, ამიტომ და­ვიწყე პრაქ­ტი­კუ­ლი მუ­შა­ო­ბა. პა­რა­ლე­ლუ­რად ვე­წე­ო­დი კვლე­ვით საქ­მი­ა­ნო­ბა­საც. და­ახ­ლო­ე­ბით 25 წე­ლია, ინ­ტენ­სი­უ­რად ვმუ­შა­ობ პრაქ­ტი­კუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით. მზის ფო­ტო­ე­ნერ­გე­ტი­კა ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა ენერ­გე­ტი­კის დარ­გად ით­ვ­ლე­ბა და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან ალ­ტერ­ნა­ტი­ვად არის აღი­ა­რე­ბუ­ლი გლო­ბა­ლუ­რი დათ­ბო­ბის შერ­ბი­ლე­ბის კუთხით.

- მა­ინც რა უპი­რა­ტე­სო­ბა აქვს მზის ელექ­ტ­რო­ე­ნერ­გი­ას? რა პრო­ექ­ტებ­ზე მუ­­შა­ობთ?
- მზის ფო­ტო­ე­ლექ­ტ­რუ­ლი სის­ტე­მე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა მი­ზან­შე­წო­ნი­ლია და ეკო­ნო­მი­უ­რად გა­მარ­თ­ლე­ბუ­ლია მა­ღალ­მ­თი­ანი, ძნე­ლად მი­სად­გომი, მცი­რე­კომ­ლი­ა­ნი სოფ­ლე­ბის, მო­ნას­ტ­რე­ბის, და­ცუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის, ტე­ლე­სა­კო­მუ­ნი­კა­ციო ან­ძე­ბის ენერ­გო­მო­მა­რა­გე­ბის­თ­ვის. სწო­რედ ეს არის ამ მი­მარ­თუ­ლე­ბის უპი­რა­ტე­სო­ბა.



ჩვე­ნი თე­მა­ტი­კის და­ფი­ნან­სე­ბა ძი­რი­თა­დად უცხო­უ­რი გრან­ტე­ბის მეშ­ვე­ობთ ხდე­ბა. ჩვენ შემ­ს­რუ­ლებ­ლის როლ­ში გა­მოვ­დი­ვართ. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ვთა­ნამ­შ­რომ­ლობთ ცნო­ბილ სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან, რომ­ლე­ბიც მეტ-ნაკ­ლე­ბად ამ მი­მარ­თუ­ლე­ბას აფი­ნან­სე­ბენ. მა­გა­ლი­თად, UNDP, UშAID და მა­თი პარ­ტ­ნი­ო­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი. ბო­ლო პე­რი­ოდ­ში ვმუ­შა­ობთ დიდ (რამ­დე­ნი­მე­ტო­ნი­ან) მზის წყალ­გა­მაცხე­ლე­ბე­ლ სის­ტე­მე­ბ­ზე დი­დი ობი­ექ­ტე­ბის­თ­ვის, აგ­რეთ­ვე მზის ფო­ტო­ე­ლექ­ტ­რო­სის­ტე­მე­ბის, ანუ მზის ელექ­ტ­რო­სად­გუ­რე­ბის მოწყო­ბა­ზე.

- რამ­დე­ნად აქ­ტუ­ა­ლუ­რია სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ეს მი­მარ­თუ­ლე­ბა?
- სა­ხელ­მ­წი­ფოს მხრი­დან დი­დი ყუ­რადღე­ბა არ ექ­ცე­ვა, ფაქ­ტობ­რი­ვად, გე­რის როლ­შია. რომ არა უცხო­უ­რი გრან­ტე­ბი და ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, არა­ფე­რი გა­მო­ვი­დო­და. სა­ხელ­მ­წი­ფოს თან­ხე­ბი ხმარ­დე­ბა მხო­ლოდ სოფ­ლის დახ­მა­რე­ბის პროგ­რა­მას. თი­თო­ე­ულ სო­ფელს ყო­ველ­წ­ლი­უ­რად ურიცხა­ვენ და­ახ­ლო­ე­ბით 4000 ლარს. სო­ფელ­მა უნ­და გა­დაწყ­ვი­ტოს, რა­ში გა­მო­ი­ყე­ნებს ამ თან­ხას - გა­იყ­ვა­ნენ გზას, წყალს თუ მო­აგ­ვა­რე­ბენ სი­ნათ­ლის პრობ­ლე­მას. დი­დი ხა­ნია, მა­ღალ­მ­თი­ან სოფ­ლებ­ში ვა­ყე­ნებთ მზის პა­ნე­ლებს. მო­სახ­ლე­ო­ბას მოს­წონს, მათ­თ­ვის მი­სა­ღე­ბი და ხელ­საყ­რე­ლია, სწო­რედ ამი­ტომ ანი­ჭე­ბენ უპი­რა­ტე­სო­ბას.



- ამ სის­ტე­მის და­მონ­ტა­ჟე­ბა დიდ თან­ხებ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი?
- გა­აჩ­ნია სიმ­ძ­ლავ­რეს. რო­ცა მცი­რე სიმ­ძ­ლავ­რეს­თან გვაქვს საქ­მე, თან­ხა შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბია. არ­სე­ბობს რამ­დე­ნი­მე­კომ­ლი­ა­ნი სოფ­ლე­ბი, სა­დაც სა­დე­ნე­ბის გაყ­ვა­ნა უფ­რო დიდ თან­ხებ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, ვიდ­რე ამ სის­ტე­მე­ბის და­ყე­ნე­ბა. ფაქ­ტობ­რი­ვად, ოჯა­ხებ­საც კი შე­უძ­ლი­ათ სა­კუ­თა­რი სახ­ს­რე­ბით და­ი­მონ­ტა­ჟონ ასე­თი სის­ტე­მე­ბი, მხო­ლოდ ერ­თი-ორი ძრო­ხა უნ­და გა­ყი­დოს გლეხ­მა. ჩვე­ნი კო­მერ­ცი­უ­ლი პრო­ექ­ტე­ბი ძი­რი­თა­დად მთე­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის 5%-ს მო­ი­ცავს, და­ნარ­ჩე­ნი არის სა­ჩუქ­რის, უცხო­უ­რი გრან­ტე­ბის სა­ხით. ახ­ლა­ხან პარ­ლა­მენ­ტ­მა მი­ი­ღო კა­ნო­ნი, რო­მე­ლიც ავალ­დე­ბუ­ლებს ელექ­ტ­რო­დის­ტ­რი­ბუ­ტორს - თე­ლასს, “ე­ნერ­გო-პრო ჯორ­ჯი­ას” და სხვას, მზის სის­ტე­მე­ბი ჩარ­თონ თა­ვი­ანთ ქსელ­ში. ეს დი­დი შე­ღა­ვა­თია, გა­ა­ი­ა­ფებს სის­ტე­მებს, გა­მო­იწ­ვევს დარ­გის სწრა­ფი ტემ­პით გან­ვი­თა­რე­ბას.

- რო­გორც უკ­ვე აღ­ნიშ­ნეთ, მა­ღალ­მ­თი­ან ად­გი­ლებ­ში ამონ­ტა­ჟებთ მზის სის­ტე­მას. მთა­ში რო­გორ მი­ი­ღეს ეს სი­ახ­ლე?
- ძნე­ლად ეგუ­ე­ბა მთა სი­ახ­ლე­ებს. ერთ-ერთ სო­ფელ­ში სახ­ლ­თან ახ­ლოს უნ­და მიგ­ვეყ­ვა­ნა წყა­ლი, მი­ვი­ტა­ნეთ მი­ლე­ბი და მო­ხუც­მა ბე­ბომ, რო­მე­ლიც წყა­რო­დან ეზი­დე­ბო­და წყალს, უარი გა­ნაცხა­და, მაგ­რამ, რო­დე­საც გე­მო გა­უ­გო ცხელ წყალს - მო­ე­წო­ნა. ასე ნელ-ნე­ლა შე­დის კომ­ფორ­ტი მთა­ში.



- თქვენ თვი­თონ რო­გო­რი ტი­პის ელექ­ტ­რო­ე­ნერ­გი­ით სარ­გებ­ლობთ?
- სა­კუ­თა­რი სახ­ლის სა­ხუ­რავ­ზე მაქვს მზის წყალ­გა­მაცხე­ლე­ბე­ლი სის­ტე­მა, რო­მე­ლიც დღე­ში 250 ლიტრ წყალს აცხე­ლებს. ეს საკ­მა­რი­სია ოჯა­ხის სა­ჭი­რო­ე­ბის­თ­ვის. გვაქვს მზის ელექ­ტ­რო­სის­ტე­მაც, რო­მე­ლიც სახ­ლის გა­ნა­თე­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს. ეზო­ში გვაქვს ავ­ტო­ნო­მი­უ­რი სის­ტე­მე­ბი, რომ­ლე­ბიც ლო­კა­ლუ­რად ანა­თე­ბენ ეზოს მო­ნაკ­ვე­თებს - ტა­ლა­ვერს, ბაღს. ვა­პი­რებ, გა­ვა­კე­თო ქსელ­ში ჩარ­თუ­ლი სის­ტე­მა, რის შემ­დე­გაც კო­მუ­ნა­ლუ­რი გა­და­სა­ხა­დე­ბის გა­დახ­და აღარ მო­მი­წევს.

- თბი­ლის­ში მზის პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას თუ გეგ­მავთ?
- მთა და მი­უ­ვა­ლი ად­გი­ლე­ბი მო­ვი­ა­რეთ. არ დარ­ჩა ოჯა­ხი, რო­მელ­საც მეტ-ნაკ­ლე­ბად, სხვა­დას­ხ­ვა სიმ­ძ­ლავ­რის სად­გუ­რე­ბი არ ედ­გას. აქ­ტი­უ­რად ვმუ­შა­ობთ, რა­თა გა­ი­ზარ­დოს სიმ­ძ­ლავ­რე, შეძ­ლონ მა­ცივ­რე­ბის, ტე­ლე­ვი­ზო­რე­ბის ჩარ­თ­ვა. მხო­ლოდ თუ­შეთ­შია ისე­თი სის­ტე­მე­ბი, რო­მე­ლიც მა­ცი­ვარს ამუ­შა­ვე­ბენ. მო­მა­ვალ­ში ვგეგ­მავთ ქა­ლაქ­ში, ჭა­ბუა ამი­რე­ჯი­ბის გზატ­კე­ცი­ლის გა­ნა­თე­ბას. გვინ­და, მთლი­ა­ნად მზემ უზ­რუნ­ველ­ყოს ამ ქუ­ჩის გა­ნა­თე­ბა. ასე­ვე ვგეგ­მავთ, თბი­ლის­ში ერთ-ერთ კლდო­ვან ად­გი­ლას მზის სად­გუ­რის გან­თავ­სე­ბას, მე­რი­ის­გან ვე­ლო­დე­ბით მხარ­და­ჭე­რას. იმე­დი მაქვს, ეს პრო­ექ­ტე­ბი წარ­მა­ტე­ბით გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა.



ბა­ტო­ნი კო­ტეს ად­გილსამ­ყო­ფე­ლი გა­გა­ო­ცებთ ულა­მა­ზე­სი გა­რე­მო­თი - შად­რე­ვა­ნი, ყვა­ვი­ლე­ბი, ხე­ხი­ლი, მზის ენერ­გი­ით უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი სახ­ლი. ახალ­დამ­წი­ფე­ბუ­ლი მარ­წყ­ვი­სა და წიწ­ვო­ვა­ნი ხე­ე­ბის სურ­ნე­ლი ერ­თ­მა­ნეთს სა­სი­ა­მოვ­ნოდ ერ­წყ­მის, აქა-იქ კაჭ­კა­ჭე­ბის და­თე­სილ კა­კალს ამო­უყ­ვია თა­ვი, თხუთ­მეტ­წ­ლი­ა­ნი ვარ­დი თმა­გაშ­ლილ, შიშ­ველ ქალს წა­ა­გავს, აფეთ­ქე­ბუ­ლი მი­ხა­კე­ბი თავ­მომ­წო­ნედ იც­ქი­რე­ბი­ან.



ბა­ტონ­მა კო­ტემ მე­უღ­ლეს­თან ერ­თად ხრი­ო­კი ად­გი­ლი წალ­კო­ტად აქ­ცია. ქალ­ბა­ტო­ნი ნა­ნა ჩხენ­კე­ლი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში უვ­ლი­და, ამ­რავ­ლებ­და, ეფე­რე­ბო­და, ბუ­რავ­და, ჩრდი­ლავ­და, გულ­ში იკ­რავ­და, შვი­ლი­ვით უფ­რ­თხილ­დე­ბო­და თი­თო­ე­ულ ნერგს, ძირს, ყვა­ვილს, მცე­ნა­რეს.

- ძა­ლი­ან დი­დი ეკო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მის წი­ნა­შე ვდგა­ვართ. და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლია გა­რე­მო - ჰა­ე­რი, წყა­ლი, მი­წა. ვფიქ­რობ, მხო­ლოდ ჩვენ­ზე, ადა­მი­ა­ნებ­ზე, ჩვენს ცნო­ბი­ე­რე­ბა­ზე, შეგ­ნე­ბა­ზე, პატ­რი­ო­ტიზ­მ­ზე, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, რო­გო­რი იქ­ნე­ბა დღე­ვან­დე­ლი და ხვა­ლინ­დე­ლი დღე, ჩვე­ნი შვი­ლე­ბის მო­მა­ვა­ლი, ჩვე­ნი ქვეყ­ნის, ჩვე­ნი პლა­ნე­ტის ბე­დი.



მა­გა­ლი­თის­თ­ვის მინ­და მო­ვიყ­ვა­ნო ვა­კის პარ­კის პრობ­ლე­მა. ჩვე­ნი ოჯა­ხი ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წესს მის­დევს. ყო­ველ დი­ლით ვა­კის პარ­კ­ში ვვარ­ჯი­შობთ. პარკს მშე­ნებ­ლო­ბე­ბი ყო­ვე­ლი მხრი­დან უტე­ვენ. მის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ოთხი და­უმ­თავ­რე­ბე­ლი, მი­ტო­ვე­ბუ­ლი ნა­გე­ბო­ბა დგას. სა­ბავ­შ­ვო ატ­რაქ­ცი­ო­ნი თით­ქ­მის 5 წე­ლია, ნა­ო­მარ ად­გილს ჰგავს. ძაღ­ლე­ბი გა­მოჰ­ყავთ სა­სე­ირ­ნოდ, თუმ­ცა მათ მი­ერ და­ბინ­ძუ­რე­ბულს არა­ვინ ასუფ­თა­ვებს... მზრუნ­ვე­ლი ხე­ლი აკ­ლია ერთ დროს უმ­შ­ვე­ნი­ე­რეს სივ­რ­ცეს. რა­ტომ მო­ვიყ­ვა­ნე ეს მა­გა­ლი­თი? ვფიქ­რობ, მაქვს ამის მო­რა­ლუ­რი უფ­ლე­ბა. ყო­ველ­გ­ვა­რი თავ­მ­დაბ­ლო­ბის გა­რე­შე გეტყ­ვით: ჩვენ­მა ოჯახ­მა შვი­დას კვად­რა­ტულ მეტ­რ­ზე, რო­მე­ლიც 15 წლის წინ ერ­თი ხრი­ო­კი ად­გი­ლი იყო, გა­ა­შე­ნა პა­ტა­რა ოაზი­სი - ულა­მა­ზე­სი ყვა­ვილ­ნა­რი, სა­დაც მარ­ტო ვარ­დის (სხვად­ს­ხ­ვა ფე­რის, ფორ­მის, სურ­ნე­ლის) ორ­მო­ცი ბუჩ­ქია, სხვა ყვა­ვი­ლებ­ზე რომ არა­ფე­რი ვთქვა. ჩვენს ეზოს ამ­შ­ვე­ნებს ბი­ლი­კე­ბი, ტე­რა­სე­ბი, ყვა­ვი­ლე­ბის თა­ღი, შად­რე­ვა­ნი, სა­ბავ­შ­ვო კუთხე. ადა­მი­ა­ნის სულ­მა და გულ­მა ზამ­თარ­შიც რომ გა­ი­ხა­როს, ჩვე­ნი ყვა­ვილ­ნა­რი მა­რად­მ­წ­ვა­ნეა - ისე გვაქვს შერ­ჩე­უ­ლი დე­კო­რა­ტი­უ­ლი მცე­ნა­რე­ე­ბის, ყვა­ვი­ლე­ბი­სა და მწვა­ნე მო­ლის ჯი­შე­ბი.

იმა­ვე ფარ­თობ­ზე გა­შე­ნე­ბუ­ლი გვაქვს ხე­ხი­ლის ბა­ღი: სხვა­დას­ხ­ვა ჯი­შის ვაშ­ლი, მსხა­ლი, ატა­მი, ბა­ლი, ქლი­ა­ვი, კა­რა­ლი­ო­კი, უნა­ბი, თხი­ლი, პი­კა­ნი, კა­კა­ლი, ფე­ი­ხოა, კი­ვი, ზე­თის­ხი­ლი. უგემ­რი­ე­ლე­სი კენ­კ­რა: შა­ვი და წი­თე­ლი მოცხა­რი, ჟო­ლო, ხურ­ტ­კ­მე­ლი, ხენ­დ­რო. გვაქვს პა­ტა­რა ეკო­ბოს­ტა­ნი. ჩვენ­მა შვი­ლებ­მა და შვი­ლიშ­ვი­ლებ­მა ნა­ტუ­რა­ლუ­რი პრო­დუქ­ტის ფა­სი იცი­ან.


ჩვე­ნი სუ­ლის ტა­ძა­რი, ჩვე­ნი სხე­უ­ლი ოთხი სტი­ქი­ის სა­ო­ცარ ლა­ბო­რა­ტო­რი­ას წარ­მო­ად­გენს, ამი­ტომ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გვაქვს მი­წას­თან, ჰა­ერ­თან, ცეცხ­ლ­თან და წყალ­თან. ჩვე­ნი სამ­სა­ხუ­რის სპე­ცი­ფი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ხში­რად გვი­წევს სა­ქარ­თ­ვე­ლოს მთი­ა­ნეთ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბა, სა­ი­და­ნაც ჩა­მოგ­ვაქვს უგემ­რი­ე­ლე­სი წყა­როს წყა­ლი. ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მი 80% წყა­ლია. ამი­ტომ ძნე­ლი არ არის გა­ა­კე­თო დას­კ­ვ­ნა, რამ­დე­ნად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია და­სა­ლე­ვი წყლის ხა­რის­ხი! თუ გა­ვაგ­რ­ძე­ლებთ ეკო­თე­მას: ჩვენ მზის ენერ­გი­ით ვათ­ბობთ წყალს, მზი­დან ვი­ღებთ ელექ­ტ­რო­ე­ნერ­გი­ას, მზის საშ­რობ­ში ვაშ­რობთ ჩირს.

ეს არ არის ჩვე­ნი პირ­ვე­ლი ეზო-კა­რი. ბუ­ნე­ბის სიყ­ვა­რუ­ლი სო­ხუმ­ში და­იწყო. ეს იყო ზღვი­სა და ყვა­ვი­ლე­ბის სურ­ნელ­ში, სიმ­წ­ვა­ნე­ში ჩაფ­ლუ­ლი ქა­ლა­ქი-პარ­კი, ქა­ლა­ქი-ბაღ­ნა­რი. სო­ხუმ­ზე ნოს­ტალ­გი­ის დაძ­ლე­ვა­ში სწო­რედ ამ­ჟა­მინ­დე­ლი ად­გილსამ­ყო­ფე­ლი გვეხ­მა­რე­ბა.

მად­ლო­ბა უფალს ყვე­ლაფ­რის­თ­ვის და თქვენც, ვი­საც გიყ­ვართ და გა­ინ­ტე­რე­სებთ ჩვე­ნი დე­და­ბუ­ნე­ბა. 

მერი ბლიაძე

 

ეს და ბევრი სხვა საინტერესო სტატია ნახეთ ჟურნალ "შინის" ზაფხულის, მე-5 ნომერში, რომელიც უკვე იყიდება.

კომენტარები

ილია 2016-11-09 23:41
ძალიან ძვირი ჯდება მზის ენერგეტიკა, კარგია მაშინ, თუ ვინმე გაჩუქებს პანელებს და კოლექტორს :) ხანგამძლეობაც შეზღუდულია - დაახლოებით 10-15 წელი უკეთეს შემთხვევაში. თანაც, არც ისე უსაფრთხოა გლობალურად, როგორც შორიდან ჩანს. ასე რომ არ იყოს, ყველას ექნებოდა.
kublashvili suliko 2016-11-07 19:03
am saxls me yoveldge vuyureb hemi samsaxuridan ,da vocnebob, iqneb dadges dro hemi saxl-karic gavatbo mzis energiit, tumca vici es zviri siamovnebaa, sali rajashic maqvs,pirvelad shovshi vnaxe mzis energiis gamoyeneba, da mis shemdeg vocnebob. miyvars tqveni saxl-kari shoridan, pativs vcem mshromel da nijier adamianebs, warmatebebs gisurvebt da janmrtelobas.
თეა 2016-08-23 14:33
ეს ის სახლია, რომელიც სასწაულებრივად გადაურჩა ვერის ხეობის სტიქიას. https://www.facebook.com/tea.paichadze.3/videos/vb.100001321699103/855799864474062/?type=3&theater
ჟანა 2016-08-23 11:52
ნანა ჩხენკელი სოხუმელი სოსო ჩხენკელის შვილი ხომ არ არის? კარლო ჩხენკელის ძმის შვილი?
ჟანა 2016-08-23 11:45
ღმერთმა გაგაძლიეროთ! სამაგალიუთო ადამიანები ბრძანდებით.თქვენ ნაირი ადამიანები ცხოვრების სტიმულს და მკომავლის იმედს აძლივს სხვას, ! დიდი მადლობა1 მეც სოხუმელი ვარ, ორმაგად მახარებს თქვენი წარვატებები!

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები