რა არ უნდა შეგვეშალოს ლამინატის არჩევისას და როგორ მოვუაროთ ლამინატის იატაკს - სპეციალისტის რჩევები

სახლის რემონტი უამრავ საფიქრალს და თავსატეხს უკავშირდება. მშენებლობა-რემონტის სფეროში გამოუცდელი ადამიანისთვის ეს განსაკუთრებით რთული პროცესია. ერთ-ერთი პრობლემური საკითხი იატაკის საფარი გახლავთ. პრაქტიკულობა, გამძლეობა და სილამაზე - ეს ის სამი ძირითადი კომპონენტია, რასაც იატაკის საფარის შერჩევის დროს ვანიჭებთ უპირატესობას. ლამინატი ხის მასალისგან არის შექმნილი და "ლამინირებული" ლათინურიდან თარგმანში ნიშნავს შრეებიანს. ზედა შრე დამცავ-დეკორატიული ფირია.

როგორ უნდა შევარჩიოთ გამძლე, კომფორტული და მრავალფეროვანი იატაკის საფარი, ამ შემთხვევაში ლამინატი - რჩვენს ლამინატის ხელოსანი გამოცდილი ლაშა ჭუმბურიძე გაგვიზიარებს.


- დღეს ლამინატზე მოთხოვნა საკმაოდ დიდია. პირველ რიგში

მასზე მოთხოვნის ზრდა განაპირობა იმან, რომ არის ხელმისაწვდომი, თბილი, ვიზუალუარად ლამაზი, ადვილად მოსავლელი და პრაქტიკული. დღეს მისაღებ ოთახში ძირითადად აგებენ პარკეტს ან პარკეტისებურ მეტლახს, რადგან იქ ხალხმრავლობაა და ადვილად რომ არ დაზიანდეს საფარი. მაგრამ საძინებელში ლამინატი გაცილებით კომფორტული და მოსახერხებელია, მაღალი ხარისხის მქონე ლამინატი ხის ფოთლებისგანაა დამზადებული, შესაბამისად ტემპერატურასთან კარგად მუშაობს და თბილია დამხმარე საფენებით. საფენებიდან ყველაზე კარგია ქეჩა.


- რა ნიუანსები უნდა გავითვალისწინოთ ლამინატის არჩევისას?
- დააკვირდით, როგორი განლაგებაა ოთახში, ფანჯარა როგორია, აივანზე როგორი გასასვლელია და ა.შ. ამ ყველაფრის გათვალისწინებით უნდა შევარჩიოთ ლამინატიც. ნორმალური ლამინატის სისქე 10 მმ უნდა იყოს. ლამინატს გამოყოფენ კლასებად. ყველაზე დაბალი ხარისხის კლასი არის 17-დან 26-ე კლასამდე, ყველაზე მაღალი ხარისხის კი 31-ე კლასის გერმანული ლამინატია. თუმცა ასე ზუსტად მარტო კლასების მიხედვითაც ვერ განვსაზღვრავთ ხარისხს. ყველა ადამიანს ვურჩევ, სანამ ლამინატს შეიძენენ, ხელოსანთან გაიარონ კონსულტაცია ან გაიყოლონ შესაძენად. სრულიად შესაძლებელია დაბალი კლასის ლამინატი თანასწორი იყოს 31-ე კლასის, 25-დან 60 ლარამდე ღირებულების ლამინატის. დაგებისას ორი ძირითადი ტიპი არსებობს -ეს არის პანელების დაწებება, როდესაც ხდება ლამინატის შეწებება და ჩამკეტი მექანიზმი. რაც უფრო ხარისხიანია ჩამკეტი, მით უფრო ადვილად ჯდება პანელები გადაბმის ადგილას. როცა ჩამკეტით ჯდება ერთმანეთში ლამინატი, ერთი მილიმეტრითაც არ უნდა ასცდეს მეორეს, თორემ დაგებიდან რამდენიმე ხანში მოძრაობის დროს ლამინატი ერთმანეთს დასცილდება და ცოტა მტვერსაც ამოიტანს მოძრაობის დროს.

 

ასევე იხილეთ: რა აზიანებს ყველაზე მეტად მეტალოპლასტმასის 

კარ-ფანჯრებს?

 

 ხელოსანი სანამ ლამინატის დაგებას დაიწყებს უნდა ნახოს, როგორ ხარისხთან აქვს სამუშაო. სისქე როგორი აქვს მასალას, ჩამკეტით არის თუ "შიპებით" და ამის შემდეგ გადაწყვეტს, რა სამუშაოებია საჭირო, კარებთან არის თუ არა ჩაჭრები აუცილებელი. თავისუფლადაა შესაძლებელი თავიდან ავირიდოთ გადამყვანის გამოყენება. რაც შეეხება პლინტუსებს, ის დაკავშირებულია ე.წ. კარების "ნალეჩნიკთან" (კარის პირითი ლარტყა), რომელიც არის თხელი, ერთი სანტიმეტრის სისქის და 7 სმ-ის სიგანის. ჩვენ კარებთან ერთად ვარჩევთ ლამინატს და პლინტუსებს, რადგან "ნალეჩნიკის" მასალით დამზადებული პლინტუსი გაცილებით უხდება ოთახის ინტერიერს. დამზადებული პლინტუსები, რომელიც იყიდება, არის სხვადასხვა ზომის, შეიძლება არ დაუკვირდეთ ასეთ მნიშვნელოვან დეტალს და კარებთან შეერთებისას პატარა უზუსტობა მოხდეს.

 

იმისათვის, რომ ლამინატმა დიდხანს გაძლოს და თავდაპირველი სახე დიდი ხმის განმავლობაში შეინარჩუნოს, აუცილებელი აპრიორია იატაკზე "სტიაჟკა" (მოჭიმვა) იყოს დასხმული სუფთად და სწორად. თუ სწორად არ არის დასხმული, ლამინატი გამოსცემს ხმას. თუ არ არის საშუალება, რომ სწორი ზედაპირი იყოს, ამ შემთხვევაში ვასწორებთ წებოცემენტით. ლამინატს ასევე სჭირდება ღრუბელი, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანი დეტალია. ღრუბელმა მალე რომ არ დაიწიოს, ამისათვის საჭიროა შევარჩიოთ კარგი ხარისხის. თუ დაბალი ხარისხის ღრუბელი იქნება, მალე დაჯდება და ლამინატი დაიწყებს ხმის გამოცემას და ჭრიჭინს, შესაბამისად მალე იქნება გამოსაცვლელი.

ლამინატს ვაგებთ სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ და სასტიკად აკძალულია მასზე სარემონტო მასალების დადება ან რაიმე ბეტონისებური მტვერის დაყრა. აუცილებლად დაუკვირდით, პლინტუსის გასაკრავ ადგილზე გქონდეთ იდეალური სისწორე, რომ კედლებთან არ დარჩეს დაშორებები, დაეწებოს ჰერმეტულად და არ დაგჭირდეთ პლინტუსის დაჭედება.

ასევე იხილეთ: რომელია ეკოლოგიურად ყველაზე საშიში სამშენებლო მასალები

 

ლამინატი ჯობს დაიგოს ისეთ ადგილებში, რომლებიც ნაკლებად ინესტება და სველდება. რადგან ის ხის მასალაა და არ უყვარს სისველე. განსაკუთრებული მოვლა არ სჭირდება, საკმარისია მტვრის აღება მტვერსასრუტით და კვირაში ერთხელ სველი წესით დალაგება, ოღონდაც ძალიან მაგრად გაწურული ჩვრით. სპეციალისტები ასევე გვირჩევენ, წელიწადში ერთხელ მაინც დავამუშავოთ სპეციალური ლამინატის მასტიკით. და ისიც მნიშვნელოვანია, ლამინატისთვის არ გამოვიყენოთ პარკეტისთვის განკუთვნილი საშუალებები - ეს ორი სხვადასხვა მასალაა და სხვადასხვაგვარ მოვლას საჭიროებს. პარკეტის მოსავლელ საშუალებებში ხშირად შედის ცვილი, რომელიც ანგრევს ლამინირებულ შრეს. ასევე არ უხდება ლამინატს სარეცხი საშუალებები გლიცერინის მაღალი შემცველობით.

მერი ბლიაძე

კომენტარები

ჯახა 2019-09-28 10:15
გაუმარჯოს პარკეტს
sopo 2018-04-16 21:18
Turkul laminatze ra azris xart?

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები