თუ სახლი არეული და მოუწესრიგებელია თქვენ არა მარტო დიდი დრო გეხარჯებათ სასურველი ნივთის მოსაძებნად, არამედ, ფსიქოლოგების აზრით, ეს თქვენს ხასიათზე და განწყობაზეც აისახება.
განსაკუთრებით არეული არის ხოლმე მისაღები ოთახი, სადაც შეიძლება ადამიანს შეხვდეს ყველაფერი - წიგნი, ტელევიზორის პულტი, ბავშვის სათამაშო თუ საქსოვი აქსესუარები.
თუ არ იცით რა მოუხერხოთ ნივთებს მისაღებ ოთახში ეს სატატია სწორედ თქვენთვის ყოფილა და აუცილებლად გადაავლეთ თვალი.
მაშ ასე, გთავაზობთ 12 საიდუმლო და საინტერესო ადგილს, რომელზეც ადრე, ალბათ,
1. დასაკიდი მოდული
თუ თქვენი სახლი არ არის დიდი გაბარიტების მაშინ გირჩევთ ავეჯის შერჩევისას უპირატესობა მრავალფუნქციურ ავეჯს მიანიჭოთ. აი, მაგალითად, დასაკიდი მოდული რომ იყიდოთ და მას კარები მიუმაგროთ ძალიან ბევრი ნივთის შენახვა იქნება შესაძლებელი და მათ დამტვერიანებასაც აიცილებთ თავიდან. მოდულის ქვედა ნაწილი კი რამის შესანახად გამოგადგებათ, მაგალითად წიგნებისა და ჟურნალების.
2. ყუთი ტახტის ქვეშ
თუ ფანჯარასთანმ მინი ბიბლიოთეკის ორგანიზება გადაწყვიტეთ ეს ვარიანტი თქვენთვის ძალიამ მოსახერხებელი იქნება. მოათავსეთ ტახტის ქვეშ ყუთი და იქ თავისუფლად შეძლებთ წიგნების შენახვას და არა მარტო წიგნების.
3. მრავალფუნქციური მაგიდა
ნებისმიერი მაგიდა არეულობის ეპიცენტრი გახლავთ. არც ჟურნალის მაგიდაა გამონაკლისი. მრავალფუნქციური მაგიდა მოგცემთ საშუალებას ნივთები დაახარისხოთ და შესაბამისად არეულობა აირიდოთ თავიდან.
4. ტრანსფორმერი მაგიდა
როდესაც საუბარია მრავალფუნქციურ ავეჯზე არ უნდა დაგვავიწყდეს მაგიდა ტრანსფორმერი, რომელიც ძალიან მოსახერხებელა ნივთია და აუცილებლად კარგ სამსახურს გაგიწევთ.
5. ასახდელი პუფი
ინტერიერის გაფორმების დროს პუფი სულ ფრო და უფრო მოთხოვნადი ხდება. გარდა სილამაზისა, ასახდელ პუფს თუ შეიძენთ, თქვენ ერთით მეტი სათავსოს მეპატრონეც გახდებით.
6. გორგოლაჭებიანი ტუმბო
მოძრავი ავეჯი კომფორტის გარანტიაა. სწორედ ამიტომ გირჩევთ ასეთი ტუმბოს შეძენას.
7. ფრთებიანი მაგიდა
თუ გსურთ, რომ თქვენმა სათავსომ მინიმალური ადგილი დაიკავოს ასეთ მაგიდაზე დაფიქრდით.
8. სკამი სეკრეტერით
თურმე სკამი მარტო დასაჯდომად როდი გამოიყენება, ის შესაძლოა მშვენიერი სათავსოც იყოს.
9. პულტის ყუთი
სტატისტიკის მიხედვით, სახლში ყველაზე ხშირად პულტი იკარგება. ჰოდა, მსგავსი რამ რომ არ დაგემართოთ გირჩევთ პულტებისთვის სპეციალური ადგილი გამოყოთ.
10. კალათები
დაწნული კალათები არა მარტო მშვენიერი ატრიბუტია სახლის გასაფორმებლად არამედ ძალიან კარგი სათავსოც გახლავთ.
11. ყუთი
ლამაზი ყუთი ინტერიერის მშვენებად შეიძლება აქციოთ თუ ამ საკითხს ცოტა შემოქმედებითად მიუდგებით. მასში სხვადასხვა სახის ტექნიკის შენახვაა შესაძლებელი, ეს ლამაზიც იქნება და მოსახერხებელიც.
12. ადგილი ტელევიზორისთვის
თუ არ გსურთ რომ თქვენმა ტელევიზორმა ყურადღება მიიქციოს და ოთახის ცენტრალურ ნივთად იქცეს შეგიძლიათ ის მოძრავი პანელის უკან დაამონტაჟოთ.