აბაზანის რემონტი საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა და ამ დორს შეცდომები ნამდვილად არ უნდა დაუშვათ. რამდენიმე თვეში მოულოდნელმა პრობლემებმა რომ არ იჩინოს თავი გირჩევთ გაითავალისწინოთ მეტად საჭირო და მნიშვნელოვანი ნიუანსები.
1. მოუხერხებელი წყობა
ეცდეთ თავიდანვე დაგეგმოთ და კარგად გათვალოთ სად რა უნდა მოათავსოთ. ადეკვატურად შეაფასეთ თქვენი აბაზანის ზომა და საბოლოო დასკვნა ისე გამოიტანეთ, რათა შედეგად მოუხერხებელი აბაზანა არ მიიღოთ.
2. ცუდი განათება
ჩვენს ქვეყანაში ძირითადად აბაზანას არ აქვს ფანჯარა, თუმცა ეს როდი ნიშნავს იმას, რომ აქ არ უნდა იყოს დღის სინათლე. ასეთ
3. პატარა ზომის ნიჟარა
აბაზანის ნიჟარა მხოლოდ ხელის დასაბანად როდია განკუთვნილი, ეცდეთ ის მოზრდილი შეარჩიოთ, ეს ბევრად კომფორტულია.
4. პრიალა იატაკი
პრილალა იატყაკი არა მარტო ლამაზად გამოყურება აბაზანაში, მოსავლელადაც მარტივია, თუმცა ამ ორმა თვისებამ არ მოგატყუოთ, ასეთი იატაკი ძალიან ცურავს და საშიშია. ეცდეთ მეტლახი კერამოგრანიტის შაერჩიოთ ან რელიეფური ზედაპირით.
5. პატარა ზომის სანტექნიკის ლუქი
რემონტის დროს აუცილებლად კარგად დაფიქრდით იმაზე, რომ არსებობს შემთხვევები, ჩვენთვის არასასამოვნო, თუმცა გარდაუვალი, სანტექნიკის მილები ისე უნდა იყოს განთავსებული, რომ საჭიროების შემთხვევაში ხელოსანი ადვილად მიუდეგს.
6. ვენტილაციია
კარგი ვენტილაცია ჭირდება როგოროც სამზარეულოს ისე აბაზანასაც. მისი არქონა კარგას არაფერს მოგიტნათ, გამოიწვევს ობს და სხვა პრობლემებს.
7. შესანახი სისტემების არქონა
ერთი შეხედვით აბაზანაში არაფრის შენახვა არ არის საჭირო, თუმცა ასე როდია, აბა, კარგად დაფიქრდით, რამდენი ნივთი გჭირდებათ აბაზანაში და რემონტის დროს ნუ დაგენანებათ შესანახი სისტემისთვის ადგილის გამოყოფა.
8. ჩამრთველების დეფიციტი
ბევრი ადამიანი მიიჩნევს, რომ ელექტრო ჩამრთველი და წყალი ერთმანეთს ვერ უთავსდება და აბაზანში მის გაკეთებაზე არც კი ფიქრობს. აბა, კარგად დაუკვირდით, როგორ გჭირდებათ აბაზანაში ჩამრთველი.