რა სურთ ქალებს - ქალების სასურველი ინტერიერი

იმისათვის რომ გავიგოთ, როგორი ინტერიერი მოუხდება და მოეწონება ამ თუ იმ ქალბატონს, პირველ რიგში უნდა გავარკვიოთ, როგორი ტიპის გახლავთ ეს ქალბატონი.
პირველ რიგში ქალები, რომლებიც ირჩევენ ინტერიერს, უნდა დავყოთ პირობითად ორ ნაწილად:

საქმიანი ქალები

იმ შემთხვევაშიც კი, თუ საქმიანი ქალბატონი ზრდის შვილებს, მისი ყურადღება მიმართული იქნება ძირითადად სასტუმრო ოთახისკენ. ეს იქნება ადგილი, სადაც საქმიანი ქალბატონი მიიღებს სტუმრებს და მოაწყობს საკუთარი თავის პრეზენტაციას, წარადგენს თავს. იგი ყველანაირად ეცდება ოთახი აქციოს მნიშვნელოვანი სტუმრების გასამასპინძლებელ ადგილად, ერთგვარ სალონად. ხშირად ასეთი მისაღები ოთახი გაერთიანებულია
ხოლმე სამზარეულოსთან.


საქმიანი ქალბატონის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ზონა აბაზანაა, რომელიც უნდა იყოს მაქსიმალურად კომფორტული. როგორც წესი, ეს ადგილი საქმიანი ქალბატონებისთვის განტვირთვის მთავარი ადგილია.

ამის შემდეგ მოდის საძინებელი. ეს ხომ ის ადგილია, სადაც ადამიანები აღიდგენენ ძალებს და ემზადებიან შემდეგი დღისთვის.
ასეთ საძინებლებში, როგოც წესი, აწყობენ ხოლმე საკითხავ ზონას და აკეთებენ განათების რამდენიმე ვარიანტს.

საქმიანი ქალი, რაღა თქმა უნდა, ზრუნავს ბავშვებზე და მაქსიმალურად შეეცდება მათი ზონა მაქსიმალურად კომფორტული და დახვეწილი იყოს.

 დიასახლისები

დიასახლისები, საქმიანი ქალბატონებისგან განსხვავებით, ინტერიერს აბსოლუტურად სხვაგვარად აღიქვამენ. მათ სახლებში სამზარეულოს ყოველთვის წამყვანი, მთავარი ფუნქცია აკისრია, საიდანაც შვილებსაც კარგად გააკონტროლებენ. ასევე ძალიან სერიოზულად უდგებიან სამზარეულო ტექნიკასა და შესანახ სისტემებსაც.

ძალიან დიდი ყურადღება აქვს დათმობილი საბავშვო ოთახსაც და აქცენტია გაკეთებული როგორც კარგ განათებაზე, ისე განსავითარებელი აქტივობებისა და სპორტულ ზონაზე.

საძინებლის მოწყობას დიასახლისები ეკონომიურად ცდილობენ. ეს ეხება ადგილსა და გაფორმებას, საძინებელი მათთვის არის მხოლოდ კომფორტულად დასაძინებელი ადგილი, სადაც მეორე დღისთვის აღიდგენენ ძალებს.

დიასახლისები ასევე აწყობენ ქმრის თუ შვილების სამუშაო ადგილს, კაბინეტს.

ცხოვრებით კმაყოფილი, მოწიფული ქალბატონები

ამ შემთხვევაში საუბარია ასაკოვან ქალბატონებზე, რომელთაც ცხოვრებაში გარკვეულ წარმატებებს მიაღწიეს, ფეხზე დააყენეს ოჯახი და ახლა მიეცათ საშუალება დაისვენონ და დატკბნენ ცხოვრებით.
ასეთი ქალბატონების სახლში ყოველთვის არის რაღაც კაბინეტი-ბუდუარის მსგავსი ზონა, რომელიც შეიძლება იყოს როგორც დასასვენებელი ადგილი, ისე ჰობისა და სამუშაო ზონა. აქ შეიძლება ნახოთ მასაჟორი სავარძელიც. ასეთი ქალბატონები, მიუხედავად ასაკისა, ყოველთვის ზრუნავენ საკუთარ თავსა და სილამაზეზე.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები