საერთაშორისო სამშენებლო კომპანია "მაქრო ქონსთრაქშენმა" "მწვანე ბუდაპეშტის" შემდეგ, მორიგი მასშტაბური პროექტი "მწვანე ალმასის" მშენებლობა დაიწყო.
ყველასათვის ცნობილია, რომ ზემოთ აღნიშნული საცხოვრებელი კომპლექსის მობინადრეებისთვის საჩუქრების გადაცემა პირველი არ არის. სამშენებლო კომპანიამ "მწვანე ბუდაპეშტის" მაცხოვრებლებიც დააჯილდოვა. ახლა კი, "მწვანე ალმასის" პირველ, მეასე, მეორასე და მესამასე მობინადრეებს, ანუ კონტრაქტორებს საყოფაცხოვრებო ტექნიკა გადასცეს.
მაცივარი, სარეცხის მანქანა და ჭურჭლის სარეცხი მანქანა - აღნიშნული ტექნიკა დაჯილდოებულ მობინადრეებს საკუთარ ბინებში დახვდებათ.
"მწვანე ალმასის" მობინადრეებს საჩუქრები პროექტის სახემ, აჩი არველაძემ გადასცა.
აჩი არველაძე: "დღეს გადავეცით საჩუქრები - საოჯახო
მაკა ბაკაშვილი,"მწვანე ალმასის" 1-ლი მობინადრე: "მაქრო ქონსთრაქშენისგან" შეტყობინება ზუსტად იმ დროს მომივიდა, როდესაც ბინას ვეძებდი. ჩემი სამსახური "მწვანე ბუდაპეშტთან" ახლოს მდებარეობს და შეიძლება ითქვას, ჩემს თვალწინ აშენდა ეს ლამაზი კორპუსი. ძალიან მომწონდა, ამიტომ ბევრი აღარ მიფიქრია და კომპანიას მივმართე. საბედნიეროდ, პირველი კონტრაქტორი აღმოვჩნდი, გადმომცეს საჩუქრები და ძალიან გახარებული ვარ, მოულოდნელი, თუმცა სასიამოვნო სიურპრიზი აღმოჩნდა".
საჩუქრებით გახარებული მობინადრეების თქმით, მთავარი მიზეზი, თუ რატომაც გადაწყვიტეს "მწვანე ალმასში" ბინის შეძენა არის ის, რომ აღნიშნულ საყოფაცხოვრებო კომპლექსში ეკოლოგიურად სუფთა გარემოა. მათივე თქმით, მისაღები იყო საცხოვრებლის მდებარეობა, სადაც ნაკლები ხმაურია, მეტი სუფთა ჰაერია და ყველა მნიშვნელოვან სავაჭრო თუ სხვა დანიშნულების პუნქტთან ახლოსაა.
ეკა სისაური, "მწვანე ალმასის" მე-100 მობინადრე: "როდესაც ბინის შეძენა გადავწყვიტე, რამდენიმე კომპანიას განვიხილავდი, ყველა თავის იდეებს მთავაზობდა, თუმცა ჩემთვის ყველაზე მისაღები "მაქრო ქონსთრაქშენი" აღმოჩნდა. მათი პირობები ზუსტად დაემთხვა ჩემს მოთხოვნებს, სრულიად შემთხვევით შევიტყვე, რომ ვარ მეასე კონტრაქტორი, აღმოვჩნდი იღბლიანი და მივიღე საჩუქრები, თან ზუსტად საჭირო, რაც ახალი ბინისთვის მჭირდება".
ნანუკა თოდუა, "მწვანე ალმასის" მე-200 მობინადრე: "დამეთანხმებით რა რთულია კარგი ბინის მოძებნა, სწორედ იმ პერიოდში, როდესაც ეს კომპანია ახორციელებდა სამშენებლო პროექტს, ვეძებდი ბინას. რა თქმა უნდა, გადავხედე რამდენიმე კომპანიას, საბოლოო არჩევანი კი, "მწვანე ალმასზე" შევაჩერე. ვინაიდან და რადგანაც დღეს საქართველოში და არა მხოლოდ აქ, ეკოლოგიის პრობლემაა, "მწვანე ალმასის" იდეები ჩემთვის მისაღები იყო. ვიცხოვრებ ეკოლოგიურად სუფთა გარემოში და წყნარ უბანში. საბედნიეროდ, იღბლიანთაგან ერთ-ერთი აღმოვჩნდი, დამირეკეს კომპანიიდან და მითხრეს, რომ გავხდი გამარჯვებული, მივიღე ძალიან კარგი საჩუქრები, რომლებიც თურმე სახლში მელოდება.
ნინო კალანდაძე-ოზთურქი, "მწვანე ალმასის" მე-300 მობინადრე: "რატომ ავირჩიე ეს კომპანია? პირველ რიგში იმიტომ, რომ მომეწონა მდებარეობა, ზუსტად იქ შენდებო და კორპუსი, სადაც ბინის ყიდვა მინდოდა. ასევე მომეწონა გარემო, მწვანე ბუნება და სუფთა ჰაერი არის ის, რაც დღეს ასე ნაკლებად არის თბილისში. ამ შეთავაზებას ხელიდან ნამდვილად ვერ გავუშვებდი, ზუსტად ვიცი, რომ სანდო კომპანიაა და ჩემი არჩევანი ამანაც განაპირობა. ვიყიდე ბინა, მოგვიანებით კი აღმოვჩნდი ერთ-ერთი გამარჯვებული".
"მაქრო ქონსთრაქშენი" მუდმივად ზრუნავს თავის მობინადრეებზე და ტრადიცია მომავალშიც გაგრძელდება.
ახალი საცხოვრებელი კომპლექსი "მწვანე ალმასის" პროექტი მოიცავს სამ ეტაპს, პირველი ეტაპი შედგება 731 ბინისგან. ბინები ბარდება დასრულებული რემონტით, სამზარეულოს ავეჯით, ჩაშენებული ტექნიკითა და აბაზანის გარნიტურით. უნიკალური საცხოვრებელი კომპლექსი თბილისის ეკოლოგიურად სუფთა უბანში, ოლიმპიური ობიექტების მახლობლად განთავსდება. საცხოვრებელი კომპლექსი 70 000 კვ. მეტრამდე ტერიტორიაზეა განთავსებული, აქედან 23 143 კვ. მეტრი შიდა გამწვანებული ეზო იქნება, რაც მობინადრეებს თბილისში განსხვავებულად ცხოვრების შესაძლებლობას აძლევს.
კომპლექსში 23 საცხოვრებელი ბლოკი აშენდება, 1 772 ბინით. მობინადრეებისთვის ხელმისაწვდომი იქნება 3 საცურაო აუზი, 4 კალათბურთის სათამაშო სივრცე, 4 ღია სავარჯიშო სივრცე, 4 სათამაშო მოედანი, 7 დახურული ხეივანი, ფიტნეს ცენტრი, სასეირნო და სარბენი ბილიკები, კომერციული ობიექტები, სოციალური ტერასები, საბავშვო ბაღი და სკოლა.
თეა ბეჟიტაშვილი