ბავშვის ოთახი განსაკუთრებული და შეუცვლელი ადგილია თითოეული ბავშვისთვის. იქ სიმშვიდე, შემოქმედებითი გარემო და ჰარმონია უნდა სუფევდეს. ბავშვი თავის ოთახში თავს პატარა მბრძანებლად გრძნობს, ამ კედლებში თავის პირად სივრცეს ქმნის, პატარა სამყაროს... როგორ ვაქციოთ ეს ოთახი ბავშვის სასურველ სამყაროდ?
კედლები
ამჟამად დიდი პოპულარობით სარგებლობს შეღებილი შპალიერი: ლამაზი ჩანს, პატრონს უიოლებს საქმეს და რაც მთავარია - ძალიან პრაქტიკულია. თუ ფერი აღარ არის მკვეთრი და ოთახის გაახლება გინდათ, უბრალოდ, საღებავი იყიდეთ და თქვენ წინაშე ახალი ოთახია. ხოლო თუ ფერიც მოგბეზრდათ, არც ეს არის
ბავშვის ოთახისთვის ჯობს, ეკოლოგიურად უსაფრთხო შპალიერი აირჩიოთ. აქ არ არსებობს ცალსახა რეკომენდაციები, რადგან იაფფასიანი ვინილი შეიძლება სულაც არ იყოს მეტად მავნე, ვიდრე ძვირად ღირებული ფლიზელინი და პირიქით. არჩევანის გაკეთებამდე ჯობს, გამყიდველთან გაიაროთ კონსულტაცია, მოითხოვოთ სერთიფიკატი ან აუცილებელი ინფორმაცია საქონლის შესახებ. ასევე კარგად დაფიქრდით ფერზე - თუ ერთ ტონზე მეტს ირჩევთ, ეცადეთ, ორი ტიპის შპალიერი კარგად იყოს კომბინირებული. შეგიძლიათ, თითოეული კედელი გაყოთ ზედა და ქვედა ნაწილად და სხვადასხვა ტონი გამოიყენოთ, ან ერთ-ერთ დონეზე უპირატესობა შეგიძლიათ, დიდ ფოტოებს მიანიჭოთ - აქაც ბევრი ვარიანტი არსებობს.
და კიდევ, ბავშვის ოჯახი არ უნდა იყოს დიდი. როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, ბავშვები გაცილებით უფრო კომფორტულად გრძნობენ თავს პატარა ტერიტორიაზე. ამით აიხსნება ბევრი ბავშვის საყვარელი თამაშიც - სკამებისგან, მაგიდებისგან, დიდი კუბებისგან თუ პლედებისგან ააგოს "ქოხი", თავისი ბუდე მოიწყოს.
იატაკი
რაც შეეხება იატაკს, აქაც არსებობს უკუჩვენებები. ბავშვის ოთახისთვის არ გამოდგება ლამინატი და ლინოლეუმი - მსგავსი მასალები ჩვენი თვალისთვის უხილავ მავნე ნივთიერებებს გამოსცემს, რომლებმაც შეიძლება, ბავშვში ხველის შეტევა, ალერგიები გამოიწვიოს, ერთიანობაში კი ბავშვის განწყობაზე იმოქმედოს.
არჩევანი შეაჩერეთ კარგი ხის პარკეტზე, რბილ ნოხზე ან ჩვეულებრივ პალასზე. მთავარია, რომ იატაკი იყოს უსაფრთხო, რბილი და თბილი.
ინტერიერი
მნიშვნელოვანია, ისეთი ფერთა გამა აირჩიოთ, რომელშიც ბავშვის ფსიქიკა ნაკლებად აღეგზნება, ბავშვმა ხომ იქ არა მხოლოდ თავისი ენერგიები და ემოციები დახარჯოს, უნდა დაისვენოს კიდეც. ჯანსაღი კარგი ძილი კი მნიშვნელოვანია მისი განვითარებისთვის და ჯანმრთელობისთვის.
ლურჯი, ცისფერი, ვარდისფერი, კრემისფერი, ღია სალათისფერი ამშვიდებს, აღადგენს ძალებს, ამიტომაც ბევრ საძინებელში ანიჭებენ უპირატესობას ამ ფერებზე. ფსიქოლოგების თქმით, მკვეთრი და მუქი ფერები მოუსვენრობისა და მარტოობის განცდას იწვევს.
ავეჯი ბავშვის ოთახს მეტისმეტად ნუ დატვირთავთ ავეჯით, რომ მას სათამაშო ადგილი დარჩეს. შეიძლება, აირჩიოთ მოსახერხებელი ჩაშენებული
ავეჯი, ან ცალ-ცალკე იყიდოთ ყველაფერი. ერთადერთი პირობაა, ავეჯი არ უნდა იყოს კუთხეებიანი. დღეს ბაზარზე დიდი არჩევანია და შეგიძლიათ, საწოლიც, კარადაც და მაგიდაც მომრგვალებული პირებით შეიძინოთ.
შეგიძლიათ, ბავშვის ოთახი ზონებად დაყოთ და ცალკე იყოს შემოქმედებითი ზონა და ცალკე - საძინებელი.
მაგიდა ჯობს, ფანჯარასთან ახლოს დადგათ და ისე, რომ ბავშვი კარისკენ ზურგით არ იჯდეს. თუ ასეთი ვარიანტი შეუძლებელია, მაშინ სარკეების მეშვეობით გადაწყვიტეთ პრობლემა. სარკეები ისე განათავსეთ, რომ ბავშვმა გვერდითა მზერით მაინც აკონტროლოს სივრცე.
განათება
ბავშვის ოთახის უცვლელი აქსესუარია ჭერის სანათი ან ჭაღი. გამჭვირვალე, შესაძლოა, იყოს შუშის ან ბროლის, აირეკლავს და გაატარებს მზის სიინათლეს თუ ელექტრო შუქს, მთელ სივრცეს გაავსებს ენერგიით და ბავშვის განწყობასაც აამაღლებს. თუ სურვილი გექნებათ, შეიძლება, ძირითადი განათების გარდა დამატებითი განათებაც დააყენოთ.
შემოქმედებითი ზონა
ბავშვები გამუდმებით სწავლობენ რაღაცას: ადრე თუ გვიან ჩნდება პირველი ნახატი, ღია ბარათი და ა.შ. ეცადეთ, მისი შემოქმედებითი ნიჭი წაახალისოთ და ოთახში გამოუყავით ადგილი შემოქმედებისთვის. ამისთვის გამოყოფილ კუთხეში დაუკიდეთ ნახატები, დაალაგეთ თაროზე მისი პატარა შედევრები, ჩასვით ჩარჩოებში მისი საყვარელი სურათები.