რომელია 2016 წლის ყველაზე აქტუალური ფერი ინტერიერისთვის

2016 წლის ფერი უნდა იყოს აღმატებული და სიძლიერით აღსავსე – ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ფერთა ექსპერტები.
ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმს საღებავების მწარმოებელმა კომპანიან ცალსახად განაცხადა თავისი არჩევანის შესახებ, რამაც ბევრი ადამიანი გააოცა.
შეისწავლა რა ბაზარი, დიზაინერების დასკვნები, არქიტექტორთა დასკვნები, ამ კომპანიამ დაამტკიცა, რომ 2016 წლის რჩეული ფერი არის, არც მეტი, არც ნაკლები, უფერო.


დიახ, ძირითადი ფერი 2016 წელს იქნება თეთრი, უბრალო თეთრი.
სწორედ თეთრი ფერია ასეთი აღმატებული და ძლიერი. ეს ფერი არის არა მარტო დიზაინის ტენდენცია, არამედ დიზაინის ერთ-ერთი უმთავრესი ელემენტი. ბაზარზე

არსებობს თეთრი ფერის 250-მდე ნაირსახეობა. წაროგიდგენიათ, რამდენი იმუშავეს სპეციალისტებმა, თეთრისთვის ამდენი შეფერილობა რომ მიენიჭებინათ.

თეთრი ფერის წლის ფერად არჩევა გარდაუვალი აღმოჩნდა, ის იმდენად მოთხოვნადი იყო, იმდენად ერწყმოდა ყველა სახის დიზაინს, რომ ამის არაღიარება არ შეიძლება.
არ გჯერათ, რომ თეთრი ფერიც შეიძლება აღიქმებოდეს არც ისე მოსაწყენ ფერად, რომელსაც ძირითადად საავადმყოფოებში იყენებენ ხოლმე? მოგიწევთ ამის დაჯერება.

ასე რომ, თეთრი ფერის მოყვარულებს გაუმართლათ. თან, მას თან სდევს 23 ფერთა გამა, რომელსაც 2016 წელი აღიარებს. ეს კარგი ნიმუშია იმისა, თუ როგორ კარგად მუშაობს თეთრი ფერი სხვა ფერთა გამებთან ერთად. საამისოდ შეირჩა საკმაოდ მკვეთრ ფერთა გამა, ისეთი როგორიც არის ლიმონისფერი, ცისფერი, წითელი, იასამნისფერი. ხომ დარწმუნდით, რომ თეთრი ფერი ყველა ფერს უხდება.



კომენტარები

ia 2016-03-31 11:52
tetri aristokratebis feria da tetri yoveltvis tetria shavi shavia
ia 2016-03-31 11:50
martlac rogor gviyvars qartvelebs shavi feri yvelafershi
12 2016-01-03 14:44
თეთრი ფერი დღეს არ შეურჩევიათ თეთრი ფერი უკვე წლებია რაც არანაირს შეედარება მაგრამ ქართველები როგორც ბუნებით და სულით დაშავებულები გახდნენ ისე ფერებიც შავშია ჩადებული,გამოდით სიბნელიდან და შედით სინათლში დროაააა

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები