გასაგები მიზეზების გამო სააბაზანო ოთახში გამუდმებით იცვლება ტემპერატურა და ტენიანობა, რაც ოთახს სრულიად არასასურველ ადგილად ხდის ზოგიერთი ნივთის შესანახად.
ტექსტილი
პირსახოცი და სააბაზანო ხალათი არასდროს იქნება მშრალი, თუ მას აბაზანაში შეინახავთ. ეს იქნება ბაქტერიების გამრავლების იდეალური ხელშემწყობი გარემო და არასასიამოვნო სუნის გამომწვევი.
სამკაული
ტენიანობა და მაღალი ტემპერატურა ბიჟუტერიისა და ძვირფასეულობის მთავარი მტრები არიან. ისინი ფერს იცვლიან ან იჟანგებიან. შეინახეთ სამკაული მშრალ ადგილას.
ჟურნალ-გაზეთები
გიყვართ აბაზანაში საყვარელ წიგნთან ერთად მოდუნება? თქვენი კარგად გვესმის, მაგრამ არასდროს დატოვოთ ის ოთახში დიდხანს. ფურცელი შეიწოვს
სისველეს და იცვლის ფორმას.
მზისგანდამცავი კოსმეტიკური საშუალებები
კრემებისა და სპრეის მაღალი SPF-ფაქტორით მაღალ ტემპერატურაზე შენახვა არ შეიძლება. ცხელი ორთქლის ზემოქმედების შედეგად ეს საშუალებები ეფექტურობას კარგავენ. გარდა ამისა კრემში შესაძლოა გაჩნდეს სოკო ან საფუარი.
ელექტრონიკა
არასდროს გამოიყენოთ გაჯეტები აბაზანის მიღების დროს - ეს დიდი რისკია, როგორც ტექნიკისთვის, ისე თქვენი ჯანმრთელობისთვის.
ტელეფონის დამტენი
თუნდაც დახურულ კარადაში კაბელზე მოქმედებს ტენიანობა. ელექტროენერგიასთან შეხებისას კი მან შესაძლოა მოკლე ჩართვა გამოიწვიოს.
ჩასახვის საწინააღმდეგო აბები
როგორც სხვა მედიკამენტებზე, ჩასახვის საწინააღმდეგო აბებზეც უარყოფითად აისახება ტენიანობა და სიცხე. ასეთ დროს ის გამოუსადეგარი ხდება.
პარფიუმი
საყვარელმა სუნამომ შესაძლოა რადიკალურად შეიცვალოს არომატი, თუ დიდხანს შეინახავთ სააბაზანო ოთახში.
ლითონის ნივთები
რაც არ უნდა კარგი ლითონისგან იყოს ნივთი დამზადებული, ტენიან ოთახში მოხვედრისას ადრე თუ გვიან აუცილებლად დაიჟანგება.
კბილის ჯაგრისი
რთული დასაჯერებელია, მაგრამ სააბაზანო ოთახში, სადაც საპირფარეშოა, კბილის ჯაგრისის შენახვა არ შეიძლება. კვლევის თანახმად, 60 % - ის შემთხვევაში ფეკალიების ნაწილაკები ჯაგრისზე ხვდება.
დაბინძურება თავიდან რომ აირიდოთ, კბილის ჯაგრისი შეინახეთ დახურულ მდგომარეობაში.