როგორ ავუხსნათ დიზაინერს, როგორი ინტერიერი გვინდა

ყველაზე გამოცდილი და ნიჭიერი დიზაინერიც კი პირველ რიგში ადამიანია. მას არ შეუძლია დამკვეთის აზრების კითხვა, ამიტომაც ძალიან ბევრი რამ, თუ არა ყველაფერი, დამოკიდებულია იმაზე, რამდენად გააგებინებთ დიზაინერს, რა გსურთ. ამისათვის კი პირველ რიგში საკუთარ თავში უნდა გაერკვეთ.


საბოლოოდ ჩამოყალიბდით, როგორი სტილი გსურთ

რა თქმა უნდა, შესაძლებელია თავად სთხოვოთ დიზაინერს, ინტერიერის ყველა სტილის მიმოხილვა და დათვალიერება, თუმცა ეს გამართლებული როდი იქნება. ერთ დღეში და ერთ საათში იმის გადაწყვეტა, თუ როგორ სტილში გსურთ საბოლოოდ ცხოვრება, პრაქტიკულად შეუძლებელია. გარდა ამისა, შესაძლოა დიზაინერმა საკუთარი
გავლენის ქვეშ მოგაქციოთ და იმ სტილზე გაგიმახვილოთ ყურადღება, რომელიც მას ყველაზე კარგად გამოსდის, საბოლოოდ კი მიიღებთ ლამაზ, თუმცა არა სათქვენო სტილს.



საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გირჩევთ გაეცნოთ სათანადო ლიტერატურას, თემატურად შეარჩიოთ ვებგვერდები და მისი ხშირი სტუმარი გახდეთ. გააკეთეთ მოკლე მონახაზი. ეს პროცესი შესაძლოა თვეები გაგრძელდეს.



მოიწვიეთ ოჯახური კრება

სანამ დახმარებისათვის დიზაინერს მიმართავთ, მნიშვნელოვანია ოჯახის წევრებს შორის საუბარი და ერთ საბოლოო აზრამდე მისვლა, თუ როგორ ინტერიერში სურს ცხოვრება ოჯახის თითოეულ წევრს. შესაბამისად, ყველას სურვილის გათვალისწინებით ჩამოყალიბდება გარკვეული მონახაზი, რომელსაც შემდეგ დიზაინერს წარუდგენთ. უკვე დაწყებული რემონტის დროს მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანა ნამდვილად არ არის კარგი.



რა უნდა შეინარჩუნოთ

თუ ყველაფერს ნულიდან არ იწყებთ და გაქვთ ლამაზი ავეჯი, სავარძლები ან ანტიკვარული ჟურნალის მაგიდა აუცილებლად აცნობეთ ამის შესახებ დიზაინერს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მომავალი სტილი ამ ნივთების განლაგებას აუცილებლად უნდა ითვალისწინებდეს.



რა უნდა მოიშოროთ თავიდან

პირველ რიგში კარგად ჩამოყალიბდით, რატომ გადაწყვიტეთ რემონტის დაწყება, რა არ მოგწონდათ: კარდინალური ცვლილებები გსურდათ, უფრო კომფორტული გარემო გინდოდათ თუ გსურდათ უბრალოდ ფეხი აგეწყოთ თანამედროვე მოდის ტენდენციებისთვის. ამ ყველაფრის შესახებ აუცილებლად გაესაუბრეთ დიზაინერს, კარგად აუხსენით, რა არ მოგწონდათ ძველ ინტერიერში, თორემ შესაძლოა საბოლოოდ ის მიიღოთ, რის გამოც დაიწყეთ რემონტი.



განსაზღვრეთ ბიუჯეტი

ნუ მოგერიდებათ დიზაინერთან თანხებზე საუბარი. ნამდვილი პროფესიონალი ყოველთვის გირჩევთ, რაზე შეიძლება ეკონომიის გაკეთება და რაზე არ ღირს. თავიდანვე ჩააყენეთ საქმის კურსში, რა თანხის გაღება გაქვთ გადაწყვეტილი რემონტისთვის, ეს დახმარება დიზაინერს დანახარჯების გათვლასა და სასურველი შედეგის მიღებაში.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები