ინტერიერის ტრენდები, რომლებმაც აქტუალობა დაკარგა

ინტერიერის დიზაინის სამყაროში ზოგიერთი ტრენდი პოპულარობის პიკზე საკმაოდ დიდხანს იმყოფება, თუმცა, ადრე თუ გვიან, ყოველი მათგანი მაინც კარგავს აქტუალობას.


ხელოვნური განათება მხოლოდ განათების გამო

ადრე სანათები და ბრები მხოლოდ იმ ადგილებში გამოიყენებოდა, სადაც განათების პრობლემა არსებობდა. დღესდღეობით დიზაინერებმა გააფართოვეს ეს ასპექტი: ტორშერები, მაგიდის სანათები, ბრები და ჭაღები გამოიყენება არა მარტო როგორც გასანათებელი საშუალება, არამედ როგორც დეკორის ელემენტი.





გარკვეული სტილის წესების ბრმად მორჩილება

დიახ, ყველა სტილის ინტერიერი თავისებურად კოლორიტული და აქტუალურია, თუმცა დაგვეთანხმეთ, რომ მხოლოდ ერთ სტილში გაფორმებული ოთახი არასდროს იქნება
ორიგინალური, სხვადასხვა სტილის მოხერხებულად ერთმანეთთან მსუბუქად შერწყმა კი საოცარ ეფექტს იძლევა. ასე იქმნება ახალი, თანამედროვე მიმდინარეობები, მაგალითად სკანდინავიური მინიმალიზმი და სხვა. თუ კარგი გემოვნება გაქვთ ან პროფესიონალი დიზაინერი გყავთ, ძალიან ორიგინალური ინტერიერის მოფიქრებაა შესაძლებელი.



ავეჯის სახეობა, ე.წ. კედელი

გაიხსენეთ, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს ყველა სახლში იყო ე წ. კედელი ("სტენკა"). ავეჯის წყობა ისეთი იყო, რომ ყველაფერი კედელს უნდა მიყრდნობოდა, გამონაკლისი მხოლოდ ჟურნალის მაგიდა გახლდათ. დღესდღეობით აქტუალური თავისუფალი სივრცეა, აქა-იქ მიმოფანტული ავეჯი. ასე უფრო მეტი სივრცე მოჩანს და ოთახიც მეტად სუნთქავს.





კედელი, როგორც ფონი

ინტერიერის სხვადასხვა სტილი საკუთარ თავში აერთიანებს ერთტონიან კედელს, მაგალითად ფრანგული სტილი ან მინიმალიზმი. თუმცა არ არის აუცილებელი, ოთხივე კედელი ერთ ფონს ქმნიდეს, აბა, სცადეთ ერთ კედლზე აქცენტის გაკეთება, ეს ძალიან ლამაზადაც გამოიყურება და ორიგინალური და თანამედროვეც არის.



კომენტარის დამატება