ხანდახან სწორედ მინიმუმს შეუძლია მაქსიმალური შედეგის მოტანა, რაც არქიტექტურასა და დიზაინში, ფოტოგრაფიაში, მაკიაჟისა თუ საიუველირო ხელოვნებაში ეს სიახლეს ნამდვილად აღარ წარმოადგენს.
ხშირად, სწორედ მინიმუმი გვესაჭიროება, რომ თავი კომფორტულად და ბედნიერად ვიგრძნოთ. თანამედროვე მინიმალისტური ინტერიერის დიზაინი ორიენტირებულია არასაჭირო ნივთებისა და „გადატვირთული“ დეკორაციების მაქსიმალურად შემცირებისკენ.
ინტერიერის მინიმალისტურად მოწყობისთვის ხშირად დიზაინერებს მიმართავენ-ხოლმე, რათა ყველა დეტალი ერთმანეთთან შესაბამისობაში მოდიოდეს, თუმცა რამდენიმე რეკომენდაციის გათვალისწინებით, თავადაც შეგვიძლია, ჩვენს სახლში მინიმალისტური ელემენტები შევიტანოთ.
გთავაზობთ 5 უახლეს ტენდენციას, ინტერიერის მინიმალისტურად, მაგრამ მიმზიდველად და თანამედროვედ მოწყობის შესახებ:
ერთი ტონალობის,
თუმცა სხვადასხვა ტექსტურის ნივთები
ნეიტრალურ ტონალობაში გადაწყვეტილი მინიმალისტური ინტერიერი შეგვიძლია, ერთ ფერში, მაგრამ სხვადასხვა ტექსტურის ავეჯით, ბალიშებითა და ხალიჩით გავახალისოთ. მაგალითად, თუ სავარძლები უფრო მუქი ცისფერია, შეგვიძლია, ბალიშები უფრო მკრთალი ცისფერი შეიძინოთ, ხოლო ხალიჩა კიდევ უფრო ღია, თითქმის წყლისფერი.
აქცენტის მცენარეებზე გამახვილება
ისეთი მცენარეები, როგორიცაა მონსტერა, ფიკუსი. ლიმონის ხე, სანსივიერა და მაგალითად, ჩინური ვარდი, სახლში ჰაერს გააჯანსაღებს და მას უფრო ელეგანტურ შესახედაობას მიცემს. ამასთან, ცნობილია მათი დამამშვიდებელი ეფექტი. მინიმალისტურ გარემოში განთავსებული მცენარეები კი კიდევ უფრო მეტ ეფექტს იძლევა.
ბოლო პერიოდში განსაკუთრებით პოპულარული გახდა დიდი ზომის მცენარეები, რომელიც ინტერიერს უფრო სასიამოვნო და ეფექტურ შესახედაობას სძენენ. მათი შერჩევისას უნდა გავითვალისწინოთ სახლის ფართობი, რომ სხვა ნივთებისთვის ადგილი დაგვრჩეს.
წიგნების თაროებსა და ფანჯრის რაფებზე ნათელ ადგილებში ყვავილოვანი კაკტუსების მოთავსებაც საკმაოდ პოპულარულია.
ფოტოშპალერის გამოყენება
მინიმალისტურ ინტერიერში ხშირად გვხვდება ერთ კედელზე გაკრული ფოტოშპალერი, რომელიც რომელიმე ცნობილი ქალაქის ცნობილ ქუჩას, სცენას ყველასთვის ცნობილი ფილმიდან, ნახატის რეპროდუქციას ან პეიზაჟს ასახავს. ასეთი ფოტოშპალერი საშუალებას იძლევა, კუთხე, სადაც დივანსა და სავარძლებს დავაწყობთ, უფრო ხალისიანი და საინტერესო გახდეს.
ფოტოშპალერის შერჩევისას მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ მისი ხარისხი, რადგან ზოგიერთ საბეჭდ დანადგარში არსებული საღებავები ჯანმრთელობისთვის ზიანის მომტანია. მნიშვნელოვანია, საღებავი უვნებელი, ეკოლოგიურად სუფთა ნივთიერებებისგან იყოს დამზადებული. სახლი და სამსახური ის ადგილებია, სადაც ცხოვრების უმეტეს ნაწილს ვატარებთ და მნიშვნელოვანია, ორივე მათგანის ინტერიერი ჯანსაღი მასალებით იყოს მოწყობილი. როგორც სტამბა „პრინტარეაში“ განმარტავენ, ინტერიერისა და ექსტერიერისთვის განსხვავებულ დანადგარებზე, წყლის საღებავებით ბეჭდავენ ფოტოშპალერს. ინტერიერის ფოტოშპალერი, რომელსაც „პრინტარეა“ საქართველოში ამზადებს, არ შეიცავს არცერთ მავნე ნივთიერებას და ის არათუ მისაღებ ოთახში ან ოფისში, ბავშვის საძინებელშიც კი გამოიყენება. ამასთან, ფოტოშპალერი, რომელიც აღნიშნულ სტამბაში მზადდება, ინსტალაციისას არ იკეთებს ნაკეცებს და ორგანულად ერწყმის დანარჩენ კედლებზე არსებულ საღებავსა თუ შპალერს. ამასთან, შესაძლებელია, „პრინტარეას“ საღებავებით დაბეჭდილი ფოტოშპალერის სველი წესით წმენდაც ისე, რომ ანაბეჭდი არ მოშორდეს. შპალერის საღებავი წმენდის შედეგად, არ გადადის.
ცნობილი მხატვრების რეპროდუქციები
ვან გოგი, კლოდ მონე, მანე, რენუარი - ეს იმ მხატვრების არასრული ჩამონათვალია, რომელთა რეპროდუქციებიც მინიმალისტურ ინტერიერს სასიამოვნო და საინტერესო ელფერს შესძენს, განსაკუთრებით მაშინ, თუ კანვასზე იქნება დაბეჭდილი.
როგორც სტამბა „პრინტარეაში“ განმარტავენ, რომ ბევრ ცნობილ პეიზაჟს, ნატურმორტსა თუ პორტრეტს მომხმარებელი მათთან, ძირითადად, ვებ-გვერდის მეშვეობით უკვეთავს. მასალები, რითიც „პრინტარეა“ კანვასს ამზადებს ეკოლოგიურად სუფთაა და მისი განთავსება როგორც მისაღებ, ისე საძინებელ ოთახებში აბსოლუტურად უსაფრთხოა.
აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი კანვასია ვან გოგის „მზესუმზირები“, რომელიც მისაღებ ოთახს თუ საძინებელს სიხალისეს შესძენს.
ბუნებრივი სინათლის მქონე ნათურები
როგორც წესი, მხედველობის პრობლემების თავიდან ასაცილებლად, მინიმალისტურ სახლებში სითბოს ელემენტების შესატანად და უბრალოდ, სრულყოფილი ინტერიერისთვის ბუნებრივ, ყვითელ განათებას გვირჩევენ.
შეგვიძლია, ჭაღი შევარჩიოთ სადა, დახვეწილი და მინიმალისტური, განათება კი უფრო თბილი და ბუნებრივი, თუმცა ყველაფერი მაინც კონკრეტული ადამიანის არჩევანზეა დამოკიდებული.