ბოლო დროს სახლის ტრადიციული მეთოდებით გაფორმება სასურველ შედეგს სულაც ვერ იძლევა. ამჯერად გვინდა ვისაუბროთ იმ სიახლეებზე, რომელიც მოგცემთ სშუალებას სივრცე გაზარდოთ როგორც ვიზუალურად, ისე ფაქტობრივად.
1. თუ პატარა სივრცე გაქვთ, სასწრაფოდ მოაშორეთ ხალიჩა იატაკიდან
ხალიჩაზე გროვდება უამრავი მტვერი, რომელსაც ვერც მტვერსასრუტი ერევა ბოლომდე და იწვევს ალერგიას. ხალიჩის გარეშე ოთახი ბევრად ფართოდ გამოიყურება და ასევე თავისუფლად. სუნთქვაც ბევრად მარტივია, ამ წინადადების პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით.
2. შეცვალეთ გრძელი ფარდები ჟალუზებით
მასიური ფარდები, ხალიჩის მსგავსად, შეიძლება ითქვას, რომ მტვრის ბუდეა და გარდა ამისა, სივრცესაც იპარავს. თუ ასეთ
ფარდებს ჟალუზებით შეცვლით, რომელსაც ოთახს სტილის მიხედვით შეურჩევთ, ნამდვილად ბევრად უკეთეს შედეგს მიიღებთ.
3. გასაშლელი დივანის ნაცვლად ორთო-ტახტი
გასაშლელი დივანი არც ისე სასურველი ატრიბუტია ადამიანის ხერხემლისთვის. ჯანმრთელობისთვის აუცილებელია, რომ ადამიანმა დაიძინოს სწორ და მაგარ საწოლზე. ამიტომაც, გასაშლელი დივანი ჯობია ორთოპედიული ტახტით ჩაანაცვლოთ. ასე ოთახიც ბევრად თანამედროვე იქნება და თქვენი ხერხემალიც ბევრად უკეთესად იგრძნობს თავს.
4. სექციებიანი ვეებერთელა კარადის ნაცვლად ერთი კუპე-კარადა
აღნიშნული კოლაჟი ნათელი მაგალითია იმისა, რომ ბევრი თარო და სათავსო სულაც არ ნიშნავს მოხერხებულ შესანახ სისტემას. თანამედროვე ტიპის კუპე-კარადა ფიქსირდება კედელში, არ იპარავს სივრცეს და ძალიან პრაქტიკულიც არის.
5. უარი თქვით მასიურ სამუშაო მაგიდაზე
ბოლო დროს ბიუჯეტური ნოუთბუქი მართლაც რომ საუკეთესო საშუალებაა მთელი ოჯახისთვის. სულც არ არის საჭირო სახლში უზარმაზარი საწერი მაგიდა, თუ არის შესაძლებლობა, ის თანამედროვე ტიპის ნოუთბუქის მაგიდით ჩაანაცვლოთ.