მრავალდონიანი ჭერი, ფოტოშპალერი მთელ კედელზე - ანტიტრენდები, რომლებიც კარგა ხანია დავიწყებას უნდა მისცემოდა

როდესაც ვსაუბრობთ ანტიტრენდებზე, ვგულისხმობთ არა პირად ან რომელიმე დიზაინერის გემოვნებას. დაახლოებით ხუთი წლის წინ ნელ-ნელა წარსულს ჩაბარდა რთული დეტალები, ხელოვნური მასალები, მასიური აქცენტები. დიზაინის სამყარო თავს აღწევს გიგანტურ ავეჯს, მძიმე ფარდებს, ბუნებრივი მასალების იაფფასიან იმიტაციას და ადგილს უთავისუფლებს მარტივ, სადა და პრაქტიკულ ნივთებს. ცხოვრება მარტივდება, ჩვენი სახლი კი უფრო მყუდრო ხდება. მოდით გადავხედოთ ანტიტრენდებს, რომელიც დღევანდელ დღეს უკვე მოძველებულად ითვლება.

1. მრავალდონიანი ფერადი ჭერი

პერსონა ნონ გრატა - მრავალდონიანი ჭერი და რთულ ფიგურები. ეს ტრენდი ერთ-ორ წელიწადში უკვე აღიარეს ყველაზე
უგემოვნოდ და მასზე მოთხოვნილებაც საგრძნობლად დაეცა. ბოლო დროს მოდაშია სადა, თეთრ ჭერი, შესაძლებელია სარკისებრი ეფექტითაც. 2022-2023 წელს კი ჭერი საერთოდ არ უნდა იქცევდეს ყურადღებას.

2. წერტილოვანი განათება ჭერში

ეს ის გადაწყვეტილებაა, რომელმაც არსებობა უნდა გააგრძელოს ოფისებში და არა ოჯახებში.

3. ფოტოშპალერი და ფრესკები მთელ კედელზე

უახლოეს წლებში მსგავსი გადაწყვეტილება შესაძლოა აქტუალური იყოს ბავშვის ოთახში და ისიც კედლის მხოლოდ მცირე მონაკვეთზე. სხვა შემთხვევაში დიზაინერები უპირატესობას მონო ელემენტებს ანიჭებენ. საუკეთესო ვარიანტი აქცენტის გაკეთება ორ პარალელურ კედელზე, დანარჩენი კედელი კი უნდა დარჩეს სადა.

4. აგური კედლებზე

გასულ წლებში აქტუალურმა მძიმე ლოფტმა მოჭამა თავისი დრო, ახლა ტრენდული ბევრად საინტერესო ბეტონია.

5. მძიმე ფარდები

ასეთი ფარდების ფუნქცია, თამამად შეიძლება ითქვას, რომ მხოლოდ მტვრის შეგროვებაა. აქტუალურია მსუბუქი, ბუნებრივი ქსოვილები, რომელიც მზისგან დაცვის ფუნქციას შესანიშნავად ასრულებს.

6. ავეჯის გარნიტური

მოდიდან გადავიდა ერთფეროვანი, მოსაწყენი ავეჯი და ვისაც ეკლექტიკა უყვარს, მას გაუმართლა, სულ უფრო მეტად პოპულარული ხდება ერთ ინტერიერში განთავსებული სხვადასხვა სტილის, ფერის და ეპოქის ავეჯი.

7. კაშკაშა ფარები

აქტუალურია ბუნებრივი, სადა ფერები, რომელიც ქმნის სიმყუდროვეს და ინტერიერს სიღრმესა და ხიბლს სძენს.

8. სამზარეულოს ფერადი განათება

გასული წლების სამზარეულოების განსაკუთრებული დეტალი - ფერადი დიოდური განათება. პირობას გაძლევთ, რომ უახლოესი 7 წლის განმავლობაში მას არც არც ერთი დიზაინერი არ გაიხსენებს.

9. ბევრი სურათი კედელზე

თანამედროვე ინტერიერში უფრო ლამაზად ჩანს ორიგინალური საათი, რომელიმე ცოცხალი მცენარე, ლარნაკი და ა.შ. ფოტოები და ნახატებიც, თუმცა გემოვნებით და დოზირებულად.

10. ბევრი ტექსტილი

სიმარტივე სისადავეშია. ზომიერი ტექსტილი, ზომიერი აქსესუარები, ყველაფერი ზომიერი, ეს ქმნის სიმყუდროვეს და სისადავეს.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები