5 მეთოდი ინტერიერში სითბოს გასაზრდელად


როდესაც სახლში სითბოზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში ვგულისხმობთ ხარისხიან ფანჯრებს, გათბობის სისტემას, რადიატორებს და ა. შ. ეს გასაგებია, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია ვიზუალური სითბო - ფუმფულა ხალიჩა, ნაქსოვი დეკორაცია, პლედი, ბუნებრივი მასალები, თბილი განათება. მაშ ასე, მოდით გავარკვიოთ, როგორ შეიძლება შევქმნათ ინტერიერში ვიზუალური სითბო.

ფერთა გამა


ყველაზე მარტივი მეთოდი იმისთვის, რომ ინტერიერს დამატებითი სითბო შესძინოთ, არის ფერთა გამა. ერთი შეხედვით, შესაძლოა, ეს არც ისე მარტივად მოგეჩვენოთ, მაგრამ, გვერწმუნეთ, ამის გაკეთება საკმაოდ ბიუჯეტური ხარჯებითაც შესაძლებელია.
შეგიძლიათ შეცვალოთ ავეჯის შალითები, ფარდები, ხალიჩა, პლედები და ა.შ.
ფერები, რა თქმა უნდა, უნდა შეარჩიოთ თბილი და პოზიტიური: ნარინჯისფერი, ყვითელი, ცისფერი, წითელი , ყავისფერი და ა.შ.

აქსესუარები

იმისათვის, რომ ზამთრის დეპრესია არ მოგეძალოთ, გირჩევთ ინტერიერი სხვადასხვა აქსესუარით გადაახალისოთ. გაგიკვირდებათ, როდესაც ნახავთ რამდენად შეიძლება შეცვალოს განწყობა და ინტერიერი სულ რამდენიმე აქსესუარმა. მაგალითად, შეგიძლიათ გამოიყენოთ ბოლო დროს ძალიან აქტუალური ბიო ბუხარი, ფუმფულა ხალიჩა, საყვარელი, თბილი პლედი. ნურც არომატს დაივიწყებთ, რომელიც ქვეცნობიერად გარკვეულ სითბოსთან ასოცირდება. სხვათა შორის, არომატული სანთლებიც შეიძლება ჩაითვალოს დეკორატიულ ელემენტებად, რომელიც ძალიან კარგად ეხამება ინტერიერს.

განათება


დიზაინერებს არ ბეზრდებათ იმის გამეორება, რომ მოსასვენებელ ზონაში აუცილებლად უნდა იყოს თბილი განათება. ცივი განათება მხოლოდ სამუშაო ზონაშია დასაშვები, მაგალითად აბაზანაში, სარკესთან ან სამზარეულოში სამუშაო ზედაპირზე.


სანთლები


მიუხედავად იმისა, რომ სანთლები, შესაძლებელია, უფრო განათების სფეროს მივაკუთვნოთ, როდესაც საუბარია ვიზუალურ სითბოზე, თამამად შეიძლება იქვას, რომ სანთლები ამ მხრივ ძალიან გამართლებულია.

მოსაპირკეთებელი მასალა


ზემოთ უკვე ვისაუბრეთ იმაზე, რომ ინტერიერში ვიზუალური სითბოს შესაქმნელად ძალიან მნიშვნელოვანია მოსაპირკეთებელი მასალა, ბუნებრივი მასალისგან დამზადებული ნივთები, იქნება ეს ავეჯი თუ სხვა ნივთები, გარემოს აშკარად მეტ სითბოს და სიმყუდროვეს სძენს.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები