10 საინტერესო რჩევა, რომელიც ადგილს დაგიზოგავთ

ინტერიერის დიზაინი საკმაოდ სერიოზული თემაა. ამჯერად შევეცდებით მოგაწოდოთ ისეთი რჩევები, რომელიც განსაკუთრებულად დააინტერესებს მცირე საცხოვრებელი ფართის მქონე ადამიანებს.

1. ფარდები ჭერიდან
თუ ფარდებს არა ფანჯრების ზემოთ დაკიდებთ, არამედ ჭერიდან დაუშვებთ, ოთახი ვიზუალურად უფრო მაღალი გამოჩნდება.



2. მაგნიტის დაფა
მაცივარზე მიკრული მაგნიტები სამზარეულოში ქაოსს ქმნის. თუ მაინც გადაწყვიტეთ კოლექციონერობა, გირჩევთ შეიძინოთ სპეციალური მაგნიტური დაფა.



3. ფეხსაცმელების თარო
ექსპერტები გვირჩევენ, რადაც უნდა დაგვიჯდეს მოვიფიქროთ რამე ხერხი ფეხსაცმელების შესანახად. ბოლოსდაბოლოს, გამოყავით ფეხსაცმელებისთვის სპეციალური კარადა, ასე ადგილიც გაგითავისუფლდებათ და სახლიც გალამაზდება.



4. ღია ფერის

შპალერი ვერტიკალური ნახატებით
ცნობილია, რომ მუქი ფერის შპალერი ოთახს ვიზუალურად აპატარავებს. ასევე უნდა გახსოვდეთ, რომ ჰორიზონტალური ნახატი გარემოს ამძიმებს, იმისათვის, რომ ოთახი იყოს ნათელი და კომფორტული, ეცადეთ შეარჩიოთ ღია ფერის ვერტიკალურნახატიანი შპალერი.



5. ერთი ფერის პირსახოცები აბაზანაში
გაგიკვირდებათ და პატარა ზომის აბაზნაში სხვადასხვა ფერის პირსახოცები ქაოსურ განწყობას ქმნის. რა თქმა უნდა, არა ერთბაშად, მაგრამ ეცადეთ აბაზანის ტექსტილი ეტაპობრივად შეცვალოთ და ის ერთ ფერში გადაწყვიტოთ.



6. შუშის ავეჯი და ავეჯი ფეხებზე
საავარძელი, საწოლი, ჟურნალის მაგიდა, კარადა - ყველაფერი ეს უნდა იდგას იატაკზე და არა იდოს. სივრცეს ასევე გაათავისუფლებს ვიზუალურად შუშის ავეჯი.



7. ყუთები და კალათები
იმისათვის, რომ ყველა ნივთი თავის ადგილზე იდოს, ყველა ნივთს უნდა მიუჩინოთ თავისი ადგილი. მაგალითად, გამოყავით სპეციალური თარო, კალათა ან ყუთი ამა თუ იმ ნივთისთვს, იქნება ეს საკანცელარიო ნივთები თუ სხვა აქსესაურები.



8. დიდი ხალიჩა
არსებობს მოსაზრება, რაც პატარაა ოთახი, მით პატარა ზომის უნდა იყოს ხალიჩაო, თუმცა ჩვენ გირჩევთ, პატარა ოთახშიც დიდი ხალიჩა დააფინოთ. ასე სივრცე უფრო გამოჩნდება.



9. მაგნიტური დაფა კოსმეტიკისთვის
ყველა ქალბატონს აქვს ის კოსმეტიკური საშუალებები, რომლითაც ყოველდღიურად სარგებლობს. ხშირი გამოყენების დროს მათ ხან სად მივაგდებთ, ხან - სად, ამისთვის გირჩევთ მაგნიტური დაფის გამოყენებას და ყოველთვის ყველაფერი წესრიგში გექნებათ.



10. განათება
მოკრძალებული ზომის ოთახს არანაირად არ მოუხდება დიდი გაბარიტების სანათი. გირჩევთ შეკიდული განათების გამოყენებას, ეს ოთახს ვიზუალურად გააფართოვებს.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები