ჟურნალ "შინის" ზაფხულის ნომერი უკვე იყიდება. საჩუქარი, პატარა, ჯიბის სარკე, ყველა მკითხველს ელის. 20 ყველაზე იღბლიანი კი ჟურნალში სასაჩუქრე ბარათს აღმოაჩენს და სარწყავ მილს მიიღებს.
შვებულების სურნელითა და კომფორტის შეგრძნებით გაჟღენთილი ზაფხული "შინისთვის" განსაკუთრებულია - პირველმა ნომერმა სწორედ გასულ ზაფხულს შეაბიჯა პირველი მკითხველების სახლებში. მას შემდეგ ყოველ სეზონზე თქვენთან ვართ და ვცდილობთ, ყოველთვის სასურველი, საჭირო და სანდო სტუმარი ვიყოთ. ამჯერადაც ბევრ თბილ, მყუდრო, ლამაზ, მოდურ, გემოვნებიან, კომფორტულ თუ ნოსტალგიურ სახლს ვეწვიეთ. არც მზრუნველი ხელით ყვავილნარებად ქცეული კარ-მიდამოები დაგვვიწყებია. ძვირფასი მასპინძლები ამ ნომერშიც
გასწავლით, როგორ მოაწყოთ საფხულო ვერანდა და გაალამაზოთ აივანი. დიზაინერი გიამბობთ, როგორ იქმნება ბედნიერი სახლის კონცეფცია, გაჩვენებთ უნიკალურ ხელნაკეთ და ექსკლუზიურ ავეჯს, რომელიც საუკუნეებს გაუძლებს. გაგარკვევთ გასაბერი და ასწყობი აუზების ხარისხში, გამოცდილი ფლორისტი კი სახლის მცენარეების შესახებ მოგცემთ პრაქტიკულ რჩევებს. გაგაცნობთ ორქიდეების კოლექციონერს, მასტერკლასის ფარგლებში კი ვინტაჟური ზარდახშის დამზადებას ისწავლით. ერთი სიტყვით, შინი ნამდვილად იქცევა თქვენი ზაფხულის მეგზურად... და ბოლოს ჩვენი სიმბოლური საჩუქრის შესახებ: ეს პატარა, ჯიბის სარკეა, რომელიც სახლიდან საზაფხულო შვებულებაში აბარგებულს ძალიან გამოგადგებათ. სპეციალური მასალაა, ადვილად არ ტყდება, ორიგინალურია, არ იკაწრება, ლამაზია და შალითაშია მოთავსებული...
20 იღბლიან მკითხველს კი სასაჩუქრე ბარათი შეხვდება, რომლითაც ბაღის 22-მეტრიან "შლანგს" მიიღებს საჩუქრად.
ბედნიერ ზაფხულს გისურვებთ და გახსოვდეთ, "შინ" თქვენი სახლის ჟურნალია