სამზარეულოს რომელ სტილს ანიჭებთ უპირატესობას? შემოგთავაზებთ რამდენიმე ვარიანტს, რომლებიც განსაკუთრებულად ტრენდულია.
ყოველთვის მოდური კლასიკა
სამეფო დიდება
აქ არის ყველაფერი, ნატურალური ფერები და ნატურალური მასალა, ხე და მდიდრული მოპირკეთება. ერთი სიტყვით, ყველაფერი საუკეთესო. ეს ყველაფერი კლასიკური სტილის მთავარი მახასიათებელია. ამ სტილში ხესთან ერთად აუცილებლად შეხვდებით მინის ვიტრაჟებს. კლასიკური სტილი ყოველთვის სოლიდურად და ცოტა საზეიმოდაც კი გამოიყურება. თუმცა გახსოვდეთ, ასეთი სტილი დიდ სივრცეს მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში მასიური ავეჯი უბრალოდ არ გამოჩნდება და დაითრგუნება. შესაბამისი უნდა იყოს იატაკი და ტექსტილი, რათა ერთმანეთს ჰარმონიულად
ერწყმოდეს.
სკანდინავიური სტილი
კომფორტი და სატაბილურობა
გნებავთ რამე უბრალო, თუმცა მყუდრო და ნატურალური? მაშინ თქვენ სკანდინავიური სტილი გდომებიათ. დიახ, ეს გახლავთ ეკონომიური და საკმაოდ თავშეკავებული სტილი, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს სიმყუდროვის ნაკლებობას. ავეჯი მზადდება ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან, ხანდახან მასიური ხისგანაც კი. მის მოსაპირკეთებლად ძირითადად გამოიყენება ნატურალური შპონი ან ფერადი მინანქარი. როგორ წესი, ასეთი ავეჯი ღია ფერის გახლავთ.
ეს სტილი ძალიან უხდება არცთუ დიდი ზომის ოთახებს.
თანამედროვე სტილი
ნათელი და ფუნქციონალური
ეს სამზარეული გახლავთ იმ დიასახლისებისთვის, ვინც აფასებს დროს და აქვს დიდი სივრცე. არაფერი ზედმეტი. სამზარეულოს ფასადი, როგორც წესი, ყოველგვარი დეკორის გარეშეა დამზადებული. მასალა გახლავთ ლამინატი და პლასტიკატი. სახელურებიც ძირითადად უმარტივესი, ალუმინის გვხვდება. ასეთი ავეჯი შესაძლოა იყოს ნებისმიერი ფერის, უფრო მეტიც - ერთად რამდენიმე ფერისაც კი. დიახ, ეს გახლავთ თანამედროვე სტილი და განკუთვნილია მისთვის, ვისაც უყვარს თავისუფალი სივრცე და არ უყვარს ზედმეტი პათოსი.
ფუტურისტული სტილი
კრეატივი
თუ გსურთ რაღაც უჩვეული, არ გეშინიათ ექსპერიმენტების, ფუტურისტული სტილი თქვენთვის შექმნილა. აქ თქვენ შეხვდებით ყველაფერს ერთად - ხეს, მეტალს, პლასტიკატს, მინას, მომრგვალებულ და წაწვეტებულ ფასადს. ეს გახლავთ იმ ადამიანების არჩევანი, ვინც სადილის გაცხელების დროსაც კი ვერ იტანს ერთფეროვან რუტინას. იმისათვის, რომ ფუტურისტული დიზაინის სამზარეული არ იყოს სასაცილო და მყვირალა, უმჯობესია დახმარებისათვის პროფესიონალ დიზაინერებს მიმართოთ.

კომენტარები