საქართველოში დაწნული ავეჯი სულ უფრო პოპულარული ხდება. განსაკუთრებით უხდება ის აგარაკებსა და დასასვენებელ სივრცეებს. როგორ უნდა შეარჩიოს მომხმარებელმა ხარისხიანი დაწნული ავეჯი, რომ მოტყუებული არ დარჩეს, სჭირდება თუ არა მას განსაკუთრებული მოვლა და რამდენად გამძლეა - ამ თემებზე ავეჯის სპეციალისტი გიორგი ჯინჭარაძე საუბრობს:
- როგორ უნდა შეარჩიოს მომხმარებელმა დაწნული ავეჯი?
-დაწნული ავეჯის შერჩევა მასალასა და კარკასზეა დამოკიდებული. კარკასის უმეტესობა, რაც მაღაზიებში იყიდება, ჩინურია და ალუმინისაგან მზადდება. ალუმინი არ არის გამძლე, მალე ფუჭდება და იშლება. შემდეგ მისი აღდგენა შეუძლებელია. ჩვენ რკინის კარკასზე ვაწყობთ და ისე
- რა უპირატესობები აქვს დაწნულ ავეჯს?
-მისი უპირატესობა ისაა, რომ მზეზე არ ხუნდება, უძლებს 300 გრადუსამდე სიცხეს, წყალში არ ლპება და ვიზუალურადაც ძალიან ლამზია. არის სხვადასხვა ფერი და შეიძლება ნიბესმიერ ზედაპირზე მოწვნა. მარტივად არ ფუჭდება. ბალიშები ეხსნება და ეს კარკასი შეიძება ზამთარ-ზაფხულ იდოს. გარეთ არაფერი არ მოუვა. მარტივია, ამ კუთხით, იმიტომ, რომ ბევრჯერ გადაადგილება არ უწევთ მომხმარებლებს. ბალიშების გარეცხვა შეიძლება, ხოლო კარკასი დიდი ხნის განმავლობაში დევს.
- საიდან შემოდის საქრთველოში მასალა და არის თუ არა ეკოლოგიურად სუფთა?
-მასალა შემოდის გერმანიიდან და ჩინეთიდან. ჩინეთიდან შემოსულ მასალაზე უკვე ვისაუბრე. გერმანული ეკოლოგიურად სუფთაა. მასალა, რისგანაც იწვნება ავეჯი, რეზინანარევი კაუჩუკია. ჩინური მასალა, გახურების დროს, მზეზე სპეციფიკურ სუნს გამოყოფს, რომელიც თავს ატკივებს ადამიანს.
- თქვენი დაკვირვებით, რატომ არის მოდური და პოპულარული დაწნული ავეჯი?
-ალბათ უფრო ვიზუალიდან გამომდინარეობს მისი პოპულარობა. ზოგი ფილმში ნახულობს და ძალიან მოსწონს. ევროპაში ძალიან პოპულარულია და შესაბამისად, საქართველოშიც შემოდის.
- უფრო დეტალურად რომ ისაუბროთ, რისგან წნავენ ამ ტიპის ავეჯს?
- ჯერ ირჩევა დიზაინი. შემდეგ გვყავს ხელოსნები, რომლებიც რკინისაგან აწყობენ კარკასს, შემდეგ ერთვებიან მწვნელები, რომლებიც ავეჯს ფორმას აძლევენ. მასალა რეზინანარევი კაუჩუკია, როგორც გითხარით, და ხარიხიანი და გამძლეა. მოწვნასც თავისი სპეციფიკა აქვს - ადამიანი რომ ჩაჯდება, დაბლა არ უნდა ჩაიწიოს, მოჭიმული უნდა იყოს კარგად, რომ დისკომფორტი არ შეექმნას მომხმარებელს.
- ძირითადად, სად დგამენ ჩვენთან დაწნულ ავეჯს?
- ამ ავეჯს, დღესდღეობით, დგამენ თითქმის ყველგან: სახლებში, აივნებზე, ვერანდებზე, რესტორნებში, ასევე შეზლონგებია დაწნული და აუზებზეც დგამენ. თუმცა სახლში მაინდამაინც არ არის რეკომენდებული, რადგან დიდი გაბარიტები სჭირდება და ადგილს დაიკავებს. ეს უფრო გარე, საბაღე და სააგარაკე ავეჯია.
- როგორ უნდა მოუაროს დიასახლისმა დაწნულ ავეჯს, რომ დიდხანს გაძლოს?
-იყიდება სპეციალური ხსნარები, რომლითაც იწმინდება ეს ავეჯი. ამით შეინარჩუნებს სიპრიალეს და ჩვეულებრივი ნაჭრით შეიძლება გაწმენდა. არ სჭირდება რაიმე განსაკუთრებული მოვლა, როგორც გითხარით, ყინვასა და მზეს უძლებს. ამიტომ, მარტივად, ჩვეულებრივი ავეჯის საწმენდით იწმინდება. ამიტაც კომფორტულია.
- ნესტსა და წვიმასაც უძლებს?
- დიახ, უძლებს. თავად ეს მასალა ნესტს არ იწოვს და ძლებს დიდხანს. რაც შეეხება კარკასს, 4-5 წელი უდგათ გარეთ და არაფერი მოსდის . ეგაა პრივილეგია, რომ თოვლი და წვიმა არ აზიანებს. რკინის კარკასი რომ არ დაჟანგდეს, სპეციალური ხსნარებით მუშავდება წინასწარ.
- არის თუ არა შესაძლებელი ამ ავეჯის რესტავრაცია?
- ჩვენ, რასაც ვაწყობთ, ექვემდებარება რესტავრაციას. ავეჯს ვაწყობთ ისე, რომ თუ დაზიანდა რაღაც ნაწილი, არ არის საჭირო დაიშალოს მთლიანი კარკასი. ნაწილი გამოძვრება და ახლით ჩაენაცვლება. ჩინური მასალა ბევრი მოუტანიათ რესტავრაციისთვის, მაგრამ არ ექვემდებარება აღდგენას. სხვანაირადაა მათი კარკასი გაკეთებული. წყდება, ფუჭდება და ვეღარ აღვადგენთ.
თამარ იაკობაშვილი
კომენტარები
599 8722 35