ავეჯისა და დეკორის სიახლეები - გავეცნოთ თანამედროვე ინტერიერის ახალ ტრენდებს

როგორი ავეჯია მოდაში დღესდღეობით, როგორ სტილს ენიჭება უპირატესობა და როგორ შევარჩიოთ. გაგიზიარებთ თანამედროვე ტრენდებს, რათა თქვენი საკუთარი ინტერიერი მაქსიმალურად ტრენდულად და მოდურად აქციოთ.


დეხვეწილ სტილში, არტ-დეკოში ლითონის კარკასი ყოველთვის აქტუალური იყო და არც ამ წელს დაუკარგავს აქტუალობა. როგორც წესი, ოქროსფერ, ვერცხლისფერ ან სპილენძისფერ გეომეტრიულ სილუეტებს ძალიან კარგად შეუძლია ინტერიერის განტვირთვა.
ლითონის კარკასი, როგორც წესი, ხავერდით არის გაფორმებული.

2020 წლის ტრენდად ითვლება ასევე დასადგმელი სარკე. სარკე, როგორც ასეთი, ყოველთვის აქტუალური იყო, თუმცა კედელზე დაკიდებული. ამჯერად ის დასადგმელი სახით არის წარმოდგენილი და ძალიან
ეფექტურადაც გამოიყურება.

მარმარილოს იმიტაცია ინტენსიურად გამოიყენება თანამედროვე დიზაინში.


ასევე ძალიან აქტუალურია ეთნიკური პუფები. საერთოდ პუფი, როგორც ავეჯის ელემენტი, აღმოსავლეთიდან შემოვიდა და მალევე მიიქცია სათანადო ყურადღება, მსოფლიო დიზაინერები მას დიდი წარმატებით იყენებენ ინტერიერის გასაფორმებლად.


 შუშით გაფორმებული ავეჯი ძალიან უხდება როგორც ლოფტის, არტ-დეკოს, ისე მინიმალისტურ სტილს.



ისევ მოდაში შემოდის ე.წ. ბალდახინები. თუ აღმოსავლური კულტურის თაყვანისმცემელი ბრძანდებით და გინდათ თავი ათას ერთი ღამის ზღაპარში წარმოიდგინოთ, ეს სათქვენო ინტერიერი ყოფილა.



ცოტა უჩვეულო, თუმცა ძალიან ლამაზი და აქტუალური ტრენდია სკულპტურული ავეჯი, რომელიც ნატურალური ქვისგან არის დამზადებული.


კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები