ავეჯის შერჩევის 10 მთავარი წესი

პროფესიონალი დიზაინერების მიერ შემოთავაზებული რჩევების გათვალისწინებით თქვენ შეგიძლიათ იქცეთ ინტერიერის ნამდვილ ექსპერტად.
ინტერიერისთვის ავეჯის შერჩევა მარტივი საქმე ნამდვილად არ არის. ცარიელი ოთახის შემხედვარე ხშირად ადამიანებს მიაჩნიათ, რომ უამრავი რამ სჭირდებათ, თუმცა ისეც ხდება, რომ ესა თუ ის ნავთი თურმე საერთოდ არ ყოფილა საჭირო.

გვინდა გაგიზიაროთ თქვენთვის მაქსიმალურად სასარგებლო ინფორმაცია, რომელიც თავიდან აგარიდებთ ზედმეტ ხარჯებს და რა თქმა უნდა, დროსაც დაგაზოგვინებთ.

ავეჯის შერჩევამდე პირველ რიგში აუცილებლად უნდა ჩამოაყალიბოთ საკუთარი კონცეფცია, თუ რა სტილი გსურთ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ფუნქციონალობა. ეცადეთ, რომ თქვენს
მიერ შერჩეული ნივთი იყოს არა მარტო ლამაზი, არამედ ფუნქციურიც. არ ღირს კომპრომისზე წასვლა და შედარებით იაფი ნივთის შეძენა, თუ ის თქვენს პრობლემას ბოლომდე ვერ მოაგვარებს.

შემდეგი მთავარი ნიუანსი ბიუჯეტია, ავეჯი ხომ საკმაოდ ძვირი ღირს, ის რემონტის ყველაზე ძვირად ღირებული ნაწილია და ბიუჯეტი აუციlლებლად სწორად უნდა გათვალოთ საიმისოდ, რომ შედეგი დამაკმაყოფილებელი იყოს და უფულოდ არ დარჩეთ. ანუ პროცესი აუცილბლად უნდა დასრულდეს.

შევარჩიოთ კომპოზიციის ცენტრი

ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია კომპოზიციის ცენტრის შერჩევა. არ აგერიოთ ოთახის ცენტრში. წარმოიდგინეთ, რომ ოთახში პირველად შემოდის ადმიანი და წარმოიდგინეთ, რა მიიქცევს პირველ რიგში მის ყურადღებას? 
მართალია - ყველაზე თვალში საცემი ადგილი, ფოკუსის ვიზუალური წერტილი. სწორედ ეს გახლავთ კომპოზიციის ცენტრი. ეს შეიძლება იყოს მაგიდა მკვეთრი აქცენტით ან უჩვეულო სკამებით ან ულამაზესი ფარდებით გაფორმებული ფანჯარა, დეკორატიული ბუხარი ან მისი იმიტაცია.
სწორედ ამ კომპოზიციის ორგვლივ უნდა გააფორმოთ მთელო ოთახის დეკორი. ავეჯიც სწორედ ამის მიხედვით უნდა განათავსოთ.

ნუ მივეყრდნობით კედელს

ოთახის ფართობი თავად გიკარნახებთ, რა დისტანცია უნდა დაიცვათ ავეჯსა და კედელს შორის. ყოველ შემთხვევაში, ყველაზე პატარა ზომის ოთახშიც კი კედელსა და ავეჯს შორის უნდა არებობდეს მინიმუმ 10-15 სმ დაშორება.
ასეთი წყობის შემთხვევაში არ გექნებათ რთულად მისადგომი ადგილები და მტვერი და ჭუჭყიც ნაკლებად დაგროვდება, ანუ ოთახის ყველა კუთხის დასუფთავება მოსახერხებელი იქნება.

ოთახის ზომაზეა ასევე დამოკიდბული ავეჯის ფორმა და ზომა.
რემონტის დროს აუცილებლად კარგად უნდა განსაზღვროთ, სად ატარებთ დროის უმეტეს ნაწილს. თუ თქვენ საჭმლის კეთება გიწევთ და დღის უმეტეს ნაწილს სამზარეულოში ატარებთ, მაშინ ბიუჯეტის უმეტესი ნაწილიც სწორედ სამზარეულოზე უნდა გათვალოთ.

ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, ყველა დეტალი ხარისხიანი იყოს, კარადაც, გაზქურაც, მაგიდაც, სკამებიც, ფასადიც და აბსოლუტურად ყველაფერი. ეს არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად უნდა შეირჩეს ყველაზე ძვირად ღირებული მოდელები, ეს ნიშნავს იმას, რომ უნდა გაითვალისწინოთ ყველა დეტალი და მაქსიმალურად ფუნქციურად აითვისოთ სივრცე.

შექმენით ურთიერთობის ზონა

ავეჯი უნდა განათავსოთ ისე, რომ მასზე მოკალათებისას ოჯახის წევრებთან კომუნიკაცია მაქსიმალურად კომფორტული იყოს. სავარძელი და დივანი ერთმანეთან იმ მანძილით მოათავსეთ, რომ საუბრისას ყვირილი არ დაგჭირდეთ და არც ერთმანეთის კალთაში აღმოჩნდეთ. თუ ოთახი ძალიან დიდია, შეიძლება რამდენიმე ასეთ ზონის შექმნა. ამ შემთხვევაში ავეჯიც შედარებით მასიური უნდა შეირჩეს.

ვიპოვოთ ბალანსი
ოთახის გაფორმების დროს ბალანსი რამდენიმე მეთოდით ივსება. მაგალითად, თქვენ შეგიძლიათ მასიური ავეჯი მომცრო ზომის ავეჯს შეუხამოთ, შექმნათ სხვადასხვა კომპოზიცია ისე, რომ დაიცვათ ვიზუალური ბალანსი.
მისაღები ოთახის მოწყობის დროს ეცადეთ, შეიძინოთ მაქსიმალურად კომფორტული დივანი და სავარძლები. არ არის აიცილებელი, ეს იყოს კომპლექტი, რადგან კომლექტები წარსულს ჩაბარდა. სავარძელი შეგიძლიათ შეარჩიოთ საკუთარი გემოვნებით, ისე, რომ მოუხდეს საერთო ინტერიერს.
რაც შეეხება საძინებელს, აქ მთავარი აქცენტი მატრასის ხარისხზე კეთდება.

ბავშვის ოთახი კი ბავშვის ასაკის მიხედვით უნდა მოიწყოს, რათა ბავშვმა ბავშვობა ბოლომდე შეიგრძნოს.

შესასვლელი

ეს არის ადგილი, რომელიც პირველ რიგში დაგხვდებათ თქვენც და თქვენს სტუმრებსაც. ის ისეთი უნდა იყოს, რომ მისი დანახვა სიხარულს განიჭებდეთ და გსიამოვნებდეთ.


დატოვეთ გასასვლელი ადგილი

არავის სიამოვნებს, როდესაც რამეს ეჯახება, ამიტომ ავეჯი სახლში ისე უნდა იყოს განლაგებული, რომ გასვლა-გამოსვლა თავისუფლად შეძლოთ.
თუ სახლში ადგილის პრობლემა გაქვთ, მაშინ ეცადეთ არჩევანი ტრანსფორმერ ავეჯზე გააკეთოთ, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში გაშლით და აკეცავთ.

შესაბამისი ზომის ხალიჩა

ხალიჩა, რა ზომისაც უნდა იყოს იგი, მთავარია განთავსდეს სწორად, მასზე ავეჯი წესების დაცვით უნდა დაიდგას. ნუ ეცდებით ხალიჩით მთელი ოთახის დაფარვას.


სიმაღლე მნიშვნელოვანია

ნებისმიერ დივანსა თუ სავარძლეზე ჯდომის დროს თქვენ და თქვენს სტუმრებს თავისუფლად უნდა შეგეძლოთ ნებისმიერ მაგიდასთან წვდომა. მაგიდა დაახლოებით სავარძლის სახელურის გასწვრივ უნდა იყოს ან ცოტა დაბალი, არავითარ შემთხვევაში უფრო მაღალი.
რაც უფრო მეტი სინათლეა სახლში, მით უკეთესია. ეცადეთ, ჰარმონიულად შეუხამოთ ერთმანეთს ზედა განათება, ბრა და სანათი.


აქსესუარები
კედელზე განთავსებული აქსესუარები, იქნება ეს სარკე, ნახატი თუ სხვა აქსესუარი, უნდა ასრულებდეს საერთო სურათს, მაქსიმალურად უნდა ეხამებოდეს ინტერიერს, ავეჯს.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები