როგორ შევარჩიოთ საწოლი სწორად, რომ ძილი მაქსიმალურად კომფორტული იყოს

ადამიანი სიამოვნებით უნდა იძინებდეს და იღვიძებდეს. სიამოვნების შეგრძნებას კი სწორად შერჩეული საწოლი უნდა განიჭებდეთ. თუმცა ამის გაკეთება არც ისე მარტივია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.

ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ იმაზე, თუ სად უნდა განათავსოთ საწოლი, როგორ უნდა მოაწყოთ საძინებელი, ამჯერად გავიგოთ, როგორ უნდა შეარჩიოთ საწოლი, რომ ძილი მაქსიმალურად კომფორტული იყოს, რაც აუცილებლად აისახება ჩვენს მომდევნო დღის განწყობაზე - კარგად გამოძინებული ადამიანი ხომ ყოველთვის ლაღი და ბედნიერია.

საწოლის ზომა


შერჩევის დროს აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ არა მხოლოდ საწოლის კარკასის ზომა, არამედ
საწოლის ყველა თავისებურება.
თუ გსურთ მასიური საწოლის შეძენა მასიური თავით, მაშინ დაახლოებით 189 სმ მხოლოდ მატრასის სიგანე იქნება. გაითვალისწინეთ, რომ ასეთ საწოლს საძინებლის დაახლოებით 220 სმ დაჭირდება. ეს ფაქტორი აუცილებლად გასათვალისწინებელია, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ადგილი შეზღუდული გაქვთ.


საწოლის თავი



საწოლის ამ ელემენტს ძალიან დიდი ყურადღება ექცევა, ის შეიძლება იყოს აბსოლუტურად სხვადასხვანაირი, მაღალი და დაბალი, მოსახსნელი და პირიქით, ტყავის და ნაჭრის, უბრალოდ ხის. გვინდა გითხრათ, რომ ამ შემთხვევაში უნდა მიენდოთ აბსოლუტურად თქვენს გემოვნებას, არჩევანი კი თანამედროვე ბაზარზე მართლაც ძალიან დიდია და თქვენთვის სასურველს აუცილებლად შეარჩევთ.


მატრასი


პირველ რიგში კარგად უნდა დაფიქრდეთ როგორი სიმაღლის მატრასი გინდათ, სიმაღლის პარამეტრებია 15-დან 40 სმ-მდე. კარგად შეარჩიეთ მატრასი ყიდვამდე და დარწმუნდით, რომ კომფორტულია. ის ყველაზე მნიშვნელოვანი ატრიბუტია საწოლში.

ამ თემაზე უფრო ვრცლად იხილეთ სტატია: "მაღაზიებში შემოთავაზებული 200-ლარიანი მატრასები გადაყრილი ფულია" - რჩევები საძინებლისთვის

კომენტარები

ირინა 2021-10-06 12:58
ერთადერთი აზრი რაც გამოვიტანე სტატიიდან არის, რომ კარგად უნდა დავფიქრდეთ და გემოვნების საკითხია)))

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები