საწოლი იატაკზე და თან - მანეჟი - ყველაზე ტრენდული საბავშვო საწოლები, რომლებსაც სპეციალისტებიც უწევენ რეკომენდაციას

ბოლო დროს საკმაოდ ტრენდულია ბავშვის საწოლები, რომლებიც იატაკზეა თითქმის. ხშირად, მანეჟის ფუნქციასაც ითავსებს. ეს სტილი ჯერ კიდევ ცნობილი პედაგოგიგს, მარია მონტესორის მიერ ყოფილა რეკომენდებული და ხშირად მონტესორის საწოლადაც მოიხსენიებენ ხოლმე. 

ასეთი საწოლი ძალიან განსხვავდება ჩევული, ჩვენთვის კარგად ნაცნობი, მაღალგვერდებიანი და მაღალი საწოლებისგან. ეს უფრო მატრასია, ვიდრე საწოლი, მხოლოდ 10 სმ სიმაღლის.
ალბათ დაინტერესდით, რატომ ანიჭებდა მონტესორი უპირატესობას სწორედ ამ ტიპის საწოლს.

პირველ რიგში, მონტესორის მეთოდების მიხედვით, ბავშვს არ უნდა ჰქონდეს არანაირი შეზღუდვა, ის იმიტომ დაიბადა, რომ იმოძრაოს. დაბალი საწოლი ერთ-ერთი ის ელემენტია,
რომელიც ბავშვს მოძრაობისკენ გაღვიძებისთანავე უბიძგებს. ეს კი პირობაა, რომელიც მას ამის საშუალებას მისცემს. თანაც - უსაფრთხოდ, რადგან ვერსაიდან ვერ გადმოვარდება.
შედეგად საწოლი ხდება არა ადგილი, სადაც ბავშვი შეიძლება მოათავსოთ და იყოთ მშვიდად, რომ ის ვერსად წავა და შეგიძლიათ ცოტა ხანი დაისვენოთ, არამედ ეს არის ადგილი, საიდანაც ბავშვს შეუძლია გავიდეს, თუ აღარ ეძინება.

მონტესორი გარკვევით, შავით თეთრზე წერს: ბავშვს აქვს უფლება დაიძინოს, როდესაც ეძინება, გაიღვიძოს, როდესაც აღარ ეძინება და ადგეს, როდესაც ამის სურვილი ექნება.
დაბალი, მატრასისებური საწოლი იძლევა საშუალებას, გაღვიძებული ბავშვი თავად გამოვიდეს იმ სივრციდან, სადაც დარჩენა აღარ უნდა. თუმცა არის ვარიანტები, როცა პატარა საკეტივით უკეთდება საწოლს, დიდი სივრცეა დატოვებული სამოძრაოდ და ბავშვი იმ სივრცეშივე მოძრაობს.

როდესაც ბავშვ სძინავს მსგავის ტიპის საწოლი, იგი იწყებს ზღვრის შეცნობას და მგვიანებით აღარ უჭირს თავის კონტროლი და კარგად ხვდება, სად გადის ესა თუ ის ზღვარი. აუცილებელია, რომ მსგავს საწოლთან განთავსებული იყოს ხალიჩა, რათა შეამციროთ სხვაობა მატრასსა და იატაკს შორის.

მშობლებს კი გაუჩნდებათ კითხვები, მაგალითად, მატრასიდან ბავშვი ხომ გადმოგორდება?
დიახ, გადმოგორდება, მაგრამ ამით არაფერი დაშავდება, შეგიძლიათ გვერდით რბილი ხალიჩა ან საბანი დააფინოთ და ბავში რბილად გადმოგორდება რამდენჯერმე, მოგვიანებით კი ისწავლის ზღვარის დაცვას და ეს პრობლემა აღარ იარსებებს.

მთავარია, ხის იყოს ის საწოლი, რომელსაც შეარჩევთ და კარგად შეარჩიოთ მატრასი.




კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები