ინტერიერის შექმნა ხელოვნებაა, რომელიც მოითხოვს არა მარტო გემოვნებას, არამედ პრაქტიკულ ცოდნასაც. ეს მოთხოვნები განსაკუთრებით აქტუალურია მაშინ, როდესაც საქმე ავეჯს ეხება.
ჯერ კიდევ ინტერიერის დაგეგმვის დროს აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ავეჯის გაბარიტები. თუ გეგმაში რამეს ვერ სვამთ, ტყუილ იმედებს ნუ დაამყარებთ იმაზე, რომ რეალურად რამეს მოახერხებთ. კარგად დაიმახსოვრეთ, რომ რეალურ ცხოვრებაში ამის გაკეთება კიდევ უფრო გაგიჭირდებათ, ამიტომ, თუ თქვენი მისაღები ძალიან პატარაა კუთხის დივნისთვის, უმჯობესი ასხვა ალტერნატივა მოიძიოთ.
არანაკლებ მნიშვნელოვანი და აქტუალურია დივნისა და ჟურნალის მაგიდის შეხამება. ეს ორი ნივთი შესაძლოა ცალკე
ძალიან ფუნქციური იყოს, თუმცა დუეტში აბსოლუტურად მოუხერხებელი. დივანთან ყოველთვის ისეთი მისადგმელი მაგიდის შერჩევას გირჩევთ, რომელსაც ადვილად გადააადგილებთ.
ავეჯის განთავსების დროს ეცადეთ ისინი ერთმანეთისგან მოშორებით დაალაგოთ პრინციპით - ჰაერი ყველა ნივთის ირგვლივ, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი სახლი ავეჯის მაღაზიას დაემსგავსება. ნუ მიაბჯენთ დივანს კედელს, დადგით მოშორებით და ნახავთ, როგორ ისუნთქებს თქვენი ინტერიერი.
განსაკუთრებული გულისხმიერებით მოეკიდეთ ისეთი რთულად მოსაწესრიგებელი ზონების დაგეგმვას, როგორიც არის სამზარეულო, შემოსასვლელი და აბაზანა. ეცადეთ ამ ოთახების მოწყობის დროს პროფესიონალთა რჩევები გაითვალისწინოთ.