რას უნდა მიაქციოთ ყურადღება, როცა რბილ ავეჯს არჩევთ, რა შეკითხვები უნდა დაუსვას მაღაზიის კონსულტანტს და რომელ მასალებს უნდა მიაქციოთ ყურადღება. ამის შესახებ ავეჯის რესტავრატორი გოგიტა გოგავა გვესაუბრება.
- ყიდვის დროს შეცდომა რომ არ დაუშვათ, კონსულტანტს აუცილებლად გამოჰკითხეთ ამა თუ იმ მოდელის მოვლის წესები. რბილი ავეჯის ქსოვილი უნდა ექვემდებარებოდეს წმენდას. წინააღმდეგ შემთხვევაში ქიმწმენდის გამოძახება სისტემატურად მოგიწევთ. იცოდეთ, რომ ყველაზე გამძლე და სუფთად ნაკეთებია ქარხნული ავეჯი, როგორც თურქული, ასევე ევროპული. ამის ალტერნატივაა მეორადი ავეჯი, რომელიც ევროპიდან შემოდის. აუცილებლად უნდა იკითხოთ ქსოვილის გამძლეობის შესახებ, როგორია მოვლის წესები -
იწმინდება თუ არა? მოვლა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მასალისგანაა ავეჯი დამზადებული. გაარკვიეთ, რამდენად გაგიმარტივდებათ მისი მოვლა.
- რბილი ავეჯი საქართველოშიც მზადდება და საკმაოდ დიდ არჩევანს გვთავაზობენ. ეს ავეჯი რამდენად გამძლეა?
- სანდოა და გამძლეა, თუ იცით, რა მასალას მოიხმარს მწარმოებელი. იგულისხმება ის, რომ ხე უნდა იყოს მშრალი, ხოლო ღრუბელი - ხარისხიანი. დააკვირდით ღრუბლის როგორც სიმაღლეს, ასევე სიმკვრივეს. შეგიძლიათ თავად აირჩიოთ მასალები და იმის მიხედვით დაამზადებინოთ.
- რამდენად რთულია რბილი ავეჯის მოვლა?
- როგორც პირად ნივთებს უვლის ადამიანი, ასევე უნდა მოუაროს დივანს, სავარძელს და ა.შ. არსებობს რბილი ავეჯის საწმენდი აპარატი ღრმა დასუფთავებისთვის, რომელიც გასაგებია, რომ სახლში არ ექნება ყველას. მისი გამოძახება შესაძლებელია. თუ გსურთ რბილი ავეჯის ზედაპირული წმენდა თავად განახორციელოთ, ყიდვის დროს კონსულტანტთან ზუსტად გაარკვიეთ რომელ ქსოვილზე რომელი სარეცხი საშუალებაა რეკომენდებული და შესაძლებელია თუ არა ჯაგრისის გამოყენება. მაგალითად, არასწორად შერჩეულმა ჯაგრისმა და სარეცხმა საშუალებამ შეიძლება ქსოვილი გახიოს ან ფერი შეუცვალოს. ამიტომ ყველა რეკომენდაცია უნდა მიიღოთ გამყიდველისგან და შემდეგ კარგად დაიცვათ ეს რეკომენდაციები.
- სპირტიანი წყლით გაწმენდა თუ შეიძლება?
- არავითარ შემთხვევაში!
ავეჯის ქსოვილების არჩევანზე რას გვეტყვით?
- არის ტილო, ვილვეტი, ნატურალური და ხელოვნური ტყავი, ხელოვნური ზამში, ბარხატი, ალკანტარა... ქსოვილის სახეობის შერჩევა დამოკიდებულია მომხმარებლის გემოვნებაზე. დღესდღეობით, ყველაზე ფართოდ გამოიყენება ალკანტარა, რადგან ყველაზე ადვილი მოსავლელია.
- ავეჯის რესტავრაციის დროს ქსოვილის გარდა რა იცვლება?
- იმ შემთხვევაში, თუ რაღაც დეტალი აკლია ძველ ავეჯს ან გატეხილია, ახალ დეტალს ვამზადებთ.
- როცა რბილი ავეჯის შეძენას ვაპირებთ, ისევ მაღაზიაში ყიდვა ჯობს თუ შეკვეთის მიცემა, სადაც მასალებს თავად ავირჩევთ? რომელი უფრო ეკონომიურია?
- თუ თქვენთვის მთავარი დიზაინია და გამორჩეული ვიზუალის დივანს ეძებთ, მაშინ ჯობია მაღაზიებში ეძებოთ. იტალიური, ბელგიური, თურქული ავეჯი საკმაოდ ლამაზია, თუმცა შედარებით ძვირია. ამიტომ მაინც ყველაფერი არის ინდივიდუალური და კლიენტის გადასაწყვეტი. თუ მას უნდა კონკრეტული ზომის დივანი, თავის სივრცეზე მორგებული, მაშინ ისევ შეკვეთას ამჯობინებს. ფასი დამოკიდებულია მასალის ხარისხსა და დიზაინზე.
ნანული ზოტიკიშვილი

კომენტარები