თეთრი ინტერიერი ლამაზი და დახვეწილი რომ არის, ყველამ კარგად ვიცით, თუმცა მოსავლელად, ამბობენ, რთულიაო. მოდით ვნახოთ, რას ფიქრობენ ამასთან დაკავშირებით პროფესიონალი დიზაინერები, ღირს თუ არა სამზარეულოში თეთრი ავეჯის გაკეთება.
დავიწყოთ იმით, რომ თეთრი ფერი, ამ შემთხვევაში თეთრი ავეჯი, სივრცეს ვიზუალურად ადიდებს, სიმსუბუქესა და ელეგანტურობას სძენს.
ეს ფერი ძალიან ადვილად ეხამება სხვა ფერებს და აქცენტებს ინტერიერში, უხდება ყველა ფერს, და ასევე ნებისმიერ სტილს, როგორც მინიმალისტურს, ისე კლასიკურ, ლოფტის, სკანდინავიურს, ნეოკლასიკურს და ა.შ. ტექნიკის შერჩევის დროს ძალიან კომფორტულია იმ მხრივ, რომ ბიუჯეტური
ტექნიკაც კი თეთრ ფონზე ძალიან დახვეწილად და ეფექტურად გამოიყურება.
გარდა ამისა, თეთრ ფონზე საკვების მირთმევა ადამიანს განწყობას უმაღლებს და სადღესასწაულო შეგრძნებას მატებს.
თუმცა ღია ფერი, ამ შემთხვევაში თეთრი, საგულდაგულო, რეგულარულ მოვლას საჭიროებს, არის ძალიან ფაქიზი და მგრძნობიარე.მის ფასადზე ყველა წვეთი თუ ლაქა თვალსაჩინოა. ამიტომ ყოველი სადილის მომზადების შემდეგ აუცილებლად კარგად უნდა გაიწმინდოს.
მნიშვნელოვანია, რომ თეთრი სამზარეულოს ავეჯი დამზადებული იყოს ხარისხიანი მასალით, შეღებილი იყოს ხარისხიანი საღებავით, წინააღმდეგ შემთხვევაში ფერი მზის შუქზე გაყვითლდება და ფასადის გადაღებვას ვერ ასცდებით.
რაც შეეხება იმას, რომელი უფრო ადვილი მოსავლელია, პრიალა თუ დაბურული ფასადი, ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ პრიალა, რადგან დაბურულ ზედაპირში ჭუჭყი უფრო მარტივად ჯდება და რთულად იწმინდება, პრიალა კი - შედარებით მარტივად.
სახელურების გარეშე ფასადი ბევრად ეფექტურად და მდიდრულად გამოიყურება, თუმცა მას ანაბეჭდები მარტივად ეტყობა, ამიტომ, დიზაინერები მაინც სახელურების გაკეთებას გვირჩევენ.
რაც შეეხება სამუშაო ზედაპირს, პრაქტიკული იქნება განიერი და ნეიტრალური ფერის, მაგალითად კრემისფერი ან ნაცრისფერი. შავის გაკეთებას არ გირჩევთ.
პირდაპირი მზის სხივების და ამით გამოწვეული ფასადის გახუნების თავიდან ასაცილებლად ეცადეთ ფანჯარაზე სქელი ფარდები ან ჟალუზები დაკიდოთ.
იმისათვის, რომ თეთრი მოსაწყენი არ გახდეს, აუცილებლად გადაახალისეთ აქცენტებით, სხვადასხვა ფერადი ელემენტით.