თანამედროვე ინტერიერში აივანი ძველმანების შესანახი ადგილი ნამდვილად აღარ არის. აივანი იქცა ადგილად, სადაც ადამიანს შეუძლია განთავსდეს კომფორტულად და დაისვენოს რთული სამუშაო დღის შემდეგ. თუმცა ხშირად აივნის ფართობი საკმაოდ შეზღუდულია, როგორ უნდა მოვიქცეთ, აღნიშნული სივრცე მაქსიმალურად ხარისხიანად რომ გამოვიყენოთ. ამჯერად ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ შევარჩიოთ აივნისთვის ყველაზე ფუნქციონალური დივანი.
სანამ კონკრეტული მოდელის შერჩევაზე გადახვიდოდეთ, კარგად ჩამოყალიბდით, რისი ხილვა გსურთ საკუთარ აივანზე. შემდეგი ეტაპი გახლავთ იმ ადგილის აზომვა, სადაც დივნის განთავსება გსურთ, გაზომეთ სიგრძე, სიღრმე, ფართობი. მთავარი კრიტერიუმი გახლავთ დანიშნულება, ზუსტად უნდა
თუ დივნის გამოყენებას დასაძინებლადაც აპირებთ, რა თქმა უნდა, უპირატესობა გასაშლელ მოდელს უნდა მიანიჭოთ.
რაც შეეხება ფერსა და დიზაინს, სასურველია აივანიც ბინის ინტერიერის სტილს შეეფერებოდეს, თუმცა ეს აუცილებელი არ გახლავთ. აი, დივანი კი საერთო სტილიდან ამოვარდნილი არ უნდა იყოს.
ძალიან მნიშვნელოვანია, როგორი შალითა ექნება დივანს. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად კეთილმოწყობილია აივანი, თუ ის ღიაა და არ არის დაცული ქარისა და წვიმისგან, უმჯობესია დივანზე საერთოდ უარი თქვათ ან ხელოვნური ტყავის შეარჩიოთ, ან ბამბუკის. თუმცა აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული დაცვა ბუნებრივი ფაქტორებისგან. თუ აივანი დახურულია, შეგიძლიათ შეარჩიოთ დივანი ნებისმიერ ტიპის მოსახერხებელი, კომფორტული შალითით.
რაც შეეხება ტიპს, შეგიძლიათ გააკეთოთ ჩასაშენებელი ან შეარჩიოთ დამოუკიდებლად მდგომი მოდელი, უკარკასო, ხის ან რკინის კარკასით, კუთხის თუ გასაშლელი, ეს აბსოლუტურად თქვენს გემოვნებზე და შესაძლებლობებზეა დამოკიდებული.
და ბოლოს, აივნისთვის დივნის გაკეთება საკუთარი ხელითაც შეგიძლიათ ხის პადონების გამოყენებით. შეღებეთ სასურველ ფერად ხის პალეტები, ზემოდან დაადეთ მატრასი და მზად არის. მთავარი ამ შემთხვევაში მონდომებაა.