რატომ დაკარგა აქტუალობა "სტენკამ" და რით ანაცვლებენ მას

ე.წ. "სტენკა" საბჭოთა კავშირის სიმბოლო, მაშინდელი ინტერიერის განუყოფელი ნაწილი იყო. ალბათ ყველას კარგად გახსოვთ, ეს იყო ავეჯის კომპლექტი, რომელიც თავის თავში აერთიანებდა კარადებს, თაროებს, შუშის ვიტრინას და ტელევიზორის დასადგამ ადგილსაც კი. ეს გახლდათ ინტერიერის ნამდვილი კლასიკა, რომელიც მზადდებოდა ხისგან, იქნებოდა კაკლის, თხილის თუ მუხის ხე. ეს ჯიშები გამძლეობით და სიმყარით გამოირჩეოდა, რაც ავეჯს მასზე დაკისრებულ ფუნქციას დიდხანს უნარჩუნებდა.

შუშის ელემენტები კი მას ესთეტიკასა და სილამაზეს სძენდა. თუმცა, დროთა განმავლობაში, თანამედროვე ინტერიერში ამ ნივთმა აქტუალობა დაკარგა და ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი
შეზღუდული ფუნქციონალობა და მოუხერხებლობაა, ასევე ის, რომ მიაქვს ძალიან ბევრი სივრცე და მთელ კედელს ავსებს. თანამედროვე ინტერიერში ამ ატრიბუტის ადგილი ნამდვილად არ არის გამომდინარე, მით უმეტეს შეზღუდულ სივრცეში.


გარდა ამისა, თანამედროვე მოდის ტენდენციები და ე.წ. "სტენკა" ვერანაირად ერგებიან ერთმანეთს. დღესდღეობით ხომ ყველაზე მოთხოვნადი მინიმალისტური სტილია, სისადავე და სიმარტივე ფასობს. ალტერნატივად დიზაინერები ღია თაროებს და მოდელირებულ შესანახ სისტემებს გვთავაზობენ.

ზემოთ აღვნიშნეთ. რომ ე.წ. "სტენკები" ძალიან ფუნქციური იყო, მაგრამ - იმ დროს, თანამედროვე ეპოქაში კი, როდესაც ტექნოლოგიები ასე განვითარდა და ადამიანები ჭკიან ტექნიკას მოიხმარენ, "სტენკის" ფუნქცია, რა თქმა უნდა, გაქრა.

ასევე ხაზგასმით უნდა აღინიშნოს დიზაინი, საკმაოდ ერთფეროვანი, რაც საბჭოთა კავშირის დროს პრობლემას ნამდვილად არ წარმოადგენდა, თუმცა დღესდღეობით "სტენკა" აღარავის სჭირდება და ამის გამო დისკომფორტს არც არავინ გრძნობს.

კომენტარები

BILI 2024-10-28 10:43
მართლა ვერაფერი შეცვლის სტენკას იმდენი ტევადობა აქვს მალე დაუბრუნდებიან
მარია 2024-01-15 13:24
ვისაც ესე მოსწონს სტენკა ჰქონდეს ! არასოდეს მომწონდა და,არც მქონია ,ეხლა ხომ ზედმეტია გახსენებაც კი
თინიკო 2024-01-07 00:35
არასოდეს არ გადავა ჩემთვის მოდიდან იმდენად ტევადი სათავსოები აქვს ვერანაირი თაროები და ვერანაირი ახალი დიზაინი ვერ მომაწონებს თავს სიმყარით როგორიც ეს საბშოთაკავდირის სტენკები????

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები