ნეტავი თუ არსებობს იდეალური საწოლი, რომელიც კომფორტულად მოთავსდება პატარა, ერთოთახიან ბინაში. მოთავსდება ისე, რომ არ დაიკავებს ბევრ ადგილს. ჩვენ ხომ სრულფასოვანი სათავსოც გვჭირდება. არსებობს კი უნივერსალური ნივთი, რომელიც ამ პრობლემის გადაწყვეტას შეძლებს? ადგილის დაზოგვა და ამასთანავე ფუნქციების მორგება მარტივი სულაც არ არის, თუმცა ჩვენ შევეცდებით რამდენიმე პრაქტიკული რჩევის მოცემას, არჩევანი კი თქვენზეა.
ორი ერთში
რატომ არის მოხერხებული საწოლი პიდიუმზე? ერთი შეხედვით ეს კონსტრუქცია უხეში და მოუხერხებელი ჩანს, თუმცა ასე სულაც არ არის. რეალურად ასეთი კონსტრუქციის წყალობით შესაძლებელია ერთ კუთხეში მოთავსდეს
რაციონალური გადაწყვეტილება მცირე ზომის ინტერიერისთვის
საწოლი პლატფორმაზე
საწოლი პატარა ფუნქციონალურ პოდიუმზე
დიდუჯრიანი საწოლი
ნივთების შესანახი საკმაოდ ბევრი ადგილით
ესეც საკმაოდ მოხერხებულია
ესეც ძალიან პატარა საძინებლის საკმაოდ ორიგინალური დიზაინია
სკეპტიკოსები შემოგვედავებიან და იტყვიან, რომ პოდიუმის გაკეთება საკმაოდ ძვირია და არც მარტივი პროცესია, თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რამდენ ნივთს შეცვლის ეს პოდიუმი (კარადა, ტუმბო, საწოლი, მაგიდა), დაგვერწმუნებით, რომ ასე სულაც არ არის. ჩვენს მიერ შემოთავაზებული ვარიანტი უფრო იაფიც დაგიჯდებათ და ადგილსაც დაგიზოგავთ.
საწოლი-პოდიუმი საძინებელს უფრო ფართოს აჩენს
მშვენიერი გადაწყვეტილებაა ერთოთახიანი ბინისთვის
განყოფილებებიანი საწოლი
მშვენიერი პოდიუმია, არა?
როგორ და რა მასალით მზადდება პოდიუმი
სანამ პოდიუმს დააპროექტებთ, ზუსტად უნდა იცოდეთ, რა ფუნქციების შესრულება მოუწევს მას, რამდენი უჯრა თუ სხვა დაფარული ელემენტი ექნება. ამის შემდეგ მოგიწევთ ადგილის აზომვა და მასალის შრჩევა, უმჯობესია მასალად სულ მცირე 15 მმ-იანი ე.წ. დსპ გამოიყენოთ. პოდიუმის გაკათება ერთ ადამიანსაც შეუძლია, თუმცა, რა თქმა უნდა, თუ დამხმარეც გეყოლებათ, უმჯობესი იქნება. საერთო ჯამში ამ კონსტრუქციის აწყობას, მისი სირთულიდან გამომდინარე, 1-3 დღე სჭირდება.
ძალიან ფუნქციონალური საწოლია
ლამაზი და ნათელი საძინებელი
საწოლი-პოდიუმი ინტერიერში
სად არის ყველაზე კარგი პოდიუმის გაკეთება? პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მცირეგაბარიტებიან, ერთოთახიან ბინებში.
როგორც უკვე გითხარით, პოდიუმს აქვს საშუალება დაგიზოგოთ სივრცე და ამავე დროს შეითავსოს მრავალი სათავსოს ფუნქცია, იქნება ეს ტანსაცმლის კარადა, ფეხსაცმელების, წიგნების თუ ლოგინის შესანახი.
საწოლი-პორდიუმი ასევე ძალიან პრაქტიკულია არასტანდარტული პროექტის ბინებისთვის.
ასევე ძალიან კარგად გამოიყურება საწოლი-პოდიუმი საბავშვო ოთახში. ასეთი საწოლი ძალიან კარგად ითავსებს საწერი მაგიდის ფუნქციასაც.