რა ალამაზებს სახლს ყველაზე მეტად? უმეტესობა გიპასუხებთ, რომ დახვეწილი და გემოვნებიანი ავეჯია. დღეს ადამიანთა უმრავლესობა ცდილობს სახლი მარტივად მოაწყოს მოხერხებული ავეჯით, მაგრამ არსებობს კატეგორია ადამიანებისა, რომლებსაც ავეჯისგან, გამოყენების გარდა, გაცილებით მეტის მიღება სურთ. სწორედ მათთვის იქმნება განსაკუთრებული ხარისხისა და დიზაინის ელიტური ავეჯი, რომლებიც ერთი შეხედვითვე იპყობს მნახველის გულს. მსოფლიოს არაერთი ბრენდია, რომელიც სწორედ ასეთი ავეჯის შექმნით არის დაკავებული. ამჯერად ყველასთვის ცნობილ Gianni Versace-ს უალამაზეს გარნიტურებს წარმოგიდგენთ.
ეს ბრენდი ყველასთვის მოდურ სამოსთან ასოცირდება, თუმცა 90-იანი წლებიდან ვერსაჩეს მოდის სახლმა სახლის ტექსტილით
ეს ავეჯი ნამდვილად დიდებული სახლების ღირსია. ამ ორიგინალურ და დახვეწილ ნაწარმს დიდი მაესტროს ხელი ატყვია. ის ნიჭიერი დიზაინერებისა და დამპროექტებლების ასევე საუკთესო ოსტატების ერთობლივი შრომის შედეგია. ჰაეროვანი შტრიხები, ძვირფასი მასალა, კლასიკური სტილი, საუკეთესო ტრადიციები და ყველაზე წარმატებული ინოვაციები - ვერსაჩეს ავეჯის დამახასიათებელი თვისებებია. გამორჩეული ნიშანი - ბრენდის ემბლემა ბერძნულ სტილში - თითოეულ აქსესუარს ამშვენებს და ხარისხის უპირობო გარანტია.
მასალად ყოველთვის მასიური ხე, ნატურალური ტყავი და აბრეშუმია გამოყენებული. მწარმოებლები არამარტო დიზაინს, მის პრაქტიკულობასაც დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. რაც შეეხება ლაქსა და საღებავს, მათ სპეციალური ტექნოლოგიით ამზადებენ რათა ეკოლოგიურად უსაფრთხო იყოს. წარმოგიდგენთ ვერსაჩეს საუკეთესო ნიმუშებს.
კომენტარები