ყველა სახლში მოიძებნება მოძველებული და მოდიდან გამოსული ავეჯი. როგორც წესი, ასეთ ავეჯს ინტერიერში დიდი "დაბნეულობა" შეაქვთ, არადა ვერც გადასაგდებად ვიმეტებთ - ძველის ახლით შეცვლა ხომ ძვირი სიამოვნებაა, თანაც ავეჯი, რომელსაც დანიშნულების შესრულება მაინც შეუძლია, ადვილად გასამეტებელი არ არის...
საბედნიეროდ, ეს "დილემა" მთელი მსოფლიოს წინაშე დგას და დიზაინერებს კარგი გამოსავალიც აქვთ ნაპოვნი. დეკუპაჟი ძველი ავეჯისა და ნივთების გაახლების ხელოვნებაა. ამჯერად ძველი ჟურნალების მაგიდის გაახლების ვიდეოგაკვეთილს გთავაზობთ. ამ ტიპის მაგიდები ძალიან გავრცელებულია ჩვენში. სულ ცოტა შრომა უნდა და ხელთ ორიგინალური ნივთი შეგრჩებათ. რაც
მთავარია, როგორც კი ერთხელ მაინც გამოცდით გაახლების ხერხებს, ისე აგიყოლიებთ, რომ შინ ძველი ნივთი ვეღარ "გადაგირჩებათ". დაგჭირდებათ ე.წ. ”შკურკა”, საღებავი, წებო და ხელსახოცები. ზემოდან ლაქი გადაუსვით.იგივე ხერხით ასეთი ნივთებიც გამოგივათ:
კომენტარები