ოთახის ვიზუალურად გადიდების დიზაინერული ხერხები

ჩვენ გირჩევთ როგორ გაადიდოთ პატარა ოთახი მარტივი რჩევებით.
1. თუ ოთახის გადიდება შპალერით გსურთ, ერთი კედელი გაამუქეთ, ზონა უფრო ფართე გამოჩნდება.
2. მეტი სარკე ან სარკისებური ზედაპირი გამოიყენეთ. ის აირეკლავს სინათლეს და სიღრმისა და სიფართოვის შეგრძნებას წარმოქმნის.
3. მსხვილი და მკვეთრი პრინტები მხოლოდ აქცენტებად გამოიყენეთ და არა მსხვილ ნივთებში
4. უპირატესობა მიანიჭეთ მინისა და აკრილის ზედაპირს, ის აირეკლავს სივრცეს.
5. გამოიყენეთ განათება სამ კუთხეში მაინც, რათა არ შეიქმნას მუქი ლაქები კუთხეებში.
6. რომელი ფერები გაადიდებს ოთახს? წიგნის თაროები და კედელი ერთ

ფერში შეღებეთ, გამოიყენეთ მათი ტონალობისვე ფარდები. ერთიანად ისინი ერთ მთლიან სივრცეს შექმნიან.


7. პატარა ოთახი მინიატიურული ავეჯით უფრო პატარა ჩანს. ნუ მოგერიდებათ მსხვილი ნივთების გამოყენების.
8. ფარდები ჭერიდან იატაკამდე ჩამოკიდეთ, რათა ჭერი მაღალი გამოჩნდეს.
9. ოთახში გამოიყენეთ უზურგო ავეჯი... ისინი არ შექმნიან გადატვირთული ოთახის იერს.
10. ოთახში დააგეთ დიდი ნოხი, მზერას მისი ცენტრი მიიპყრობს, კიდეები კი სიფართის შეგრძნებას წარმოქმნის.
შპალერი ვიზუალურად გაადიდებს ოთახს
თუ ოთახში შპალერის გაკვრას აპირებთ, გახსოვდეთ, რომ მცირე ნახატებიანი პრინტი ოთახს ფართეს გამოაჩენს, მსხვილი - პირიქით. განსაკუთრებით ცენტრში. უპირატესობა მიანიჭეთ ვერტიკალური ნახატების შპალერს ან ერთტონიანს. 
ოთახის ვიზუალური გადიდება ფერებით
კიდევ ერთი რჩევა -  გამოიყენეთ ღია ფერები. რაც უფრო ნაკლებია ავეჯი, ბნელი კუთხეები, მით დიდი გამოჩნდება იგი. უპირატესობა მიანიჭეთ კრემისფერს, ნაზ ვარდისფერს, სალათისა და ცისფერ ნივთებს, დეკორსა და კედლებს. მუქი ამძიმებს და ოთახსაც პატარას წარმოაჩენს.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები