ახალაშენებული ბინები დიღომში

არქი ლიდერი სამშენებლო კომპანიაა, რომელიც ყოველთვის ცდილობს საუკეთესო ლოკაცია შეარჩიოს პროექტების ასაშენებლად. სწორედ ამიტომ გადაწყდა, აშენებულიყო ბინები დიღომში. დიღმის ტერიტორიაზე არქი წარმოდგენილია რამდენიმე პროექტით განსხვავებულ ლოკაციებზე, რაც ნიშნავს იმას, რომ ბინის ყიდვის მსურველებს საშუალება აქვთ შეარჩიონ ბინა მათთვის მოსახერხებელ ადგილას. კომპანია არქის დიღომში 7 დასრულებული საცხოვრებელი ბლოკი და 3 მშენებარე პროექტი აქვს.
არქის პროექტები დიდ დიღომში, „არქი დიღომი 2B“ და „არქი დიღომი 2“, გამორჩეულია იმითაც, რომ ბინები ბარდება პრემიუმ კარკასით, რაც გულისხმობს დამატებით უპირატესობებს სტან
დარტულ თეთრ კარკასთან შედარებით - გათბობის მილებს და ევროპული მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯარას დაბალემისიური მინებით. გაუმჯობესებული კარკასი კი უპირატესობას ანიჭებს არქის პროექტებს. ასევე, როგორც არქის ყველა პროექტში, ამ ბინებშიც გამოყენებულია იტონგის სამშენებლო ბლოკი, რომელიც 6-ჯერ ეფექტურია ჩვეულებრივ ბლოკთან შედარებით. „არქი დიღომი 2“ და „არქი დიღომი 2B” მდებარეობს ფარნავაზ მეფის ქუჩაზე, ჰიპერმარკეტ „გუდვილიდან“ 300 მეტრში, რაც მნიშვნელოვნად ამარტივებს არქელის ყოველდღიურ ცხოვრებას.
არქის კიდევ ერთი მშენებარე პროექტი დიღმის მასივში, რომელიც პრემიუმ კარკასით ბარდება არის „არქი ვუდი“. „არქი ვუდი“ მოპირკეთებულია Weinberger-ის აგურით, რაც მის არქიტექტურას განსაკუთრებულს ხდის. „არქი ვუდისთვის“ შეირჩა საუკეთესო ტერიტორია. პროექტი მდებარეობს ასტრა პარკის გვერდით, ხოლო დიღმის ტყე-პარკიდან „არქი ვუდი“ 5 წუთის სავალზეა.
არქი ყოველთვის ზრუნავს ბუნებაზე, ბინები დიღომში ამის ნათელი მაგალითია. „არქი დიღმის“ და „არქი ვუდის“ პროექტებში დიდი ნაწილი უკავია გამწვანებას, ასევე პროექტებში გათვალისწინებულია სათამაშო მოედნები, სტადიონები და ავტოსადგომები. არქი რეკრეაციული ზონების გარდა მშენებლობის ხარისხითაც ზრუნავს ბუნებაზე - დაბალემისიური მინები და იტონგის ენერგოეფექტური სამშენებლო ბლოკი ამის კარგი მაგალითია. გარდა შემცირებული კომუნალური გადასახადებისა, #არქელები ასევე ზრუნავენ ბუნებაზე.
R

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები