ყველაზე ხშირას ერთი კედლის გასწვრივ განლაგებული სამზარეულო გარნიტური გვხვდება ხოლმე. ეს თითქოს სამზარეულოს დიზაინის ყველაზე გავრცელებული სახეობაა, თუმცა ახლა გვინდა შემოგთავაზოთ ორ რიგში განლაგებული სამზარეულოს გარნიტური. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ავეჯი ორ ერთმანეთის საწინააღმდეგო კედელზეა განთავსებული. ასე რომ, ორრიგა სამზარულოს თავისი უპირატესობები გააჩნია.
რატომ უნდა ავირჩიოთ ორრიგა დიზაინი?
ჯერ ერთი, რომ ასეთი ავეჯი ბევრად იაფი ღირს, ვიდრე სტანდარტული კუთხის გარნიტური. ასე რომ, ეკონომიის გაკეთებას შეძლებთ.
ასეთი სამზარეული მისწრებაა იმ ადამიანებისთვის, ვისაც უყვარს სამზარეულოში ფუსფუსი და გემრიელი სადილების მომზადება.
მაქსიმალური რაოდენობის
კარადები მოგცემთ საშუალებას კომფორტულად განათავსოთ პროდუქტები თუ სხვადასხვა ნივთები. დიდ უპირატესობად შეიძლება ჩაითვალოს აგრეთვე სამუშაო ზედაპირი, რომლის ნაკლებობაც ნამდვილად არ გექნებათ.
თუმცა ასეთ წყობას მინუსებც აქვს, პირველ რიგში ის, რომ ავეჯს მხოლოდ შეკვეთით თუ დაამზადებთ, თუმცა ასეთ შემთხვევაში მიიღებთ თქვენს მოთხოვნილებებზე იდეალურად მორგებულ სამზარეულოს.
რა უნდა გაითალისწინოთ
1. მთავარი და აუცილებელი ფაქტორეი გახლავთ ის, რომ ორ ერთმანეთის საწინააღმდეგო კედელს შორის დაშორება უნდა იყოს არანაკლებ 1 მეტრისა, წინააღმდეგ შემთხვევაში თავისუფლად გადაადგილება შეუძლებელი იქნება.
2. თუ სამზარეულო მართლაც ვიწროა, კარადის კარის გამოღება შესაძლოა ნამდვილ გამოცდად იქცეს, ამ შემთხვევაში გირჩევთ გასაწევი კარების გამოყენებას.
3. ორივე კედლის გარნიტური აუცილებლად ერთი სტილის უნდა იყოს. ეს უნდა იყოს ერთი მთლიანი კომპოზიცია.
4. ტექნიკა უმჯობესია იყოს ჩაშენებული.
5. თუ ოთახის ამგვარად მოწყობას გადაწყვეტთ, გირჩვთ ის თავიდანვე დაყოთ ფუნქციონალურად.
6. სპეციალისტების რჩევით, ორრიგა სამზარეულოს დაგეგმვის დროს უმჯობესია ერთი მხარე შედარებით მოკლე იყოს.
7. ასევე გაითვალისწინეთ, რომ ამ შემთხვევაში დაკიდებული კარადების გაკეთებას ჯობს უპირატესობა თაროებს მიანიჭოთ. ასე ოთახში მეტი სივრცე დარჩება.
რომელი ფერი ჯობს?
მსგავსი სამზარეულოს მოწყობისას დიზაინერების უმრავლესობა უპირატესობას თეთრ ფერს ანიჭებს. თეთრი ფერი სივრცეს უფრო დიდს აჩენს. ასევე ძალიან კარგად გამოიყურება პრიალა ზედაპირი. გირჩვთ ასევე გამოიყენოთ დიზაინერების ცნობილი ხრიკი, ავეჯის ფასადი იმავე ფერის იყოს, რა ფერისაც არის კედლები.
თუ თეთრი ფერი არ მოგწონთ, შეგიძლიათ შეარჩიოთ ასევე სხვა ღია ფერი. ეს აბსოლუტურად თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული.