ახალმოსახლეობა ყველა წესის დაცვით, ახალ სახლში ბედნიერი ცხოვრებისთვის

წარმოიდგინეთ ის ბედნიერი მომენტი, როდესაც საცხოვრებლად ახალ სახლში გადადიხართ. სახლში, რომელზეც დიდი ხანია ოცნებობდით.
ეს ახალი სტარტი და ახალი ცხოვრების დასაწყისია! ახალ ბინაში ბევრი ბედნიერი წელი უნდა გაატაროთ და ამიტომ, თქვენს კომფორტულ ბუდეში ყველაფერი იდეალურად უნდა იყოს. როდესაც რემონტი დასრულებულია და ყოველი დეტალი სიყვარულითაა შერჩეული, შესაძლებელია ახალმოსახლეობის წვეულების მოწყობა და მეგობრების დაპატიჟება, რომ მათ თქვენი ახალი საცხოვრებელი ნახონ და შეაფასონ.
ახალმოსახლეობის მოწყობის მრავალი მეთოდი არსებობს. ხმაურიანი წვეულებით დაწყებული, მეგობრებთან მყუდრო საღამოთი დამთავრებული.
მნიშვნელობა არ აქვს, რას აირჩევთ, მთავარია, ეს დღე

ძალიან ლამაზი, დასამახსოვრებელი და განსაკუთრებული გამოგივიდეთ.
საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, გარკვეულწილად ცხოვრების ახალი ფურცლიდან დაწყებასაც ნიშნავს, ამიტომ, ამ მოვლენას ბევრი ცრურწმენა უკავშირდება.
„სახლი - ჩვენი ციხესიმაგრეა“ - და ეს ნამდვილად ასეა! ჩვენი წინაპრები, საცხოვრებელი ადგილის შეცვლას ძალიან დიდი სერიოზულობით ეკიდებოდნენ. ისინი აუცილებლად პატიჟებდნენ ახლობლებს, რომ სახლი დადებითი ენერგეტიკით ავსებულიყო.
ნებისმიერი წვეულების ორგანიზება, მათ შორის ახალმოსახლეობისაც, უნდა იწყებოდეს დეტალურად გათვლილი გეგმით.

რითი უნდა დაიწყოთ?


რიგში, შეადგინეთ სტუმრების სია. შემდეგ, შეარჩიეთ მოსახერხებელი დრო, თქვენთვისაც და მათთვისაც. დააზუსტეთ სტუმრების სავარაუდო რაოდენობა. განსაზღვრეთ, თუ როგორი წვეულების მოწყობა გსურთ. ტრადიციული სუფრა თუ ფურშეტი. ნებისმიერ შემთხვევაში, დაგჭირდებათ სასმელები. თუ გამაგრილებელ კოქტეილებს მოამზადებთ, გააფორმეთ ჭიქები პატარა, ფერადი ქოლგებით.
არანაკლებ მნიშვნელოვანი ოთახის სადღესასწაულოდ გაფორმებაა. ლამაზი, ფერადი ბუშტები ყველაზე მოსაწყენ დღესაც კი განსაკუთრებულ იერს შეჰმატებს.
თუ ჯერ არ შეგიძენიათ საკმარისი ავეჯი, შეგიძლიათ ოთახი აღმოსავლურ სტილში მორთოთ და იატაკი მოაწყოთ ლამაზად. ამისთვის, ფერადი დეკორაციები, ფერადი ჭურჭელი ან რამდენიმე ბალიში დაგჭირდებათ.
თუ დიდი ვერანდა, აივანი ან საკუთარი სახლი გაქვთ, ზაფხულში წვეულების მოწყობა ეზოშიც არაჩვეულებრივი იდეაა! ცხელი კერძების და სასმელების ნაცვლად, მენიუში რაიმე ცივი და გამაგრილებელი შეიტანეთ. მოამზადეთ შოკოლადის ფონდანი.


შეარჩიეთ მარტივი კერძები. გამოყავით ადგილი ბარბექიუსთვის. ეზოში, ცეცხლზე მომზადებული საჭმელი განსაკუთრებით მოეწონებათ თქვენს სტუმრებს. ასევე, შეგიძლიათ გამოიძახოთ პიცა, სუში ან სხვა რამ. ეს საჭმლის მომზადებას და ჭურჭლის გარეცხვის რუტინას აგაცილებთ თავიდან.

მხიარული სადღეგრძელოების გარეშე არც ერთი ახალმოსახლეობის წვეულება არ ჩაივლის. მოაწყეთ სადღეგრძელოების, ხუმრობების და ლექსების კონკურსი. დაივიწყეთ ტელევზორი. სთხოვეთ რომელიმე ახლობელს, მოიტანოს გიტარა და იმღეროს.

ფერადი ლენტები, ყვავილები და სპეციალური გასაფორმებელი ინვენტარი აუცილებლად წინასწარ შეარჩიეთ. ყველაზე მოსახერხებელი, მათი ონლაინ შერჩევა და შეკვეთაა. ამგვარად, თქვენ დაზოგავთ დროს და ენერგიას. ვებ-გვერდზე my-day.ge - მარტივად შეძლებთ შეუკვეთოთ სასურველი დეკორაცია და ისარგებლოთ სახლში მიტანის სერვისით.

სტუმრებმა რომ არ მოიწყინონ, შეგიძლიათ მოიფიქროთ სცენარი, რომელიც თამაში-გამოცანებისგან შედგება, ან გაერთოთ სამაგიდო თამაშებით. შეგიძლიათ გაიხსენოთ დავიწყებული ძველი თამაშები. მაგალითად, სამაგიდო ლოტო, ან „ფლირტი“. მერწმუნეთ, ძალიან ბევრს იცინებთ.


მეტი ორიგინალურობისთვის, შეგიძლიათ იატაკზე ქაღალდისგან გამოჭრილი ნაფეხურები დააკრათ წებოვანი ქაღალდით. როდესაც სტუმრები შემოსასვლელში შემოვლენ, გაყვებიან კვალს, რომელიც ლამაზად გაფორმებულ ოთახში მიიყვანთ.
მოამზადეთ სურვილების წიგნი და სთხოვეთ სტუმრებს, შიგნით კეთილი სურვილები ჩაწერონ.

ინტერიერის გასაფორმებლად დაიცავით სტილი. შეეცადეთ მსგავსი ფერის დეკორაცია შეარჩიოთ.

და ბოლოს, ძველი ტრადიცია. ოდითგანვე ითვლებოდა, რომ ახალ სახლში გადასვლისას, ბინაში პირველად კატას უშვებდნენ. კატა კეთილდღეობის და იღბალის მომტანად ითვლებოდა.

ასევე, წარმატების და ბარაქის მოსაზიდად, კარგი იქნება თუ შემოსასვლელში ნალს ჩამოკიდებთ.

გისურვებთ ბედნიერებას!


კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები