დღეს, როცა მსოფლიო აქტიურად განიხილავს ამოწურვადი რესურსების განსაკუთრებულ დეფიციტს, ყოვედღიურად უფრო მეტად აქტუალური ხდება შეკითხვა - „რა შეგვიძლია გავაკეთოთ ადამიანებმა ეკოლოგიური პრობლემების თავიდან ასაცილებლად?“. ბუნებრივია რაიმე მასშტაბურის გაკეთება ყველას არ შეუძლია, თუმცა თითოეულ მოქალაქეს აქვს რესურსი საკუთარი სახლიდან დაიწყოს ერთის მხრივ გარემოსთვის მიყენებულ ზიანს მეორეს მხრივ კი კომუნალურ დანახარჯების შეამცირება.
ერთი შეხედვით რთული წარმოსადგენიც კია რა კავშირშია ეკოლოგიური პრობლემები თქვენს სახლთან, მაგრამ მხოლოდ სწორი აბაზანის აქსესუარების შერჩევით შესაძლებელია ოჯახში მოხმარებული წლის რაოდენობა გავანახევროთ. ბუნებრივია დაზოგილი წყლის ოდენობა არც ისე მასშტაბურია,
თუმცა თუკი ადამიანების დიდი ნაწილი დაიწყებს თუნდაც მცირე რაოდენობის წყლის რესურსების დაზოგვას შედეგები აშკარა გახდება. როდესაც რემონტის გაკეთებამდე აბაზანისმოწყობას გადაწყვეტთ, პირველ რიგში აუცილებელია სწორად შეარჩიოთ ხელსაბანი და ონკანები, რომელიც წყლის მოხმარებასთან პირდაპირ კავშირშია. შემრევი ონკანების უმრავლესობას არ გააჩნია ეგრეთწოდებული ბარიერული ბადე, რომელიც წყლის ნაკადის გამოდინებას შეზღუდავს და წყლის მოხმარებას მაქსიმალურად შეამცირებს. შესაბამისად კარგი იქნება, თუ შეძენამდე შეამოწმებთ, რამდენად კარგი ბარიერული ბადე აქვს თქვენს შენაძენს. ბუნებრივია ეს ეხება, როგორც სტანდარტულ ასევე შემრევ ონკანს როდესაც საქმე წყლის რესურსების ეფექტურად გამოყენებას ეხება ბუნებრივია კარგი გამოსავალია სენსორული ონკანის შერცევა, რომელიც წყლის მოხმარების მაქსიმალურ ეფექტურობას განაპირობებს.
ონკანების გარდა, რაღა თქმა უნდა აბაზანა და საშხაპე ყურმილიც მეტწილად განსაზღვრავს მოხმარებული წყლის ოდენობას. ამ შემთხვევაში ერთი კონკრეტული რჩევის მიცემა, საუკეთესო ვარიანტის შესარცევად რთულია. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე აბაზანას ანიჭებთ უპირატესობას თუ საშხაპე კაბინას. საშხაპე კაბინის შემთხვევაში უმჯობესიაყურმილზე დატანილი ხვრელები წყლის ძალიან მცირე ნაკადს გატარებას უზრუნველყოფდეს. ასე ერთის მხრივ მოხმარებული წყლის რაოდენობის მეორეს მხრივ კი მისი გაცხელებისთვის საჭირო ელექტრო ან ბუნებრივი აირის რესურსის შემცირება მოხდება. რაც შეეხება აბაზანას, ამ შემთხვევაში ყველაფერი განსხვავებულადაა. თუკი აბაზანის გავსებას იგივე ყურმილით ეცდებით, რომელიც საშხაპე კაბინის შემთხვევაში გამოიყენეთ, ვერც წყალს დაზოგავთ და მეტიც,წყლის გაცხელების დანახარჯებს გააორმაგებთ, ვინაიდან აბაზანის გავსებას დიდი დრო დასჭირდება. აბაზანის გასავსებად უმჯობესია, თუ ისეთ შემრევ ონკანს დააყენებთ, რომელიც წყლის მაქსიმალურად დიდ ნაკადს მოკლე დროში გაატარებს. ის საჭირო ტემპერატურაზე წყლის გაცხელებაშიც მარტივად დაგეხმარებათ და ვინაიდან წყლის ნაკადის გამტარობაც დიდი აქვს აბაზანა დროულად გაივსება და კომუნალურ ხარჯებსაც შეამცირებს.
სპეციალიტები ამტკიცებენ, რომ სახლში ყველაზე მეტ წყლის რესურსს უნიტაზები მოიხმარს. ხშირად ბევრი ჩვენგანი ვერცკი ამჩნევს ამას, თუმცა დაკვირვებამ აჩვენა, რომ საერთო წყლის დანახარჯის თითქმის 45% უნიტაზის მოხმარებულ წყალზე მოდის. ენერგოეფექტური უნიტაზის შერჩევისას სპეციალისტების მოსაზრებები ორად იყოფა. ნაწილის აზრით სენსორული ჩამრეცხი სისტემა მაქსიმალურად შედეგიანია ვინაიდან ავტომატიზებული სისტემა მაქსიმალურ დანაზოგს განაპირობებს. მეორე ნაწილის აზრით კი შედარებით ძვირადღირებული სენსორული სისტემის გარეშეც შესაძლებელია შედეგის მიღება. მათი მტკიცებით, მთავარია უნიტაზის შეძენისას ყურადღებით შეირჩეს ავზის შემავსებელი უნივერსალური მექანიზმი, რომელიც მოხმარებელს საშუალებას აძლევს წყლის საჭირო ნაკადი მექანიკურად დაარეგულირონ.
როგორც ალბათ უკვე მიხვდით სწორად შერჩეული აბაზანის აქსესუარები მხოლოდ წყლის რესურსის დაზოგვას კიარა ელქტრო და ბუნებრივი აირის მოხმარებასაც განსაზრვრავს. რასაკვირველია მცირედით, თუმცა მაინც მნიშვნელოვნად, ვინაიდან ენერგოეფექტური სახლის პრინციპი სწორედ მოხმარებული რესურსების მინიმუმამდე დაყვანას გულისხმობს. ენრგოეფექტური სახლი კი თავის მხრივ უფრო ეკომეგობრულს გხდით, რასაც ბონუსად ისიც ემატება, რომ კომუნალური ხარჯები მინიმუმამდე მცირდება.