დამქანცველი სამუშაო დღის შემდეგ ადამიანმა სახლში დასვენება და განტვირთვა უნდა მოახერხოს. სახლის ფასი ხომ არაფერია, ამბობენ, საკუთარი სახლის კედლებიც კი კურნავს ადამიანსო, თუმცა, სამწუხაროდ, ყოველთვის ასე როდი ხდება, არსებობს ფაქტორები, რომელიც ადამიანებს სიმყუდროვეს ურღვევს და დასვენების საშუალებას არ აძლევს.
ეს ფაქტორები ერთი შეხედვით არც ისე აშკარაა, თუმცა თუ დაუკვირდებით, თქვენი გაღიზიანებისა და მუდმივი გადაღლის მიზეზი ნამდვილად შეიძლება იყოს შინ.
მაშ ასე, დაუკვირდით და გაითვალისწინეთ, ადამიანზე დამთრგუნველად შეიძლება მოქმედებდეს შემდეგი ფაქტორები:
1. დაბალი ხარისხის თეთრეული
თეთრეული, იქნება ეს ლოგინის თუ პირადი
მოხმარების, უმჯობესია იყოს ბუნებრივი მასალის, ბამბის, რაც თქვენს ძილს კომფორტულს გახდის, კარგად გამოძინებული ადამიანი კი თავს გაცილებით ბედნიერად გრძნობს.
2. ცუდი განათება
ხშირად ამას ყურადღებას არ ვაქცევთ, თუმცა ცუდი განათება შესაძლოა ადამიანის გაღიზიანების ერთ-ერთი მიზეზი იყოს. ამიტომ ეცადეთ სახლში ისეთი განათება იქონიოთ, რომელშიც თავს მაქსიმალურად კომფორტულად იგრძნობთ.
3. მუდმივად ჩართული ტელევიზორი
ტელევიზორის ხმა ძალიან ცუდად მოქმედებს ადამიანის ფსიქიკაზე, განსაკუთრებით მაშინ, თუ ეს ხმა სისტემატურად ჩაგესმით, ამიტომ ეცადეთ, თუ ტელევიზორს არ უყურებთ, გამორთოთ და ნერვული სისტემა დაასვენოთ.
4. ცივი ფერები ინტერიერში
კედლებისა და ავეჯის ფერი ასევე ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს ადამიანის გუნება-განწყობაზე, ეცადეთ, რომ სახლი თბილ ფერებში მოაწყოთ და შესაბამისად თქვენი ხასიათიც უფრო პოზიტიური იქნება ხოლმე.
5. არეულობა
არეულობა სახლში თქვენს ტვინს ბოლომე მოდუნებისა და დასვენების საშუალებას არ აძლევს. თუ გინდათ, რომ სრულფასოვნად დაისვენოთ და თავი მაქსიმალურად კომფორტულად იგრძნოთ, გირჩევთ სახლი ყოველთვის დალაგებული გქონდეთ.
6. არასწორი ტემპერატურა
თუ სახლში არასწორი ტემპერატურაა, ამან შესაძლოა გავლენა იქონიოს თქვენს აქტივობასა და მხნეობაზე, ამიტომ ეცდეთ აკონტროლოთ ტემპერატურა სეზონის მიხედვით, რათა თავი მაქსიმალურად კომფორტულად იგრძნოთ.
7. არომატული საშუალებები
აქაც ძალიან მნიშვნელოვანია ინდივიდუალიზმი და გემოვნება. თუ რამის სუნი გაღიზიანებთ, ეცადეთ მას არ გაეკაროთ და თავიდან მოიშოროთ.
8. გაჯეტები საწოლთან ახლოს
ნოუთბუქი, პლანშეტი, ტელეფონი ძალიან საჭირო ნივთებია, მაგრამ გახსოვდეთ, საწოლთან ახლოს მათ არაფერი ესაქმებათ.