ნათელი და თბილი, ფუნქციონალური და ელეგანტური, მართალია ძველ სახლში, თუმცა სუფთა და მყუდრო გარემოში. სწორედ ასე გამოიყურება მოკრძალებული, თუმცა დახვეწილი რძისფერი დიზაინი, რომელშიც ბედნიერებასა და სიყვარულს დაუსადგურებია.
ეს ბინა თავიდანვე ოროთახიანი იყო, ამიტომ განსაკუთრებულად არაფერი გადაუკეთებიათ. სამზარეულო ცალკე იყო, მისაღები - გამავალი. მის უკან საძინებელი იყო.
დიზაინერებმა გადაწყვიტეს მისაღებ ოთახში სრულფასოვანი სასადილო მოეწყოთ, სამზარეულოში კი პატარა, ორკაციანი სასადილო მაგიდა დაეტოვებინათ.
სასტუმრო ოთახში ყურადღებას იქცევს მაღალი ჭერი და ჩაშენებული ბიბლიოთეკა. ბიბლიოთეკის გვერდით ფასადს (საძინებლის კარის ზონა) საკმაოდ რთული კონფიგურაცია აქვს. ეს
ერთი სიტყვით, აი, რა ნივთები უნდა შეიყვაროს მცირეგაბარიტიანი სახლის პატრონმა:
რძისფერი და ნაცრისფერი ტონები
თეთრი ფერი შეიძლება არ მოგწონდეთ, მაგრამ კრემისფერი, ნაცრისფერი, რძისფერი აუცილებლად უნდა შეიყვაროთ. ეს ფერები ძალიან ეფექტურია როგორც აქცენტი, ქექსტილი და სხვადასხვა ელემენტები, მაგალითად ფარდები და ბალიშები, ასევე ხალიჩა.
ჩაშენებული ავეჯი
გეთანხმებით, ეს საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა, თუმცა შანსები, მიიღოთ დახვეწილი ევროპული დიზაინი ამ შემთხვევაში გაცილებით მაღალია.
მაღალი პლინტუსები და მოლდინგები
მცირეგაბარიტიანი სახლისთვის ეს საკმაოდ აქტუალურია. ეს დეტალები ოთახის საერთო სახეს უფრო რთულსა და დახვეწილს ხდის.
ორფრთიანი კარი და კარი სლაიდერი
ოთახშორისი კარების ეს ორი სახეობა სივრცეს უფრო დიდს აჩენს და არა მარტო ვიზუალურად.
ტორშერი, მაგიდის სანათი და ჩაშენებული სანათი
რაც მეტი სინათლეა თქვენს სახლში, მით დიდი ჩანს იგი.
თეთრი ფანჯრები
ბევრ ადამიანს არ უყვარს სტანდარტული თეთრი, მეტალოპლასტმასის ფანჯრები, თუმცა თუ თქვენი ფანჯრები ვიწროა, ეს საუკეთესო არჩევანია.
სამზარეულო ჭერამდე
შეიძლება ფიქრობთ რომ ეს არცთუ ლამაზია, თუმცა სამზარეულოს გარნიტური ჭერამდე პატარა ზომის ფართს ბევრად ტევადს და კომფორტულს გახდის. მსგავს სტანდარტს ყველაზე მეტად სკანდინავიური ნეოკლასიკა მოუხდება.
გეომეტრიული პრინტები
ღია და თეთრი ფერის გეომეტრიული პრინტები ძალიან კარგი დეკორია პატარა ზომის ოთახისთვის. ის მას დამატებით ხიბლს სძენს.
ვინტაჟური ფანჯრები, ფანჯარა აბაზანიდან სამზარეულოში
ეს დეტალები დაგეხმარებათ მიაღწიოთ სკანდინავიურ სტილს ან ნეოკლასიკურ ინტერიერს.
ხედი ფანჯრიდან
რა თქმა უნდა, არ არის აუცილებელი, გიყვარდეთ ცუდი ხედი, ეცადეთ, რომ ხედი იყოს მაქსიმალურად სასიამოვნო.
ამ პროექტში მაქსიმალური ყურადღება ეთმობა დეკორატიულ არქიტექტურულ დეტალებს, ბუხარს, ძველ, აღდგენილ კარებებს, ნატურალურ პარკეტს. ასე რომ, რემონტის დროს ძველი ნივთების აღდგენას გარკვეულ თანხებს თუ დაახარჯავთ არ უნდა ინანოთ. ავეჯს ყოველთვის შეცვლით, ძირითად ელემენტებს კი ვეღარ გამოცვლით, ამით მხოლოდ მოგებული დარჩებით.
დიზაინერები გვირჩევენ ძირითადი თანხები დავხარჯოთ მოსაპირკეთებელ მასალებზე და არა ავეჯზე. თავადაც ხვდებით, რომ კაფელის გამოცვლა ბევრად რთულია, ვიდრე ახალი დივანის ყიდვა.
ამ სახლის საერთო ფართი 43 კვადრატული მეტრია. ნათელი სამზარეულო დაახლოებით 10 მეტრია, 15 მეტრი ბუხრიანი სასტუმრო ოთახი, 11 მეტრზე ცოტა მეტი საძინებელი, აბაზანა სულ რაღაც 3 მეტრი, შესასვლელი კი მხოლოდ 4 მეტრი.