როგორ გამოვასწოროთ ხარვეზები სახლში ფენ შუის დახმარებით

ბევრ ადამიანს ვერც კი წარმოუდგენია, რა ადვილია სახლში ფენ შუის შექმნა. საკმარისია დადოთ ერთი სწორი ნივთი, მეორე არასწორი ნივთი კი მოაშოროთ და საქმე მოგვარებულია. შემოგთავაზებთ კონკრეტულ მაგალითებს.

კარი

ყველაფერი იწყება შესასვლელი კარით. დადებითი ენერგია კი სახლში ადამიანივით შედის, მთავარი კარიდან, ამიტომ შესასვლელ კარს დიდი ყურადღება უნდა დაუთმოთ. ის უნდა იყოს სუფთა და ნათელი. ეცადეთ, რომ შესასვლელი ყოველთვის მოწესრიგებული იყოს.
კორიდორი უნდა იყოს ნათელი, სარკეს კარის მოპირდაპირედ ნუ დაკიდებთ.

სამზარეულო

ყურადღება მიაქციეთ გაზქურას. ის უნდა იყოს სუფთა და გამართული. უნდა მუშაობდეს
ხარვეზების გარეშე. ეცადეთ გამოიყენოთ ყველა ქურა და არ ამოიჩემოთ რომელიმე ერთი.

საძინებელი

საძინებელში ადამიანები ყველაზე დიდ დროს ვატარებთ, უფრო სწორად, ძილში. ამიტომ თეთრეული უნდა იყოს სადა, აგრესიული ნახატების გარეშე. საწოლის თავზე ნუ დაკიდებთ მძიმე ჭაღს, საწოლი ისე დადგით, რომ დაინახოთ საძინებელში შემოსული ყველა ადამიანი. კარგი იქნება, თუ საწოლის თავი კედელზე იქნება მიყრდნობილი.

აბაზანა

ფენ შუის წესებით, ეს სახლის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. ბევრი ადამინი ცდილობს, ის საგულდაგულოდ მოაწყოს და შეიქმნას მაქსიმალური კომფორტი, თუმცა ფენ შუი გაფრთხილებთ, არანაირი ქანდაკება, წიგნი, ყვავილი აბაზანაში არ უნდა იყოს.
როგორი უნდა იყოს აბზანა? ერთი ტონის ფილები, მაქსიმალური სისუფთავე და სასიამოვნო სურნელი. ეს აბსოლუტურად საკმარისია იმისთვის, აბაზანაში თავი კომფორტულად რომ იგრძნოთ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები