მიუხედავად იმისა, რომ ამ თემაზე არაერთხელ გვისაუბრია და რჩევაც უამრავი მოგვიცია, ეს ის პრობლემაა, რომელიც აქტუალობას არ კარგავს და დისკუსია იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება მოვაწყოთ შეზღუდულ სივრცეში ჩვენი საოცნებო აბაზანა, ყოველთვის საინტერესო იქნება. არც ამჯერად დაგზარდებით და შემოგთავაზებთ პროფესიონალი დიზაინერების რჩევებსა თუ რეკომენდაციებს.
1. საშხაპე თუ აბაზანა
პირველი და უმთავრესი შეკითხვა, რომელიც ამ დროს წამოიჭრება ხოლმე - იმისათვის, რომ ბევრი არ იწვალოთ და რაციონალური გადაწვეტილება მიიღოთ, ჩვენ უბალოთ გირჩვეთ კარგად დაფიქრდეთ, თუ აქამდე აბაზანა გქონდათ, როგორ იყენებდით მას და
2. ნიჟარა
არანაკლებ საჭირბოროტო თემაა ნიჟარა. მის შერჩევასაც კარგად დაფიქრება და გაანალიზება სჭირდება. გაანალიზეთ, რამდენად პრაქტიკული იქნება თქვენი ესა თუ ის გადაწვეტილება, რამდენად მოგერგებათ იგი თქვენ, ხომ არ აჯობებს, ადგილის სიმცირის გათვალისწინებით ისეთი მოდელი შეარჩიოთ, რმელსაც ქვემოთ შესანახი სისტემაც ექნება, ასეთ შემთხვევაში თქვენ ორ კურდღელს ერთდროულად დაიჭერთ, გექნებათ ლამაზი ნიჟარა და ამავდროულად მოხერხებული შესანახი სისტემა, რაც ნებისმიერი ოჯახისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მით უმეტეს, თუ სივრცე შეზღუდულია. ხოლო თუ ამის პრობლემა არ გაქვთ, შეგიძლიათ შეარჩიოთ კომპაქტური კუთხის ვარიანტი, რომელიც თავის ფუნქციას მშვენივრად შეასრულებს და ადგილსაც დაგიზოგავთ.
3. უნიტაზი
კიდევ ერთი აქტუალური თემა, რომელიც ბოლო დროს ძალიან ხშირად ხდება განსჯის საგანი, გახლავთ დასაკიდი და დასადგამი. ამ შემთხვევაში შეგვიძლია გითხრათ მოლოდ ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ დასაკიდი უნიტაზი ბევრად ეფექტურად გამოიყურება და ადგილის მხრივაც შედარებით მოხერხებულია, გვინდა გაგაფრთხილოთ, რომ ჩვენს რელობაში შედარებით პრობლემატურია. უნდა შეარჩიოთ პროფესიონლი ხელოსნები, რომლებიც მათზე დაკისრებულ მოვალეობებს პირნათლად შეასრულებენ და საქმეს ხარისხიანად გაგიკეთებენ, მოგცემენ გარანტიას, რომ სამომავლოდ პრობლემები არ შეგექმნებათ, რადგან დასაკიდ უნტაზს თავისი თავისებურებები გააჩნია. კედელშია მოთავსებული სისტება და მისი დაზიანების შემთხვევაში, მეტი პრობლემა იქმნება. თუ არ ხართ მზად მსგავსი გამოწვევებისთვის, გირჩევთ უპირატესობა ისევ ტრადიციულ, ფეხიან უნიტაზს მიანიჭოთ.
4. სარკე
ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დეტალი. ამ შემთხვევაშიც პირველ რიგში გირჩევთ გაითვლისწინოთ, რამდენად მოსახერხებელი და პრაქტიკული იქნება ის თქვენთვის და მხოლოდ ამის შემდეგ შეჯერდეთ საბოლოოდ დიზაინზე და სხვა დანარჩენ დეტალებზე. თუ ნივთი პრაქტიკული და მოსახერხებელი არ არის, ის ძალიან მალე მოგიშლით ნერვებს.
5. კუთხეები
და ბოლოს, მაქსიმალურად აითვისეთ ყოველი კუთხე-კუნჭული, რაღა თქმა უნდა, მისი პრაქტიკულობის და კომფორტულობის გათვალისწინებით. გახსოვდეთ, აბაზანას ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ჩვენს ცხოვრებაში და გარდა იმისა, რომ ლამაზი და დახვეწილი უნდა იყოს, პრაქტიკულობასაც არ უნდა კარგავდეს. ეცადეთ, ყოველი კუთხე რაციონალურად გამოიყენოთ.