6 მარტივი იდეა, როგორ ვაქციოთ სტუდიო სრულფასოვან ბინად

მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე სამყაროში ღია სივრცე სულ უფრო მოთხოვნადია, სტუდიოს ტიპის ბინაში ცხოვრბაზე ყველა როდი ოცნებიბს.
ბევრ ადამიანს სჭირდება საკუთარი სივრცე. როგორ უნდა მოიქცეთ ამ დროს?

1. შენიღბეთ სამზარეულო

პირველ რიგში დაიწყეთ იმით, რომ გააკეთეთ კომპაქტური სამზარეულო. ეცადეთ ისეთი სამზარეულო გააკეთებინოთ, რომელსაც რომელიმე ნიშაში მოათავსებთ, შენიღბავთ მას. ეცადეთ, ფანჯრის რაფებიც აითვისოთ.



2. გამოიყენეთ ტრანსფორმერი ავეჯი


მცირეგაბარიტიანი სახლი, ერთოთახიანი ვერასდროს იქნება მოხერხებული და კომფორტული, თუ სტან
დარტული ტიპის ავეჯს გამოიყენებთ. აი, ტრანსფორმერი ავეჯი კი ის არის, რაც თქვენ გჭირდებათ, სივრცესაც დაგიზოგავთ და ცხოვრებასაც გაგიმარტივებთ.

3. საძინებელი პოდიუმზე

ბოლო დროს პოდიუმი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დიზაინერული გადაწყვეტილებაა. როგორც წესი, პოდიუმს საძინებლისთვის იყენებენ ხოლმე. თუ გადაწყვეტთ პოდიუმის გაკეთებას ეცადეთ, რომ მასში მაქსიმალურად განათავსოთ შესანახი სისტემები.

4. ზონირება
ზონირება ძალიან მნიშვნელოვანია სივრცის ვიზუალურად აღსაქმელად. არსებიბს ზონირების მრავალი სისტემა, კარგად ჩამოყალიბდით, რომელიც ვარიანტი არის თქვენთვის ყველაზე შესაფერისი და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღეთ საბოლოო გადაწყვეტილება.


5. გამოიყენეთ მეორე იარუსი

ეს იდეა კი მხოლოდ იმ ადამიანებს გამოადგებათ, ვისაც მაღალი ჭერი აქვს. ჭერი 3 მ სიმაღლის მაინც უნდა იყოს, ვერტიკალური სივრცის ათვისება რომ მოხერხდეს.


6. შემოიერთეთ ლოჯია

თუ სახლს აქვს ლოჯია შეგიძლიათ ის ოთახს შეუერთოთ რათა მეტი საცხოვრებელი ფართი მიიღოთ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები