როგორი პროექტის ბინების მოწყობაა ყველაზე რთული - როცა სახლის წყობა პრობლემებს ქმნის


ბინის შეძენა ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის, რასაც ძალიან დიდი ფიქრი სჭირდება. ყურადღება უნდა მიაქციოთ არა მხოლოდ საცხოვრებელ ფართსა და კომფორტს, არამედ სახლის გეგმასაც. თუ არ გსურთ, რომ ამ მხრივ პრობლემები შეგექმნათ, გირჩევთ ჩვენი რჩევები გაითვალისწინოთ.

1.საყრდენი ბოძები და სხვა კონსტრუქციები


მართალია, მსგავსი ელემენტები შეიძლება გამოიყენოთ სივრცის ზონირებისთვის, თუმცა გირჩევთ მსგავსი დაგეგმარების ბინას თავი მაქსიმალურად აარიდოთ, ამან შესაძლოა ბევრი დისკომფორტი შეგიქმნათ.

2. საძინებელი შესასვლელთან ახლოს



როდესაც საძინებელი შესასვლელთან ახლოს მდებარეობს, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ის გასასვლელი სივრცეა და ეს ოთახს სიმყუდროვეს უკარგავს.

3. რთული გეომეტრია


დიზაინერები ერთხმად ამტკიცებენ, რომ რთულ გეომეტრიულ წყობებთან მუშაობა საკმაოდ შრომატევადი და დამღლელი საქმეა, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს ზედმეტ ხარჯებთანაც არის დაკავშირებული.

4. არასტანდარტული კორიდორი



საინტერესოა, რომ არასტანდარტულად ითვლება არა მხოლოდ გრძელი და ვიწრო, არამედ ზედმეტად დიდი ჰოლიც. გარდა იმისა, რომ მას ფუქნცია არ აქვს და ადგილს გავაკარგვინებს სველი წერტილის გაფართოვების შანსსაც სპობს.

5. როდესაც შესასვლელი კარი შიგნით იღება



სახანძრო უსაფრთხოების წესებიდან გამომდინარე, შესასვლელი კარი ყოველთვის გარეთ უნდა იღებოდეს. როდესაც კარი შიგნით იღება, შესასვლელში ბევრი ადგილი იკარგება.

6. ვიწრო ოთახები


ბინის შერჩევის დროს ეცადეთ, რომ ოთახები არ იყოს ვიწრო, გარწმუნებთ, ეს საკმაოდ მოუხერხებელია და ინტერიერის მოწყობის დროს ბევრ პრობლემას შეგიქმნით.

7. ბევრი აივანი


შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ ბევრი აივანი პლუსი უფრო არის, ვიდრე მინუსი, და აივანზე დამატებით სივრცის მოყობაა შესაძლებელი, თუმცა ნუ დაგავიწყდებათ, რომ აივნის მიერთებას განსაკუთრებული ნებართვა სჭირდება და ეს ისევ დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული .

8. ცოტა ფანჯარა


ყველაზე ხშირად მსგავს პრობლემას აწყდებიან სტუდიოს ტიპის ბინებიში. ერთი შეხედვით, ეს ვითომ არაფერია, თუმცა ყოველდღიურობაში ეს ნამდვილად ქმნის დისკომფორტს.

9. პატარა სივრცე


მართალია, დიდ ფართს დიდი ფინანსები სჭირდება, თუმცა გაფრთხილებთ, რომ პატარა სივრცეს თავისი მინუსები აქვს და თუ მაინცდამაინც ასეთი ბინის ყიდვა მოგიწევთ, გირჩევთ, ინტერიერის მოსაწყობად პროფესიონალ დიზაინერს მიმართოთ.



კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები