ძველი სახლების თავისებურებები, რომლებიც დღევანდელი ახალგაზრდობისთვის გაუგებარია


ომის შემდგომ პერიოდში სახლები ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე მაქსიმალურად დაჩქარებული ტემპით შენდებოდა, რათა რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის მიეცათ თავშესაფარი. ეს სახლები საინტერესო დეტალებით იყო აღჭურვილი, რომელიც დღევანდელი თაობისთვის აბსოლუტურად გაუგებარი და ძალიან უცნაურია.

სახლში შესასვლელი კარი შიგნით იღებოდა


მაშინდელ ქვეყანაში არსებობდა სამშენებლო ნორმები, თანაც ძალიან მკაცრი, რომელიც მშენებლებს აუცილებლად უნდა გაეთვალისწინებინათ. ერთ-ერთი ასეთი ნორმის თანახმად, სახლის კარი შიგნით უნდა გაღებულიყო და ამის ერთ-ერთი მთავარი ახსნა გახლდათ სადარბაზოს კიბის უჯრედისის მცირე გაბარიტები.

ფანჯარა საპირფარეშოსა და სამზარეულოს შორის


საბჭოთა კავშირის არქიტექტორის კიდევ
ერთი ძალიან საინტერესო ატრიბუტი ეს ფანჯარა გახლდათ. ზოგ შემთხვევაში, თუ სახლში ორი სველი წერტილი იყო, ეს ფანჯარა ორი იყო. ამ ფანჯარას რამდენიმე დანიშნულება ჰქონდა. პირველი - ეს უსაფრთხოების საშუალება გახლდათ. საპირფარეშო იყო საკმაოდ პატარა, კარი შიგნიდან იღებოდა და კარის ჩაკეტვის შემთხვევაში ფანჯრის ჩამსხვრევა ყველაზე მარტივი გამოსავალი გახლდათ.
ფანჯრის კიდევ ერთი დანიშნულება გახლდათ ის, რომ ის საპირფარეშოსთვის განათების დამატებითი წყარო იყო, საიდანაც სინათლე შედიოდა და დღისით ელექტროენერგიაც იზოგებოდა. 
ასევე არქიტექტორები ცდილობდნენ, რომ იმ დროინდელი სველი წერტილი დაეცვათ ბაქტერიებისა და სოკოსაგან და ფანჯრის მეშვეობით მას გამოშრობის საშუალებას აძლევდნენ.

კარადა ფანჯრის ქვეშ


სამზარეულოს ფანჯრის ქვეშ კი გაკეთებული იყო სპეციალური სათავსო, მაცივრის მსგავსი, რომელიც გარეთ გამავალ ხვრელს ფარავდა, ეს ხვრელი კი გაზქურის ნორმალური მუშაობისთვის იყო განკუთვნილი და ერთგვარ ვენტილაციას წარმოადგენდა.
ზამთარში ამ კარადას მცხოვრებლები მაცივრის დანიშნულებით იყენებდნენ.

ანტრესოლი

ნივთების შესანახად მაშინდელ სახლებში გათვალისწინებული იყო პატარა კარადა ჭერს ქვემოთ. აქ ინახებოდა ზამთრის ქილები, სეზონური ნივთები, სხვადასხვა ინსტრუმენტები, წიგნები და ა.შ. შეზღუდულ სივრცეში მსგავსი ტიპის შესანახი სისტემა ნამდვილი განძი იყო ადამიანებისთვის.

ღია აივანი


ღია აივანი, შეიძლება ითქვას, რომ პირველ რიგში სანიტარული ნორმების გათვალისწინებით და უსაფრთხოების მიზნით კეთდებოდა. ტუბერკულოზის გავრცელების თავიდან ასაცილებლად საჭირო იყო ბევრი მზის სხივი და სინათლე, აივანი ამ მხრივ ერთ-ერთი ეფექტური გადაწყვეტილება გახლდათ, გარდა ამისა, ხანძრის შემთხვევაში ღია აივანი გადარჩენის ერთ-ერთი, არცთუ ცუდი შანსი გახლდათ.

დერმანტინის კარ


დერმანტინის კარზე პირველ რიგში პრაქტიკულობით აიხსნებოდა, გარდა იმისა, რომ ის არ ატარებდა ცივ ჰაერს, იცავდა კარს დაზიანებისაგან და ასევე ის არც უსიამოვნო სუნს ატარებდა. რა თქმა უნდა, ამ მიზნით სხვა მასალის გამოყენებაც შეიძლებოდა, თუმცა დერმანტინი ყველაზე იაფი ჯდებოდა.

კომენტარები

გოგო 2024-02-25 13:48
ბინების კარები ახლაც შიგნით იღება. ახალ კორპუსებშიც ისეთივე სივიწროვეა სადარვაზოში, როგორც ხრუშოვკებში. ბევრს ვერ ვიცინებთ წარსულზე, გასაქილიკებელი თანამედროვე არქიტექტურასა და მეშენებლობაშიც ბევრია.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები